ლევანდოვსკიმ რობენს გადაასწრო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლევანდოვსკიმ რობენს გადაასწრო


ლევანდოვსკიმ რობენს გადაასწრო

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვკსიმ, ბრემენის "ვერდერთან" დღევანდელ თამაშში დუბლი გაიფორმა და ისტორიულ შედეგს მიაღწია.

29 წლის პოლონელმა დღევანდელ თამაშში, რომელიც "რეკორდმაისტერმა" 4:2 მოიგო, თავით 2 ბურთი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ბუნდესლიგის ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა.

ლევანდოვსკიმ ამ დუბლით არიენ რობენი (93) ჩამოიტოვა და ახლა მის ანგარიშზე ეროვნულ ჩემპიონატში 94 გატანილი გოლია.

გარდა ამისა, ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის 45-ე თამაშში მოახერხა ერთზე მეტი გოლის გატანა. ამ მაჩვენებლით რობერტი მხოლოდ გერდ მიულერსა (87) და ამჟამინდელ თავკაც იუპ ჰაინკესს (51) ჩამორჩება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რობერტ ლევანდოვსკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები