პსჟ-ში არეულობაა - კავანის წინააღმდეგ ნეიმარი და სხვა ბრაზილიელები » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ-ში არეულობაა - კავანის წინააღმდეგ ნეიმარი და სხვა ბრაზილიელები


პსჟ-ში არეულობაა - კავანის წინააღმდეგ ნეიმარი და სხვა ბრაზილიელები

ცნობილი ფრანგული გამოცემა L'Equipe წერს, რომ "პარი სენ ჟერმენში" არეულობაა.

ამჯერად ერთმანეთს სამხრეთ ამერიკელები დაუპირისპირდნენ. ცნობილია, რომ ნეიმარი, ტიაგო სილვა და დანი ალვეში პასტორესა და ედინსონ კავანის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

გაცნობებთ, რომ არგენტინელმა და ურუგვაელმა შეკრებაზე დააგვიანეს. საახალწლო პაუზის შემდეგ, ისინი გუნდს 2 დღის დაგვიანებით შეუერთდნენ, რის გამოც ემერიმ ორივე მოკვეთა და გასული მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

როგორც ჩანს, ეს ფაქტი ნეიმარს, ტიაგო სილვასა და დანიელ ალვეშსაც არ მოეწონათ და პასტორესა და კავანის დაუპირისპირდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები