დიდი მატჩი თბილისში: ქართველი მორაგბეები 6 ერის გუნდს უმასპინძლებენ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიდი მატჩი თბილისში: ქართველი მორაგბეები 6 ერის გუნდს უმასპინძლებენ?


დიდი მატჩი თბილისში: ქართველი მორაგბეები 6 ერის გუნდს უმასპინძლებენ?

ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ 2019 წლის ზაფხულში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 6 ერის გუნდს დაუპირისპირდება.

ბორჯღ​ალოსნები თბილისში შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, თუმცა მატჩი ჯერ ოფიციალურად დაგეგმილი არ არის.

ამავე წყაროს ცნობით, ეს იქნება მოსამზადებელი მატჩი მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ბოლო დაპირისპირება 2016 წელს, კილმარნოკში შედგა და ბრიტანელების მარტივი გამარჯვებით 43:16 დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები