არდა თურანი ბარსელონაზე: "ეს გიჟური ოცნება იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არდა თურანი ბარსელონაზე: "ეს გიჟური ოცნება იყო"


არდა თურანი ბარსელონაზე:

არდა თურანმა არენდით "ბარსელონა" დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

თურქმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

"ოცნებები მაგიით არ ხდება, ამისთვის მძიმე შრომაა საჭირო. "ბარსელონაში" მოხვედრა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გიჟური ოცნება იყო.

ყოველთვის ვიამაყებ ჩემით, რომ ამ კლუბში მოვხვდი, თუმცა დროებით განშორებაა საჭირო.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანაგუნდელს, იმისთვის რომ მოედანზე მეხმარებოდნენ. მათთან ერთად თამაში დიდი პრივილეგია იყო", - განაცხადა თურანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები