ლივერპული - მანჩესტერი სიტი: მფრინავი სიტი "ენფილდის ჯადოს" წინააღმდეგ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლივერპული - მანჩესტერი სიტი: მფრინავი სიტი "ენფილდის ჯადოს" წინააღმდეგ


ლივერპული - მანჩესტერი სიტი: მფრინავი სიტი

დღეს ინგლისში ამ უქმეების მთავარი თამაში იმართება - "ენფილდზე" იურგენ კლოპის "ლივერპული" ფანტასტიკურ ფორმაში მყოფ "მანჩესტერ სიტის" შეხვდება.

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XXIII ტური
დაწყების დრო: 20:00 საათი
სტადიონი:: "ენფილდი", ლივერპული
მთავარი მსაჯი:: ანდრე მარინერი


სექტემბერში "ეტიჰადზე" განცდილი სამარცხვინო მარცხის (0:5) გამო დღეს "ლივერპული" რევანშის აღებას ეცდება - იურგენ კლოპის გუნდმა ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 4 თამაში მოიგო და ეცდება, რომ წარმატებული სერია გააგრძელოს.

მოჰამედ სალაჰი გოლების გატანასა და ქომაგების მონუსხვას აგრძელებს, მას კი სადიო მანე და რობერტო ფირმინიო ჩინებულად ეხმარებიან. სამწუხაროდ, გუნდი ფილიპე კოუტინიომ, დატოვა, მაგრამ ეს ისედაც გარდაუვალი იყო.

ლივერპული - მანჩესტერი სიტი: მფრინავი სიტი "ენფილდის ჯადოს" წინააღმდეგ

სამაგიეროდ, დღევანდელ შეხვედრაში პრემიერ ლიგის ეგიდით ვირჯილ ვან დეიკის დებიუტი შედგება, რომელმაც ზოგადი დებიუტი ლიგის თასზე "ევერტონთან" გამარჯვების გოლით აღნიშნა.

პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" ჯერჯერობით კვლავ შეუჩერებელია და ინგლისში ქვას ქვაზე არ ტოვებს. ბოლო ორი მატჩი "ცისფრებმა", შესაბამისად, ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასზე, იასპარეზეს და ორივე ტურნირზე გააგრძელეს გზა.

მანჩესტერული კლუბი საკუთარ მოედანზე "ბარნლისთანაც" (4:1) და "ბრისტოლ სიტისთანაც" (2:1) აგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმარჯვა და ძლიერი ხასიათიც გამოავლინა.

ლივერპული - მანჩესტერი სიტი: მფრინავი სიტი "ენფილდის ჯადოს" წინააღმდეგ

"სიტი" ინგლისის პრემიერ ლიგაში დამაჯერებელი, 15 ქულიანი უპირატესობით, ლიდერობს და რეკორდს რეკორდზე ხსნის. ახლა კი გვარდიოლას გუნდს 2018 წლის პირველი, ძალიან სერიოზული, გამოცდა ელის და ვნახოთ ასეთ საოცარ ფორმაში მყოფი "სიტი" მაინც თუ მოიპოვებს გამარჯვებას "ენფილდზე".

სავარაუდო შემადგენლობები

"ლივერპულს" მთავარი მოთამაშე, მოჰამედ სალაჰი, უბრუნდება, რომელსაც ბოლო პერიოდში კუნთის პრობლემები ჰქონდა. ჯორდან ჰენდერსონი და ალბერტო მორენო კი კვლავ ლაზარეთში არიან.

"მანჩესტერ სიტის" კაპიტანი ვინსენ კომპანი და ახლახანს დამტვრეული გაბრიელ ჟეზუსი ვერ დაეხმარებიან.

ლივერპული: მინოლე; ალექსანდრ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი, ჩანი, ვიინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე.

მანჩესტერ სიტი: ედერსონი; უოლქერი, სტოუნსი, ოტამენდი, დელფი; დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა; სტერლინგი, აგუერო, სანე.

საინტერესო ფაქტები

"ლივერპულს" ინგლისის პრემიერ ლიგაში 13 მატჩიანი დაუმარცხებელი საშინაო სერია (7 მოგება, 6 ფრე) აქვს და ამ პერიოდში მხოლოდ 4 ბურთი გაუშვა, კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა.

"წითლებს" პრემიერ ლიგაში ზედიზედ ოთხი მატჩი 2016 წლის დეკემბრის შემდეგ არ მოუგიათ - მაშინ "ლივერპულმა" მეოთხე შეხვედრა საკუთარ მოედანზე სწორედ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მოიგო (1:0).

პეპ გვარდიოლას წინააღმდეგ ყველაზე მეტი გამარჯვება, ჟოზე მოურინიოსთან ერთად, "ლივერპულის" თავკაც იურგენ კლოპს აქვს მოპოვებული - 4.

ლივერპული - მანჩესტერი სიტი: მფრინავი სიტი "ენფილდის ჯადოს" წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც "ლივერპული" 2015 წლის ოქტომბერში იურგენ კლოპმა ჩაიბარა, "წითლებმა" "დიდი ექვსეულის" გუნდებს შორის გამართულ თამაშებში ყველაზე მეტი ქულა (39) მოიპოვეს, ყველაზე მეტი მატჩი მოიგეს (9), ყველაზე ცოტა წააგეს (3) და ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს (40).

სალაჰმა პრემიერ ლიგის საწყის 21 თამაშში 22 გოლში მიიღო მონაწილეობა (17 გოლი, 5 ასისტი). პრემიერ ლიგის ისტორიაში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ორ მოთამაშეს ჰქონდა: ენდრიუ კოულს "ნიუკასლში" და დუაით იორკს "მანჩესტერ იუნაიტედში" (ორივე 23).

"ლივერპულს" შინ "მანჩესტერ სიტისთან" 14 მატჩიანი წაუგებელი სერია (10 მოგება, 4 ფრე) აქვს, ხოლო ბოლო 4 თამაში მოიგო.

"მანჩესტერ სიტის" პრემიერ ლიგის ერთ სეზონში "ლივერპული" ორჯერ 80 წლის განმავლობაში არ დაუმარცხებია. ამ გუნდების პირველი წრის თამაში "ეტიჰადზე" პეპ გვარდიოლას გუნდმა 5:0 მოიგო.

ლივერპული - მანჩესტერი სიტი: მფრინავი სიტი "ენფილდის ჯადოს" წინააღმდეგ

სერხიო აგუეროს "მანჩესტერ სიტის" მაისურით "ლივერპულის" კარში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 11 მატჩში 6 ბურთი. თუმცა "ენფილდზე" ჩატარებულ 5 თამაშში ვერცერთხელ ვერ გამოიჩინა თავი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები