ზამთრის თასის პირველ დღეს 2 ნახევარფინალისტი გამოვლინდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზამთრის თასის პირველ დღეს 2 ნახევარფინალისტი გამოვლინდა


ზამთრის თასის პირველ დღეს 2 ნახევარფინალისტი გამოვლინდა

ზამთრის თასის პირველი დღ​ის მატჩები ძალიან სანახაობრივი გამოვიდა. გამოვლინდა 2 ნახევარფინალისტიც.

"გ" ჯგუფში პირველი ადგილი ბოლნისის "სიონმა" დაიკავა და 1/4 ფინალში "დ" ჯგუფის მეორე ადგილოსან "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა. მატჩი თბილისელებმა მარტივად მოიგეს და საუკეთესო 4-ეულში მოხვდნენ.

მეორე 1/4 ფინალური დაპირისპირება "შევარდენსა" და "საბურთალოს" შორის შედგა.  ეროვნულ ლიგა 2-ში ახლად გადმოსულმა "შევარდენმა" საბურთალოელებს შანსი არ დაუტოვა.

"ა" და "ბ" ჯგუფის მატჩები უკვე 13 იანვარს ჩატარდება, სადაც ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები