Goal.Ge

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?


როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

კოუტინიო პირველად კატალონიაში 2012 წელს მოხვდა. იმ პერიოდში ბრაზილიელი შემტევი ჯერ კიდევ იმედის მომცემ ახალგაზრდად ითვლებოდა. "ინტერის" თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ ფილიპე სათამაშო პრაქტიკისთვის "ესპანიოლში" გაუშვა იჯარით.

2008 წელს "ნერიაძურიმ" ნიჭიერი მოზარდი 4 მილიონად შეიძინა. როგორც დამწყებ მოთამაშეთა უმეტესობას, კოუტინიოსაც გაუჭირდა "ინტერში" ადაპტირება. მილანურმა კლუბმა კიდევ ერთხელ განამტკიცა თავისი მეტსახელი - "ტალანტების სასაფლაო". მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რობერტო კარლოსი, რომელსაც "შავ-ლურჯების" იმდროინდელი თავკაცი როი ჰოჯსონი ვინგერად ათამაშებდა და არა მარცხენა მცველად. ამის გამო კარლოსს "ინტერის" დატოვება და "რეალში" გადასვლა მოუწია, სადაც ის გახდა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. დღეს კოუტინიოც დაახლოებით იგივე მარშრუტით მგზავრობს მწვერვალზე ასასვლელად.

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

ფილიპე 19 წლის იყო, როდესაც ის "ესპანიოლში" გადმოვიდა. სეზონის პირველი ნახევარი უკვე განვლილი იყო, დარჩენილ 16 შეხვედრაში კი კოუტინიომ პირველად გაიბრწყინა ევროპაში. ბრაზილიელმა შემტევმა "თუთიყუშების" რიგებში 5 გოლი გაიტანა, მათ შორის იყო ერთი ეფექტური ჯარიმა რონალდინიოს სტილში. მოგვიანებით კოუტინიო ამ პატარა ჯადოქრობას "ლივერპულშიც" გაიმეორებს არაერთხელ.



სამწუხაროდ ბრაზილიელის გაბრწყინებამ გუნდურ წარმატებაზე ვერ იმოქმედა. "ესპანიოლს" ჰქონდა ძალიან კარგი სეზონის პირველი ნახევარი, კატალონიელები მაღალ პოზიციებს იკავებდნენ ლა ლიგაში, თუმცა ზამთარში დაიწყო ჩავარდნა, რის შედეგადაც "თუთიყუშებმა" მე-14 ადგილზე დაასრულეს ჩემპიონატი. კოუტინიოს ჩატარებული 16 შეხვედრიდან "ესპანიოლმა" მხოლოდ ორ მატჩში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

წარუმატებლობის მიუხედავად, ფილიპემ ბარსელონურ კლუბში იპოვა ის, რაც არ არსებობდა მისთვის "ინტერში", საუბარია მწვრთნელის ნდობაზე. კოუტინიოს ევროპულ კარიერაში პირველი დამრიგებელი, რომელმაც ბრაზილიელის ნიჭი სრულფასოვნად დაინახა იყო მაურისიო პოჩეტინო. "ტოტენჰემის" ამჟამინდელ თავკაცს თავიდანვე ძალიან მოეწონა ფილიპე, არგენტინელი ყოველთვის განსაკუთრებულად ექცეოდა მას.

ეს კი ნიშნავდა იმას რომ, არგენტინელი ორმაგად უფრო მომთხოვნი იყო კოუტინიოს მიმართ. პოჩეტინომ ასწავლა ბრაზილიელს თუ რა იყო მოედანზე სრულად დახარჯვა. ამის გარდა მაურისიოს ხელში დაიხვეწა ფილიპეს სათამაშო სტილიც. ბრაზილიური საფირმო ჟონგლიორობა ზომიერების ფარგლებს აღარ სცდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კოუტინიო უახლოვდებოდა უფრო რონალდინიოს ვიდრე რობინიოს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე პოჩეტინო რონის თანაგუნდელი იყო "პსჟ"-ში.

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

ის თუ რა პოზიციაზე იყო კოუტინიო ყველაზე სასარგებლო არ იცოდნენ "ინტერში". "ნერიაძურიში" ფილიპეს უყურებდნენ როგორც ერთბაშად რონალდოსა და ადრიანოს მემკვიდრეს და სნეიდერის შემცვლელს, თუმცა როგორც ასეთი ბრაზილიელი არც კლასიკური 9-იანი იყო და არც 10-იანი. პოჩეტინომ თავისი შეგირდი შეტევის მარცხენა ფლანგზე გაამწესა და კრეატიულობის მხრივ არგენტინელმა მას სრული თავისუფლება მისცა. საინტერესო ფაქტი: კოუტინიოს პარტნიორი "ესპანიოლის" შეტევაში იყო ჩვენი ნაკრების თავკაცის ვლადიმერ ვაისის შვილი ვლადიმერ ვაის უმცროსი.

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

ფილიპეს ძალიან მოსწონდა ბარსელონური ცხოვრება. მზე, მუდამ მოწმენდილი ცა და ცოცხალი ქალაქი. ეს ყველაფერი კოუტინიოს სამშობლოს აგონებდა, რომელიც ბრაზილიელს ძალიან ენატრებოდა. ფილიპე 16 წლის იყო, როდესაც ის ევროპაში გადმობარგდა. კოუტინიოს მუდამ ჰქონდა იმის შეგრძნება, რომ მომავალში ის აუცილებლად მოვიდოდა კვლავ ამ გარემოში.

2012 წლის ზაფხულში კოუტინიო დაბრუნდა "ინტერში", თუმცა ამით არც ფეხბურთელის და არც გუნდის მდგომარეობა არ შეცვლილა. ბრაზილიელს კვლავ უჭირდა ადაპტირება, ყველაფერს ტრავმებიც ემატებოდა, "ნერიაძური" კი იმ ჭაობისკენ მიექანებოდა, საიდანაც ჯერ კიდევ ვერ ამოვიდა. მილანურ კლუბში გატარებული 3 სეზონის განმავლობაში, კოუტინიომ 6 ახალი მწვრთნელი იხილა. ჯამში კი 47 ჩატარებული მატჩი, 5 გატანილი გოლი და 8,5 მილიონ ფუნტად "ლივერპულში" გაყიდვა.

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

რა ხდებოდა "ენფილდზე" ყველამ კარგად ვიცით. კოუტინიო პრემიერ ლიგისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ბრაზილიელი რეგულარულად დგამდა მინი-სპექტაკლებს ყველაზე რთულ ლიგაში. ფილიპეს ტრანსფერამდე არსებობდა სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც სამხრეთ ამერიკელი ტექნიკური ფეხბურთელები ვერ თამაშობდნენ ალბიონზე, მათი სამყარო სერია ა-ში იყო. კოუტინიომ კი ეს მოსაზრება თავდაყირა დააყენა.

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

ბრაზილიელი 10-იანის პარტნიორი "ლივერპულში" ლუის სუარესი იყო. სამხრეთ ამერიკელების ხელში "წითლებს" ჰყავდათ პრემიერ ლიგის ყველაზე მრისხანე შეტევა, განსაკუთრებით ეს 2013-2014 წლის სეზონში ჩანდა, მერსისაიდულ კლუბს სულ ცოტა დააკლდა ნანატრ ჩემპიონობამდე. 2018 წელს კოუტინიოსა და სუარესის თანამშრომლობა აღდგა, ვნახოთ რას მოუტანს ეს ყველაფერი "ბარსელონას".


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბარსელონა - სევილია: ლიდერების ჯახი კამპ ნოუზე

8 სათამაშო კვირის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგაში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა. მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება.

გუშინ, 22:20

სახლში დაბრუნება: მოურინიო ყოფილი გუნდის შეჩერებას ეცდება

სანაკრებო შესვენების შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგა სუპერ-შეხვედრით ბრუნდება - "სტემფორდ ბრიჯზე" ერთმანეთს ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" უპირისპირდებიან.

გუშინ, 21:47

მორიგი ბრალდება - ბენზემას ბრალი ადამიანის მოტაცებაში ედება

აგენტმა, ლეო დ'სოუზამ, პოლიციაში მადრიდის "რეალის" ფორვარდის, კარიმ ბენზემას, წინააღმდეგ, სარჩელი შეიტანა.

გუშინ, 19:52

"ოპერაზე ყოველდღე სიარული მართლა გსურთ?" - კლოპმა განმართა, თუ რატომ უწოდა ერთა ლიგას უაზრო ტურნირი

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ერთა ლიგის კრიტიკა განმარტა.

გუშინ, 19:36

ბარსელონას და ნეიმარის კონფლიქტი გრძელდება - ფეხბურთელი 26 მილიონს ითხოვს, კლუბი - 75

"პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდის, ნეიმარის, სასამართლო დაპირისპირება მის ყოფილ კლუბთან, "ბარსელონასთან", გრძელდება.

გუშინ, 19:17

კონკურენტების ბრძოლა: ჩიხურამ დილას მოუგო და ერთბაშად ორ გუნდს გადაასწრო [გოლები]

ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი საჩხერეში, ადგილობრივ "ჩიხურასა" და გორის "დილას" შორის შედგა.

გუშინ, 19:08

"აარონ რემზი არსენალს იანვარში დატოვებს?" - უნაი ემერის პასუხი

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, უელსელი ნახევარმცველი, აარონ რემზი, გუნდს იანვარში დატოვებს.

გუშინ, 18:57

დუდა სანაძე ახალ გუნდში გადავიდა

დუდა სანაძე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს ხელშეკრულება “გიპუზკოა ბასკეტმა” გაუფორმა, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს.

გუშინ, 18:43

"კონორი კოკაინზე შეჯდა, ხაბიბი კი ცხვრებს აუპატიურებს" - ტრეშტოკის ახალი მეფე

"მაკგრეგორმა დაკარგა ფორმა. ის იყნოსავს კოკაინს და დიდ დროს ატარებს მეძავებთან. კონორი არის კოქსისგან გაბრუებული ლეპრეკონი,

გუშინ, 18:39

რორი მაკელროი: "წარსულში, როი კინი ჩემი კუმირი იყო, მაგრამ, სწორედ ამის შემდეგ, მას ვეღარ ვიტან"

ცნობილმა ჩრდილო ირლანდიელმა გოლფისტმა, რორი მაკილროიმ, თავის ყოფილ საფეხბურთო კუმირზე ისაუბრა.

გუშინ, 18:38

ჰიონესი: "ბერნატი რატომ გავყიდეთ? მან საკუთარი ხელით კინაღამ ჩემპიონთა ლიგიდან გამოგვაგდო"

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, დაასახელა მიზეზი, რის გამოც, გუნდმა განაპირა მცველი, ხუან ბერნატი, "პსჟ-ში" გაყიდა.

გუშინ, 18:25

მომავალი წლიდან, უიმბლდონზე მნიშვნელოვანი ცვლილება დაინერგება

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის და ოთხიდან ერთ-ერთი გრენდ სლემის, "უიმბლდონის" ორგანიზატორებმა, მომავალი სეზონიდან მატჩების ფორმატში ცვლილებები დაანონსეს.

გუშინ, 18:08

პელე - ნეიმარს: "მიდი და გოლებშიც გადამასწარი!"

არგენტინასთან ამხანაგურ შეხვედრაში, ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში 92-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით პელეს გადაუსწრო.

გუშინ, 18:01

"11 წლის წინ ამ ქალბატონს ვეჩხუბე" - მეივეზერმა დე ლა ჰოიას შეურაცხყოფა მიაყენა

კრივის ხუთი წონითი კატეგორიის ექს-მსოფლიო ჩემპიონმა, ფლოიდ მეივეზერმა, ოსკარ დე ლა ჰოიასთან გამართული 11 წლის წინანდელი ბრძოლა გაიხსენა.

გუშინ, 17:52

ჟოზე: "ვაპირებ თუ არა გიჟივით აღნიშვნას, თუ ჩემი გუნდი სტემფორდ ბრიჯზე გოლს გაიტანს ან გაიმარჯვებს?"

ჟოზე მოურინიომ "ჩელსისთან" მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:40

რა უთხრა ალვეშმა ბუფონს რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშის შემდეგ, საშხაპეში?

"პსჟ"-ს გოლკიპერმა თქვა, რომ ცოტა ხნის წინ, გუნდის მცველ დანი ალვეშთან საჩემპიონო ტიტულების თაობაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:31

ბარსელონას კულიბალის შეძენა უნდა, ნაპოლიმ მცველს ფასი დაადო

"ბარსელონა" "ნაპოლის" მცველის, კალიდუ კულიბალის შეძენითაა დაინტერესებული.

გუშინ, 17:21

რატომ თამაშობს ნეიმარი 10-ნომრიანი მაისურით? - საინტერესო ისტორია

"პსჟ"-სა და ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა, ნეიმარმა საკმაოდ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:05

"სხვა კლუბები შედარებით დიდ ხელფასს მთავაზობდნენ", - იმობილემ ლაციოში დარჩენის მიზეზზე ისაუბრა

ოქტომბრის თვის დასაწყისში ჩირო იმობილემ "ლაციოსთან" ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

გუშინ, 16:55

ბუფონს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუვენტუსთან შეხვედრა არ უნდა

"პსჟ" მიმდინარე სეზონში, როგორც გასულ წლებში, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევას ეცდება.

გუშინ, 16:49

10 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც მოგვიანებით საშინელ მწვრთნელად იქცა

ხშირია შემთხვევა, როდესაც წარსულში ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი ტოპ-მენეჯერი ხდება (მოურინიო, ფერგიუსონი, ალეგრი და ა.შ.).

გუშინ, 16:44

მორატას მომავალი გადაწყვეტილია?!

მიმდინარე სეზონში ესპანელმა ლონდონური კლუბის მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამი გოლი გაიტანა.

გუშინ, 16:43

ლუკას ვასკესი რეალში ნეიმარის შესაძლო გადასვლას ეხმაურება

მადრიდელთა ნახევარმცველმა კლუბში ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

გუშინ, 16:12

ალექსის სანჩესმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

მოგეხსენებათ, თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი "მანჩესტერ იუნაიტედში" ამა წლის იანვარში გადავიდა.

გუშინ, 16:05

ორი გრანდი, სადაც შესაძლოა კანტე ვიხილოთ

"ჩელსის" ნახევარმცველი მზადაა ლონდონი მხოლპდ ორი კლუბის გამო დატოვოს.

გუშინ, 15:59

"მშვიდად ვარ", - ლოპეტეგი რეალის ბოლოდროინდელ შედეგებზე

მოგეხსენებათ, მადრიდელები ზედიზედ ოთხი შეხვედრაა გოლს ვერ იტანენ.

გუშინ, 15:51

საინტერესო ფაქტი: ესპანეთის თასზე რეალის მეტოქე აფრიკული კლუბი იქნება!

დღეს ესპანეთის თასის 1/16 ფინალის კენჭისყრა გაიმართა.

გუშინ, 15:41

მალკომი პრემიერ ლიგაში? - ბარსელონას 50 მლნ ევროს სთავაზობენ

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მალკომმა შესაძლოა კატალონიური გრანდი დატოვოს.

გუშინ, 15:14

არგენტინის ნაკრებს პოჩეტინო ჩაიბარებს? - მწვრთნელმა ყველაფერს ფარდა ახადა

მოგეხსენებათ, "ალბისელესტეს" დროებით სათავეში ლიონელ სკალონი უდგას.

გუშინ, 15:09

ფრანგმა ტალანტმა დაასახელა ის სამი გრანდი, სადაც თამაშზეც ოცნებობს

"ლიონის" თავდამსხმელი, მაქსველ კორნე აცხადებს, რომ მომავალში ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გადასვლა უნდა.

გუშინ, 15:01

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები