სასუოლო ლემოსს დაიმატებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სასუოლო ლემოსს დაიმატებს


სასუოლო ლემოსს დაიმატებს

"ლას პალმასის" ცენტრალური მცველი, მაურისიო ლემოსი, კარიერას იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში გააგრძელებს.

ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა, რომ ლემოსი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "სასუოლოს" შეუერთდება.

22 წლის ურუგვაელი მცველი იტალიაში ხვალ ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

მაურისიო ლემოსმა ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები