მ'ვილა სენტ-ეტიენში გადავიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მ'ვილა სენტ-ეტიენში გადავიდა


მ'ვილა სენტ-ეტიენში გადავიდა

27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, იან მ'ვილა, საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნდა.

მ'ვილას ტრანსფერი "სენტ-ეტიენის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა და გაავრცელა, რომ ფრანგმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

მ'ვილა "მწვანეებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ანუ უფასოდ შეუერთდა, ვინაიდან ზამთარში ყაზანის "რუბინთან" მოქმედი ხელშეკრულება გაწყვიტა.

იან მ'ვილა 2009-2013 წლებში ფრანგული "რენის" ღირსებას იცავდა და ლიგა 1-ში წარმატებული თამაშის შემდეგ რუსეთის პრემიერ ლიგაში გადაბარგდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები