რიბერიმ თავის მომავალს ნათელი მოჰფინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რიბერიმ თავის მომავალს ნათელი მოჰფინა


რიბერიმ თავის მომავალს ნათელი მოჰფინა

გუშინ გამართული ბუნდესლიგის მატჩი "ლევერკუზენსა" და "ბაიერნს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ფრენკ რიბერიმ გააკეთა და თავის მომავალზე ისაუბრა. ფრანგმა შემტევმა "ლევერკუზენს" გაუტანა.

"ბაიერნში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. ამ გუნდში იქამდე დავრჩები, სანამ ეს შესაძლებელი იქნება.

როგორც წესი, კონკრეტულ მატჩებში დრიბლინგებითა და საგოლე გადაცემებით გამოვირჩევი ხოლმე, თუმცა ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც გოლს ვიტან", - აცხადებს რიბერი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები