კლოპი: "სიტისთან უნდა გავაკეთოთ ის, რაც აქამდე ვერცერთმა გუნდმა ვერ გააკეთა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპი: "სიტისთან უნდა გავაკეთოთ ის, რაც აქამდე ვერცერთმა გუნდმა ვერ გააკეთა"


კლოპი:

ინგლისის პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის შედგება.

მატჩის წინ კომენტარი მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"მანჩესტერ სიტი წელს ფანტასტიურად თამაშობს. მათ აქვს თავდაჯერებულობა და აკეთებენ იმას, რაც მიზნად აქვთ დასახული.

ისიც უნდა ითქვას, რომ გუნდს ყველა პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშე ჰყავს და ყველა მათგანი ნამდვილი პროფესიონალია.

თუმცა სიტი დაუმარცხებელი ნამდვილად არაა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც აქამდე ვერცერთმა გუნდმა ვერ გააკეთა", - აცხადებს კლოპი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები