კოული: "სანჩესი მანჩესტერისთვის დიდებული ტრანსფერი იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კოული: "სანჩესი მანჩესტერისთვის დიდებული ტრანსფერი იქნება"


კოული:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ენდი კოულმა ალექსის სანჩესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

ჩილელი იანვარში, ან ზაფხულში ლონდონურ კლუბს დატოვებს და მისით "იუნაიტედი" და "სიტი" არიან დაინტერესებულები.

"თუ, "მანჩესტერი" ალექსის სანჩესს დაიმატებს, ეს კლუბისთვის დიდებული ტრანსფერი იქნება.

ყველამ კარგად ვიცით, თუ რა გააკეთა ჩილელმა "არსენალში", "ბარსელონასა" და "უდინეზეში". უნდა დავაფასოთ მისი შესაძლებლობები", - განაცხადა კოულმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები