პსჟ ზაფხულში მორიგი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ ზაფხულში მორიგი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს


პსჟ ზაფხულში მორიგი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა 2018 წლის ზაფხულში კიდევ ერთი ვარსკვლავის დამატებას აპირებს.

მიმდინარე სეზონის შემდეგ პარიზულ კლუბს ტიაგო მოტა, დიდი ალბათობით, დატოვებს. ის უკვე 35 წლის არის და მისი მოქმედი კონტრაქტიც იწურება.

ფრანგული გამოცემა "Le10Sport" კი იტყობინება, რომ "პსჟ" მოტას შემცვლელად ლონდონის "ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველის, ნ'გოლო კანტეს, მოყვანას გეგმავს.

ზემოთხსენებული პრესის ინფორმაციით, პარიზელთა სპორტული დირექტორი, ანტერო ენრიკე, 26 წლის ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენელს უკვე შეხვდა და ესაუბრა.

ნ'გოლო კანტე "არისტოკრატების" ღირსებას 2016 წლის ზაფხულიდან იცავს და გუნდის წამყვანი ფიგურაა. მისი მოქმედი კონტრაქტი "ჩელსისთან" 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები