მესიმ გადასახადები კვლავ დამალა? - არგენტინელმა 12 მილიონი გადაიხადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მესიმ გადასახადები კვლავ დამალა? - არგენტინელმა 12 მილიონი გადაიხადა


მესიმ გადასახადები კვლავ დამალა? - არგენტინელმა 12 მილიონი გადაიხადა

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ ლიონელ მესის გადასახადების დამალავასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ ჰქონდა.

2007-2009 წლებში არგენტინელმა გადასახადები დამალა, რის გამოც მას პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასჯელი 2 წელიწადზე ნაკლები იყო, რის გამოც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას არ ითვალისწინებდა.

ამჯერად, MARCA წერს, რომ მესის მსგავსი პრობლემა 2016 წელსაც ჰქონდა, თუმცა ეს ფაქტი დაიმალა.

ცნობილია, რომ ესპანეთის საგადასახადო სასამართლო ლეოს 12 მილიონი ევროს არ გადახდაში ედავებოდა, რაც არგენტინელმა უმალვე დაფარა.

მესის არ სურდა მორიგი სკანდალი და ის 12 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები