MARCA: რეალს ვილიარეალთან 2 პენალტი არ დაუნიშნეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

MARCA: რეალს ვილიარეალთან 2 პენალტი არ დაუნიშნეს


MARCA: რეალს ვილიარეალთან 2 პენალტი არ დაუნიშნეს

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ დღევანდელ შეხვედრაში არბიტრს "რეალის" სასარგებლოდ 2 პენალტი უნდა დაენიშნა.

ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩში "სამეფო კლუბმა" "ვილიარეალი" მიიღო და 0:1 დამარცხდა.

36-ე წუთზე გარეტ ბეილის დარტყმის შემდეგ, საჯარიმოში ბურთი ალვარო გონსალესს ხელზე მოხვდა, თუმცა ალბერტო უნდიანომ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

ასევე, პირველი ნახევრის ბოლოს საჯარიმოში კრიშტიანუ რონალდუ წააქციეს, რაზეც MARCA წერს, რომ თამაშის წესები დაირღვა.

ასევე, იხილეთ: VIDEO: რეალს გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაუტანეს?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები