Goal.Ge

"დავნებდი", - რატომ მოიკლა თავი ბარსელონასა და გერმანიის ნაკრების მეკარემ?



1993 წელს ჩვენთვის კარგად ნაცნობ "კარლ ცაისის" იუნიორთა გუნდმა გერმანიის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწია, სადაც დორტმუნდის "ბორუსიასთან" დამარცხდა. იენური გუნდის კარებს რობერტ ენკე იცავდა. მოგვიანებით გერმანელმა კიპერმა გაიბრწყინა ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგაც. "Kicker"-მა ენკე ახალი თაობის მთავარ იმედად და გმირად შერაცხა.

ერთი წლის შემდეგ, რობერტი მორიგ ასაკობრივ ნაკრებში გადაიყვანეს. სადებიუტო შეხვედრის წინ ის ძალიან ნერვიულობდა. "მამა, ხომ არ გაბრაზდები თუ ფეხბურთს თავს დავანებებ? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მალე სამყაროს აღსასრული დადგება," - ეს სიტყვები უთხრა მატჩამდე რობერტმა თავის მამას დირკს.

"დავნებდი", - რატომ მოიკლა თავი ბარსელონასა და გერმანიის ნაკრების მეკარემ?

დირკი ფსიქოთერაპევტად მუშაობდა, ამიტომ ის მალე მიხვდა შვილის წუხილის მიზეზს. რობერტს ბავშვობიდან თან სდევდა შეცდომის დაშვების შიში, რომლის დროებით დაძლევაში ენკეს დაეხმარა მისი მომავალი მეუღლე ტერეზა. რობერტმა მოიკრიბა ძალები და "კარლ ცაისის" მთავარ გუნდში დაიმკვიდრა ადგილი, რომელთან ერთადაც გერმანელი იმ დროს მეორე ბუნდესლიგაში გამოდიოდა.



დებიუტი წარმატებული გამოდგა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ, ენკემ შეცდომა დაუშვა - რობერტს ხელებს შორის გაუძვრა ბურთი, რის შემდეგაც ის კარებში შეგორდა. "ლევერკუზენის" მომავალი ვარსკვლავის ბერნდ შნაიდერის წყალობით "კარლ ცაისმა" ის მატჩი 3:1 მოიგო და მეკარის შეცდომა ყველას დაავიწყდა, გარდა თავად ენკესი. რობერტი ოთახში მარტოდ იკეტებოდა და არავის ესაუბრებოდა, შემდეგ ტურში კი შეხევდრის მე-3 წუთზე ენკემ კიდევ ერთი დასანანი გოლი გაუშვა, რის შემდეგაც ის "კარლ ცაისის" კარში აღარ ჩამდგარა.

"დავნებდი", - რატომ მოიკლა თავი ბარსელონასა და გერმანიის ნაკრების მეკარემ?

ახალგაზრდა კიპერი უგუნდოდ იყო იმ დრომდე, სანამ მის ცხოვრებაში ნორბერტ პფლიპენი არ გამოჩნდა. გერმანელმა თავის დროზე გიუნტერის ტრანსფერი გაჩარხა "რეალში" და მათეუსი მოაწყო "ინტერში". სწორედ ნორბერტის დამსახურებით აღმოჩნდა ენკე "გლადბახში". იმ დროს გუნდის ძირითადმა მეკარემ უვე კამპსმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, ამიტომ ადგილი კარებში ვაკანტური იყო.

"გლადბახმა" გაანადგურა "შალკე", თუმცა მოგვიანებით 8-ჯერ დამარცხდა და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე დაეშვა. "ბორუსიას" შემდეგი მეტოქე "ლევერკუზენი" იყო, "ბაიერმა" 8-ჯერ აიღო ენკეს კარი, ერთი კვირის მერე კი "ვოლფსბურგმა" 7 გოლი გაუტანა "გლადბახს". გერმანელი კიპერი ახალ წელს საავადმყოფოს პალატაში შეხვდა, რადგან ერთ დღეს მას ალერგია დაემართა. კლინიკაში ენკეს ყველა სცნობდა, ექიმები ხუმრობდნენ: "ეს ის მეკარეა, ერთ კვირაში რომ 15 ბურთი გაუშვა,"

"დავნებდი", - რატომ მოიკლა თავი ბარსელონასა და გერმანიის ნაკრების მეკარემ?

გამოჯანმრთელების შემდეგ, რობერტი დაბრუნდა "გლადბახის" კარში, მაგრამ "ბორუსია" მაინც ვერ დაიძრა ბოლო ადგილიდან, რის შემდეგაც სეზონის ბოლოს ენკემ არ ისურვა კონტრაქტის გახანგრძლივება და "ბენფიკაში" გადავიდა. ლისაბონურ კლუბში მას იუპ ჰაინკესმა დაუძახა. როდესაც ენკე პორტუგალიაში დაეშვა, გერმანელს პანიკური შეტევა დაემართა: "აქ ვერ გავჩერდები, როგორ უნდა ვიცხოვრო უცხო ქვეყანაში?" - გაიძახოდა ის, აგენტმა პფლიპენმა მალევე მოიყვანა რობერტი აზრზე.

ჰაინკესმა შეამჩნია ენკეს უცნაური ხასიათი, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით მან კიდევ ერთი მეკარე დაიმატა - არგენტინელი კარლოს ბოსიო. ამის მიუხედავად, გერმანელი მწვრთნელი ყველანაირად ცდილობდა რობერტის დახმარებას: "ვიცი, რომ რთულია 21 წლის ასაკში სამშობლოს დატოვება, მაგრამ იცოდე აქ მოგიყვანე მე და შესაბამისად ყველანაირად დაგიდგები გვერდში,"

"დავნებდი", - რატომ მოიკლა თავი ბარსელონასა და გერმანიის ნაკრების მეკარემ?

ესეთი მიდგომით ენკე მალე გაშინაურდა პორტუგალიაში, მან ენაც კი ისწავლა. თავდაჯერებულობა გერმანელის თამაშზეც აისახა, თუმცა მოგვიანებით რობერტმა "სელტასგან" 7 გოლი გაუშვა და მას კვლავ მოუწია ყველაფრის თავიდან დაწყება.

"პორტუგალიაში ხალხი სტადიონზე არ დადის, ეზარებათ, მაგრამ როდესაც საქმე გაკრიტიკებას ეხება, აეროპორტში შუაღამეს შენს წინაშე 3 ათასი ფანი წარსდგება," - იხსენებდა გერმანელი.

"დავნებდი", - რატომ მოიკლა თავი ბარსელონასა და გერმანიის ნაკრების მეკარემ?

ჰაინკესს "სელტასგან" მარცხი პოსტიდან გათავისუფლებად დაუჯდა. გერმანელი სპეციალისტი შეცვალა იმ დროს ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობმა 37 წლის ჟოზე მოურინიომ. პორტუგალიელის ხელში "არწივებმა" მოიგეს ზედიზედ 5 მატჩი, მათ შორის იყო "სპორტინგის" განადგურებაც, მაგრამ "ბენფიკას" ხელმძღვანელობამ რატომღაც აღარ გაუხანგრძლივა მოურინიოს 4-თვიანი ხელშეკრულება. ჟოზემ დამშვიდოდებისას იტირა, ენკემ კი ის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა, ვისთანაც ოდესმე უმუშავია.

"დავნებდი", - რატომ მოიკლა თავი ბარსელონასა და გერმანიის ნაკრების მეკარემ?

2001 წელს გერმანელს ეპატიჟებოდა სერ ალექს ფერგიუსონი, თუმცა შოტლანდიელი მხოლოდ ფაბიენ ბარტეზის დუბლიორად ხედავდა ენკეს, ამიტომ რობერტი "ბენფიკაში" დარჩა და მოგვიანებით "არწივების" კაპიტანიც გახდა. იმ დროს მეკარეს ეძებდა "ბარსელონაც", რადგან პეპე რეინა და რობერტო ბონანო ძალიან არადამაჯერებლად ასპარეზობდნენ. კატალონიურ კლუბს ენკეს შეძენა ურჩია მათთვის კარგად ნაცნობმა ჟოზე მოურინიომ.

"ის არ ჰგავს ოლივერ კანსა და ანდრეას კიოპკეს, ენკე სხვანაირი კიპერია. რობერტი შეუდარებელია როგორც კარის ხაზზე, ისე გამოსვლების დროსაც. მე "პორტოში" მინდოდა მისი წაყვანა, მაგრამ ხელმძღვანელობამ არ ისურვა მეკარეში ზედმეტი ფულის გადახდა," - ეუბნებოდა მოურინიო "ბარსას" სპორტულ დირექტორს ანტონ პარერას.

"დავნებდი", - რატომ მოიკლა თავი ბარსელონასა და გერმანიის ნაკრების მეკარემ?

ენკეს ძალიან უხაროდა "ბარსელონას" ინტერესი, თუმცა რობერტმა არ იცოდა თუ რა პერსპექტივები ელოდებოდა მას "კამპ ნოუზე". სიტუაციაში გასარკვევად გერმანელმა დაურეკა "ბლაუგრანას" იმდროინდელ თავკაცს ლუი ვან გაალს. ჰოლანდიელმა მას უთხრა:

"თქვენი გაფორმება არ ყოფილა ჩემი ინიციატივა, მე არც კი გიცნობთ, მაგრამ სეზონის წინ სამივე მეკარე მიიღებს შანსს გამოსაჩენად,"

"დავნებდი", - რატომ მოიკლა თავი ბარსელონასა და გერმანიის ნაკრების მეკარემ?

ენკეს დებიუტი "პარმას" წინააღმდეგ ამხანაგური მატჩისას შედგა. გერმანელი ნერვიულობდა და შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც მან მარკო დი ვაიოსგან გაუშვა გოლი. ვან გაალისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რობერტი სათადარიგო სკამზე დაესვა, მის ნაცვლად კი ძირითადში ადგილი დაიკავა 20 წლის ვიქტორ ვალდესმა.

"ბარსელონამ" ახალი სეზონი სწორედ ვიქტორით კარში დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ შეცდომას უშვებდა ვან გაალი მაინც ენდობოდა მას და არა გერმანელს.

"ენკემ ვერ მოახერხა "ბლაუგრანაში" ადაპტირება, თორემ ის კარგი მეკარე იყო. ვარჯიშებზე მე მისგან ბევრი რამ ავითვისე. საერთო ჯამში რობერტი ჩემზე უკეთესი კიპერიც იყო, უბრალოდ გერმანელს არ გაუმართლა," - წერს ვალდესი თავის ავტობიოგრაფიაში.

"დავნებდი", - რატომ მოიკლა თავი ბარსელონასა და გერმანიის ნაკრების მეკარემ?

კატალონიური კლუბისთვის ის სეზონი კატასტროფული გამოდგა, "ბარსამ" მე-6 ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, რაც 21-ე საუკუნეში პირველად და უკანასკნელად მოხდა. ვან გაალმა ისე ჩაძირა "ბლაუგრანა", რომ ენკეს შანსიც არ მისცა. "ბარსელონას" შემდეგ გერმანელი ხანმოკლე პერიოდით იყო განათხოვრებული "ფენერბახჩესა" და "ტენერიფეში", თუმცა შიშის სინდრომი რობერტს იქაც თან სდევდა.

კარიერის რეანიმირება ენკემ "ჰანოვერში" მოახერხა. ბუნდესლიგაში დაბრუნებით რობერტს მეორე სუნთქვა გაეხსნა, ის მალევე ჩამოყალიბდა ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კიპერად და ნაკრების წევრიც გახდა. "ჰანოვერში" ყოფნის პერიოდში ენკე 8-ჯერ გამოიძახეს ეროვნულ გუნდში.

"დავნებდი", - რატომ მოიკლა თავი ბარსელონასა და გერმანიის ნაკრების მეკარემ?

სამწუხაროდ მშვიდობიანმა პერიოდმა დიდხანს არ გასტანა, 2009 წლის მაისში ენკეს ცხოვრებაში მოხდა საზარელი ამბავი, რომელმაც საბოლოოდ გაანადგურა ნიჭიერი კიპერი. გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა რობერტის ორი წლის ქალიშვილი ლარა. ენკე ვერ ეგუებოდა შვილის დაკარგვას, ის სვამდა ანტიდეპრესანტებს, მიმართავდა ფსიქოთერაპევტებს, წვებოდა კლინიკაში, მაგრამ უშედეგოდ.

"დავნებდი", - რატომ მოიკლა თავი ბარსელონასა და გერმანიის ნაკრების მეკარემ?

2009 წლის 10 ნოემბერს ენკე საბოლოოდ დანებდა. ის ჩაჯდა მანქანაში იარა 8 საათი, შემდეგ გაჩერდა რკინიგზასთან და სვლა ფეხით გააგრძელა. რობერტი სამუდამოდ ჩარჩა იმ რელსებზე მატარებლის ქვეშ. ტერეზა მეუღლის გარეშე დარჩა, გერმანია კი მეკარის. ენკე 32 წლის იყო.




ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ეროვნული ლიგა - 29-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ლიდერმა "საბურთალომ" "კოლხეთს" სძლია, "დინამო თბილისმა" კი "ლოკომოტივთან" ქულები დაკარგა.

დღეს, 17:02

რეალის 10 მწვრთნელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც კრახი განიცადა

მადრიდის "რეალი" ბევრი მწვრთნელისთვის ქცეულა ერთგვარ კარიერის სასაფლაოდ.

დღეს, 16:22

ლოპეტეგი: "თუ დაჩაგრული მწვრთნელის ხილვა გსურთ, მე ნუ მიყურებთ"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, მის გარეშემო არსებული ვითარება შეაფასა.

დღეს, 15:36

ისკო - რონალდუზე: "ვერ ვიტირებთ იმის გამო, ვისაც გუნდში ყოფნა არ სურდა"

მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, ისკომ, გუნდის ამჟამინდელ ვითარებაზე ისაუბრა.

დღეს, 15:27

რეალი სულ მალე ლოპეტეგის გაათავისუფლებს. კონტე - იდეალური შემცვლელია, მაგრამ, არის ნიუანსებიც

იტალიელი "რეალს" ჯერ მოაწესრიგებს, შემდეგ კი, გაძლიერებას მოითხოვს.

დღეს, 15:08

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში გამოარჩიეს

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ თავი "გენტშიც" გამოიჩინა და გოლი გაიტანა.

დღეს, 15:05

ელ კლასიკო რონალდუს გარეშე და რევანშის შანსი ინტერზე - ყველაფერი ის, რასაც მესი გამოტოვებს

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს - ლიონელ მესიც ადამიანია, მეტიც, არგენტინელი ტრავმასაც კი იღებს.

დღეს, 14:46

მოურინიომ იუნაიტედში შიდა გამოძიება წამოიწყო - რას იძიებს პორტუგალიელი?

"ჩელსისთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე, ინტერნეტში "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო თერთმეტეული გავრცელდა.

დღეს, 13:51

ბართომეუ: "ნეიმარი გუნდიდან თავად წავიდა და აქ ვეღარ დაბრუნდება"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ, "პსჟ-ს" ფორვარდის, ნეიმარის, გუნდში შესაძლო დაბრუნებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დღეს, 13:45

"ფლოიდი 70 პროცენტით დარწმუნებულია, რომ ხაბიბთან ბრძოლა შედგება" - ტაირონ ვუდლი

UFC-ს ნახევრადმსუბუქი წონის ჩემპიონის და ფლოიდ მეივეზერის მეგობრის, ტაირონ ვუდლის, თქმით, ფლოიდისა და ხაბიბის ბრძოლა, შესაძლოა, მართლაც შედგეს.

დღეს, 12:53

ნურმაგომედოვის მენეჯერი: "ფერგიუსონი? ხაბიბს ხმაურიანი დაპირისპირება სჭირდება, რომ ბევრი ფული გამოიმუშავოს"

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა, აღნიშნა, რომ მისი მებრძოლის შემდეგი მეტოქე, ტონი ფერგიუსონი არ უნდა იყოს.

დღეს, 12:42

ჰუტი: "კლასიკოს არ ვუყურებ, ეს მატჩი კი არა, ნეხვია, რომელშიც, 20 ფეხბურთელი მუდამ მსაჯს დასტრიალებს"

"ლესტერის" და "ჩელსის" ყოფილმა მცველმა, რობერტ ჰუტმა, სიმულაციის მოყვარული ფეხბურთელები გააკრიტიკა.

დღეს, 12:27

რეალი ზამთარში იბრაჰიმოვიჩს დაიმატებს?!

ლეგენდარული შვედი ფორვარდი, შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს.

დღეს, 12:07

უილშირი: "დავრჩებოდი თუ არა არსენალში, გუნდიდან ვენგერი რომ არ წასულიყო?"

"ვესტ ჰემ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი ლონდონის "არსენალში" გაატარა, ისაუბრა მიზეზებზე, რომლის გამოც, "მეთოფეების" დატოვება მოუწია.

დღეს, 11:40

რუნი აშშ-ში დაფრინავს - ინგლისელმა თავის გუნდს დუბლით მოაგებინა [VIDEO]

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, უეინ რუნიმ, რომელიც ამჟამად მლს-ში, "დი-სი იუნაიტედის" ღირსებას იცავს, "ნიუ-იორკ სიტისთან" შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს მოაგებინა (3:1).

დღეს, 11:20

სარი: "ჩელსის გულშემატკივრებმა მოურინიოს პატივი უნდა სცენ!"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ დამრიგებელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

დღეს, 11:08

გულშემატკივართა აზრით, რეალის კრიზისი ლოპეტეგის ბრალი არ არის - ვის ადანაშაულებენ ქომაგები?

გულშემატკივარტა აზრით, მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი კრიზისი, ხულენ ლოპეტეგის ბრალი სულაც არ არის.

დღეს, 11:02

მარსელოს მოთხოვნა რეალს: "იანვარშივე გამიშვით იუვენტუსში!"

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Tuttosport, იტყობინება, რომ მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანმა, მარსელომ, გუნდს კატეგორიული მოთხოვნით მიმართა.

დღეს, 10:51

შედგება დიდი დაბრუნება? რეალს ლოპეტეგის ჩანაცვლება მოურინიოთი სურს!

ესპანური გამოცემა El Chiringuito-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ხულენ ლოპეტეგის კლასიკომდე გაათავისუფლებს და მის ნაცვლად ჟოზე მოურინიოს დანიშვნა სურს.

დღეს, 10:44

NBA. უესტბრუკი დაბრუნდა, ჰიუსტონი და გოლდენ სტეიტი მოულოდნელად დამარცხდნენ [VIDEO]

ღამით NBA-ს 2018/19 წლების სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში 4 შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 10:36

6 შეხვედრა, რომელსაც მესი გამოტოვებს

ლა ლიგის გასული ტურის მატჩში "ბარსელონამ" "სევილია" დაამარცხა, სადაც ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო.

დღეს, 03:16

როგორი იყო ბარსელონასა და რეალის 11-ეულები, როცა არც მესი და არც რონალდუ არ იყო ელ კლასიკოში?

"სევილიასთან" მატჩში ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო და ის მომდევნო ელ კლასიკოს ტოვებს.

დღეს, 03:11

სიტი 70 მილიონი - ვინ რამდენი მიიღო აკადემიის ფეხბურთელების გაყიდვისგან?

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail პრემიერ ლიგის 6-ეულის სტატისტიკას აქვეყნებს.

დღეს, 03:03

როცა ბარსელონამ ინტერი მესის გარეშე დაამარცხა - გვარდიოლა, მოურინიო, იბრაჰიმოვიჩი და ელ კლასიკო

"სევილიასთან" მატჩში "ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო და ის 3 კვირით იუქმებს.

დღეს, 03:02

როგორი იქნება ბარსელონას 11-ეული ელ კლასიკოში, მესის გარეშე?

მომდევნო კვირას, ლა ლიგის მატჩში "ბარსელონა" "რეალს" დაუპირისპირდება.

დღეს, 03:02

ტოტენჰემმა მანჩესტერს გადაასწრო და ვალი 500 მილიონამდე გაზარდა

წელიწადზე მეტია "ტოტენჰემი" ახალი სტადიონის გახსნის მოლოდინშია, თუმცა მშენებლობა გაიწელა.

დღეს, 02:54

საუდის პრინცმა შეთავაზება გაზარდა? - 4 მილიარდი მანჩესტერის სანაცვლოდ

ბრიტანული პრესა წერს, რომ საუდის პრინცმა "მანჩესტერის" მფლობელებს ახალი წინადადება შესთავაზა.

დღეს, 02:50

კადრები, სადაც ჩანს, რომ რონდომ კრის პოლს შეაფურთხა [VIDEO]

"ჰიუსტონისა" და "ლეიკერსის" შეხვედრის მიმდინარეობის დროს, პარკეტზე არეულობა იყო.

დღეს, 02:47

გულიტი: "ვილიანი და აზარი მორატას არ ენდობიან"

ჰოლანდიელმა ლეგენდამ რუდ გულიტმა ლონდონის "ჩელსის" სიტუაციაზე ისაუბრა.

დღეს, 02:45

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები