მანჩინი: "იტალიას კარგი თაობა ეზრდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩინი: "იტალიას კარგი თაობა ეზრდება"


მანჩინი:

გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი, რობერტო მანჩინი, რომელიც ახლა "ზენიტის" მთავარი მწვრთნელია, მიიჩნევს, რომ "სკუადრა აძურას" კარგი მომავალი აქვს.

"იტალიის ნაკრებისთვის ძლიერი ახალგაზრდა თაობა იზრდება. მე ვინ მომწონს? პელეგრინი, რომანიოლი, ბელოტი. მათ ჯერ კიდევ განვითარება სჭირდებათ.

იტალიაში ყოველ სეზონში ჩნდებიან ახალი ტალანტები, რომელთაც ახალ დონეზე გადასვლა შეუძლიათ", - განაცხადა მანჩინიმ.

იტალიის ეროვნული ნაკრები 1958 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს პირველად გამოტოვებს და ამჟამად მთავარი მწვრთნელის გარეშეა.

რობერტო მანჩინი "სკუადრა აძურას" პოტენციურ თავკაცად მოიაზრება.
ასევე იხილეთ თემაზე:
იტალიის ნაკრები რობერტო მანჩინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები