მატჩის დაწყების თარიღის გამო დორტმუნდის ფანებმა სტადიონზე მისვლაზე უარი განაცხადეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მატჩის დაწყების თარიღის გამო დორტმუნდის ფანებმა სტადიონზე მისვლაზე უარი განაცხადეს


მატჩის დაწყების თარიღის გამო დორტმუნდის ფანებმა სტადიონზე მისვლაზე უარი განაცხადეს

"დორტმუნდის" ფანების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა, იმის გამო, რომ ბუნდესლიგის შეხვედრები ორშაბათს იმართება.

26 თებერვალს, "ბორუსია" შინ "აუსბურგს" მასპინძლობს.

სოციალურ ქსელში ფანები წერენ, რომ ისინი სტადიონზე არ მივლენ და ამით, ორშაბათის შეხვედრებს პროტესტს გამოუცხადებდნენ.

აქამდე ბუნდესლიგაში ორშაბათ დღეს მატჩები არ ტარდებოდა, თუმცა წესები შეიცვალა. ეს ყველაფერი ევროპა ლიგის გამო მოხდა, რადგან გუნდები ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, კვირამდე მომზადებას ვერ ასწრებდნენ.

"დორტმუნდის" ფანებს კი ეს ფაქტი არ მოეწონათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები