ვან დეიკმა შესაძლოა სიტისთან თამაში გამოტოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვან დეიკმა შესაძლოა სიტისთან თამაში გამოტოვოს


ვან დეიკმა შესაძლოა სიტისთან თამაში გამოტოვოს

"ლივერპულის" ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დეიკი, დიდი ალბათობით, "მანჩესტერ სიტისთან" დღევანდელ თამაშს გამოტოვებს.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, 23 წლის ჰოლანდიელს, რომელიც "წითლებმა" იანვარში "საუთჰემპტონიდან" 75 მილიონ გირვანქად შეიძინეს, კუნთის პრობლემები აქვს.

მოსალოდნელია, რომ ვან დეიკის არყოფნაში მერსესაიდული გრანდის დაცვის ცენტრში კვლავ ჟოელ მატიპი და დეიან ლოვრენი იმოქმედებენ.

ვან დეიკმა სადებიუტო შეხვედრა ინგლისის ასოციაციის თასზე "ევერტონის" წინააღმდეგ (2:1) ბოლო წუთებზე გატანილი გამარჯვების მომტანი გოლით აღნიშნა.

"ლივერპული" მანჩესტერულ კლუბს საკუთარ მოედანზე დღეს საღამოს, ჩვენი დროით 20:00 საათზე, დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლივერპული ვირჯილ ვან დეიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები