2013 წელს რეალი მესის ყიდვას გეგმავდა და 250 მილიონ ევროს იხდიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

2013 წელს რეალი მესის ყიდვას გეგმავდა და 250 მილიონ ევროს იხდიდა


2013 წელს რეალი მესის ყიდვას გეგმავდა და 250 მილიონ ევროს იხდიდა

2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "რეალმა" გარეტ ბეილი დაიმატა და მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადა.

ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ ბეილის ნაცვლად ფლორენტინო პერესს სხვა მოთამაშის დამატება სურდა, თუმცა არ გამოუვიდა.

ეს ფეხბურთელი არც მეტი, არც ნაკლები ლიონელ მესი იყო.

MARCA წერს, რომ 2013 წელს "რეალი" არგენტინელის სანაცვლოდ 250 მილიონ ევროს იხდიდა და ხელფასის სახით 2021 წლამდე მას ყოველწლიურად 21 მილიონ ევრსო პირდებოდა.

"რეალის" ინტერესის შესახებ, პირველად მესის მამამ ხორხე მესიმ გაიგო.

ფაქტი უმალვე უარყო "სამეფო კლუბმა": "ეს ინფორმაცია სრულიად ტყუილია."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები