კეინმა პრემიერ ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კეინმა პრემიერ ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა


კეინმა პრემიერ ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

"ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი შეუჩერებელია. ინგლისელმა ფორვარდმა "ევერტონთანაც" გაიბრწყინა და დუბლი გაიფორმა.

კეინმა პრემიერ ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა და "ტოტენჰემის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

აქამდე, პრემიერ ლიგაში "ტოტენჰემის" მაისურით ყველაზე მეტი გოლი შერინგემს ჰქონდა გატანილი (97), კეინმა კი "ევერტონთან" თავისი 98-ე გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 23-ე ტურის მატჩი "ტოტენჰემსა" და "ევერტონს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები