აგენტი: "არამგონია, ლაციომ იმობილე ნაპოლის დაუთმოს"

რომის "ლაციოს" ცენტრალური თავდამსხმელის, ჩირო იმობილეს, აგენტმა, მარკო სომელამ, საკუთარი გუნდის "ნაპოლიში" შესაძლო ტრანსფერი შეაფასა.
"ნაპოლი" არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაში ჩიროსთვის ბევრს ნიშნავს. მას ნეაპოლელების წინააღმდეგ არასოდეს უმართლებს. არ ვიცი ეცდება თუ არა "ნაპოლი" ზაფხულში მის შეძენას, მაგრამ არამგონია "ლაციომ" ჩირო მათ დაუთმოს.
ორი წლის წინ, როდესაც ჩირო საზღვარგარეთ, დორტმუნდის "ბორუსიაში", თამაშობდა ის ნეაპოლში ეგრევე გაიქცეოდა. თუმცა ახლა ორივე მხარის თანხმობაა საჭირო", - აღნიშნა აგენტმა.
27 წლის იტალიელი ფორვარდი მიმდინარე სეზონში ჩინებულად გამოიყურება და 27 თამაშში 26 გოლი გაიტანა, 9 საგოლე პასი გააკეთა.
ჩირო იმობილეს მოქმედი კონტრაქტი რომაულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.