ვალენსია - ბარსელონა: ბარსა ზედიზედ მეხუთე ფინალს უმიზნებს

დღეს ღამით "მესტალიაზე" ესპანეთის სამეფო თასის მეორე განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება და ფინალში "სევილიას" მეტოქე გაირკვევა.
მეორე ფინალისტის ვინაობა "ვალენსიასა" და "ბარსელონას" უაღრესად საინტერესო თამაშში გახდება ცნობილი.
კატალონიურ დერბიში, საშინელი პირობების ფონზე, საკმაოდ მძიმე ბრძოლის შემდეგ "ბარსელონა" ხასიათის გამოსწორებას და ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ზედიზედ მეხუთედ გასვლას შეეცდება.

ერნესტო ვალვერდეს გუნდმა პირველი თამაში ლუის სუარესის გოლით მშრალად მოიგო და "მესტალიაზე" "ბლაუგრანას" მთავარი მიზანი გოლის გატანა იქნება, რის შემდეგაც "ღამურების" ამოცანა ძალიან რთული გახდება.
"ბარსელონამ" მიმდინარე სეზონში ერთადერთი თამაში წააგო და ეს კოპა დელ რეის წინა ეტაპზე "ესპანიოლთან" გასვლით შეხვედრაში მოხდა, ამიტომ სტუმრებს მაქსიმალური კონცენტრაცია და ყურადღება მართებთ.
"ვალენსიას" ურთულესი კალენდარი აქვს - ორი კვირის განმავლობაში მარსელინიო ტორალის გუნდი "რეალს", "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" მიყოლებით შეხვდა, ახლა კი კატალონიურ გრანდს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება.

"კამპ ნოუზე" ვალენსიური კლუბი ცუდად არ გამოიყურებოდა და მიუხედავად მშრალი მარცხისა, "ღამურებს" შანსები ჯერ კიდევ აქვთ და საკუთარ მოედანზე არაფერს დათმობენ.
მძიმე თამაშების გამო "ვალენსიას" წაგებები დაუგროვდა და ნეგატიური განწყობის შესაცვლელად ესპანური ფეხბურთის გიგანტის დამარცხება, თუნაც ფინალში ვერ გასვლის შემთხვევაში, დადებითი ფსიქოლოგიური ბიძგი იქნება.
"ვალენსიას" გონსალო გედეში სავარაუდოდ კვლავ ვერ დაეხმარება, ვინაიდან პორტუგალიელი 100%-თ არ არის მზად. გარდა ამისა, გუნდს ანდრეას ფერეირაც აკლია, რომელმაც ამ გუნდების პირველ თამაშში, სერხი რობერტოსთან შეჯახების შემდეგ, მიიღო დაზიანება.
"ბარსელონას" კი კვლავ უსმან დემბელე აკლია. გუნდის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ხერარდ პიკემ მუხლის ტრავმა მიიღო, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს განცხადებით, ესპანელმა შესაძლოა ითამაშოს. თუ პიკე არ იქნება, მაშინ შანსი ახალგაზრდა კოლუმბიელ მცველს, იერი მინას, მიეცემა, ვინაიდან ტომას ვერმალენიც ლაზარეთშია.
ვალენსია: ხაუმე; მონტოია, გაბრიელი, გარაი, გაია; სოლერი, პარეხო, კონდოგბია, ლატო; მინა, როდრიგო.
ბარსელონა: სილესენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, პაულინიო, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი.
კატალონიის "ბარსელონა" კოპა დელ რეის ზედიზედ მეხუთე ფინალს უმიზნებს. წინა 4 შემთხვევიდან "ბლაუგრანამ" სამჯერ ტიტული მოიპოვა, თანაც ზედიზედ.
"ვალენსია" კი ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ბოლოს 2008 წელს გავიდა, როდესაც გადამწყვეტ ბრძოლაში "ხეტაფე" 3:1 დაამარცხა და ტურნირიც მოიგო.

"ბარსელონა" და "ვალენსია" ესპანეთის სამეფო თასზე ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან. წინა სამი შემთხვევიდან სამივე პაექრობა 1/2 ფინალურ ეტაპზე შედგა.
2015/16 წლების სეზონში "ბარსამ" ვალენსიური კლუბი ორი მატჩის ჯამში 8:1 გაანადგურა, 2012/13 წლების სეზონში კი 3:1 დაამარცხა. საბოლოოდ, კატალონიელებმა ორივე სეზონში ესპანეთის სამეფო თასი მოიპოვეს.
2007/08 წლების სეზონში კი გამარჯვება უკვე "ვალენსიამ" მოიპოვა (4:3) და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
"ვალენსიას" ესპანეთის თასზე ბოლო 22 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული (14 მოგება, 7 ფრე).
"ბარსელონამ" კი კოპა დელ რეის მიმდინარე სეზონში სამი გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (1 ფრე, 1 წაგება).
"ბლაუგრანას" ვალენსიური კლუბი "მესტალიაზე" ესპანეთის თასის ეგიდით არასოდეს დაუმარცხებია - 2 ფრე, 1 მარცხი.

ლეო მესიმ "მესტალიაზე" "ვალენსიას" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში 9 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ჩემპიონატი: ესპანეთის თასი, 1/2 ფინალი
დაწყების დრო: 00:30 საათი
სტადიონი: "მესტალია", ვალენსია
პირველი მატჩის შედეგი: ბარსელონა 1:0 ვალენსია

სავარაუდო შემადგენლობები
"ვალენსიას" გონსალო გედეში სავარაუდოდ კვლავ ვერ დაეხმარება, ვინაიდან პორტუგალიელი 100%-თ არ არის მზად. გარდა ამისა, გუნდს ანდრეას ფერეირაც აკლია, რომელმაც ამ გუნდების პირველ თამაშში, სერხი რობერტოსთან შეჯახების შემდეგ, მიიღო დაზიანება.
"ბარსელონას" კი კვლავ უსმან დემბელე აკლია. გუნდის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ხერარდ პიკემ მუხლის ტრავმა მიიღო, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს განცხადებით, ესპანელმა შესაძლოა ითამაშოს. თუ პიკე არ იქნება, მაშინ შანსი ახალგაზრდა კოლუმბიელ მცველს, იერი მინას, მიეცემა, ვინაიდან ტომას ვერმალენიც ლაზარეთშია.
ვალენსია: ხაუმე; მონტოია, გაბრიელი, გარაი, გაია; სოლერი, პარეხო, კონდოგბია, ლატო; მინა, როდრიგო.
ბარსელონა: სილესენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, პაულინიო, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი.
საინტერესო ფაქტები