კროოსი: "ფეხბურთის აზრზე არ ხართ, ვინც ფიქრობთ, რომ ცუდად ვითამაშეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კროოსი: "ფეხბურთის აზრზე არ ხართ, ვინც ფიქრობთ, რომ ცუდად ვითამაშეთ"


კროოსი:

გუშინ გაიმართა ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩი მადრიდის "რეალსა" და "ვილიარეალს" შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ სოციალური ქსელით კომენტარი სამეფო კლუბის ნახევარმცველმა ტონი კროოსმა გააკეთა.

"მართალია, რომ ჩვენთვის და "რეალის" ყველა ქომაგისთვის რთული პერიოდია. თუმცა ყველა, ვინც ამბობს, რომ ჩვენ დღეს ცუდად ვითამაშეთ, ფეხბურთის აზრზე არ არის.

გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და ასე უნდა გავაგრძელოთ. ამ სეზონში მოსაგები კიდევ ბევრი დარჩა", - წერს კროოსი.

ამჟამად "რეალი" სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს და ლიდერ "ბარსელონას" 16 ქულით ჩამორჩება.

კროოსი: "ფეხბურთის აზრზე არ ხართ, ვინც ფიქრობთ, რომ ცუდად ვითამაშეთ"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები