მოურინიო: "კონტეს ისეთი პასუხი გავეცი, რომელმაც ის უზომოდ გაანაწყენა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიო: "კონტეს ისეთი პასუხი გავეცი, რომელმაც ის უზომოდ გაანაწყენა"


მოურინიო:

ჟოზე მოურინიოს სურს, რომ მასსა და კონტეს შორის ჩამოვარდნილი შუღლი დასრულდეს.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც პორტუგალიელმა პრემიერ ლიგის ზოგიერთი მწვრთნელი კლოუნად მოიხსენია და პუბლიკამ უმალვე ეს კომენტარი კონტეს მხარეს მიმართა.

იტალიელმაც არ დააყოვნა და მოურინიოს უპასუხა, რომ ის წარსულში იყო კლოუნი. ამის შემდეგ, ჟოზემ წარსულზე კონტეს მატჩების ჩაწყობა შეახსენა.

ახლა კი პორტუგალიელს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს: "როდესაც პირველად მან შეურაცხყოფა მომაყენა შესაფერისი პასუხი გავეცი. ვიცოდი, რომ ეს კონტეს უზომოდ გაანაწყენებდა.

იტალიელმა მეორეჯერაც მომაყენა შეურაცხყოფა, თუმცა მე შესაფერისად აღარ ვუპასუხე. უგულებელყოფა, ეს იქნება ჩემთვის ამ ამბის დასასრული", - ამბობს მოურინიო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები