ვან პერსი მშობლიურ კლუბში ბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვან პერსი მშობლიურ კლუბში ბრუნდება


ვან პერსი მშობლიურ კლუბში ბრუნდება

გამოცდილი ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი, მშობლიურ კლუბში დაბრუნებასთან ახლოსაა.

ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, ვან პერსიმ როტერდამის "ფეინოორდთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

მოსალოდნელია, რომ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჯოვანი ვან ბრონხოსტის გუნდს უკვე მომდევნო კვირაში შეუერთდება.

34 წლის ცენტრფორვარდი ამჟამად თურქული "ფენერბაჰჩეს" მოთამაშეა, მაგრამ მხარეები ძალიან მალე კონტრაქტს გაწყვეტენ. მიმდინარე სეზონში რობინმა მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.

ვან პერსი "ფეინოორდის" აღზრდილია და პირველ გუნდში 2001-04 წლებში ირიცხებოდა. მან 76 თამაშში 21 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები