ხოჭოლავა შახტარს ტოვებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ხოჭოლავა შახტარს ტოვებს?


ხოჭოლავა შახტარს ტოვებს?

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ზამთარში შესაძლოა "შახტარი" დატოვოს.

უკრაინული პრესა იტყობინება, რომ მცირე სათამაშო დროის გამო, ხოჭოლავა სხვა უკრაინულ გუნდში გადავა, თუმცა კონკრეტული კლუბი არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჩემპიონატი თებერვალში განახლდება. 24 წლის ხოჭოლავა დონეცკურ გრანდში ზაფხულში გადავიდა.

"შახტარი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშიცაა გასული, სადაც მათი მეტოქე "რომა" იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები