ემერი: "რანიერი მთავარი მწვრთნელის ეტალონია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ემერი: "რანიერი მთავარი მწვრთნელის ეტალონია"


ემერი:

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, გამოცდილი იტალიელი კოლეგა, კლაუდიო რანიერი, შეაქო.

"რანიერი მსოფლიოში ნებისმიერი მწვრთნელისთვის ეტალონია. მას ბევრ გუნდში აქვს ნამუშევარი, ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია და "ლესტერ სიტისთან" ერთად პრემიერ ლიგა მოიგო, რითიც ყველა გააოცა.

საფრანგეთის ჩემპიონატისთვის ასეთი სპეციალისტი - ნამდვილი პრივილეგიაა. თითოეული გუნდი, რომელსაც ის ავარჯიშებდა, ძალიან მებრძოლი იყო. "ნანტი" სერიოზული მეტოქეა", - განაცხადა ემერიმ.

პარიზული კლუბი კლაუდიო რანიერის "ნანტს" ხვალ 00:00 საათზე სტუმრად დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ უნაი ემერი კლაუდიო რანიერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები