» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ვალენსია - რეალი: მადრიდელებს "მესტალიაზე" 2013 წლის შემდეგ არ მოუგიათ


ვალენსია - რეალი: მადრიდელებს

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის მთავარი შეხვედრა დღეს საღამოს "მესტალიაზე" გაიმართება - მარსელინიო ტორალის გუნდს კრიზისში მყოფი მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდება.

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXI ტური
დაწყების დრო: 19:15 საათი
სტადიონი: ვალენსია, "მესტალია"
მთავარი მსაჯი: ხავიერ ესტრადა ფერნანდესი

"ვალენსია" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მხიარული გუნდია, რომელიც მარსელინიომ ჩინებულად შეკრა. ესპანელი სპეციალისტი "ღამურებს" გახსნილ, ლაღ და სწრაფ ფეხბურთს თამაშებს, შედეგები კი დამაკმაყოფილებელია.

ვალენსიელებმა 2018 წელი კარგად დაიწყეს - ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ ორი თამაში მოიგეს და ახალწვეულმა ლუსიანო ვიეტომ "ლას პალმასთან" სათასო შეხვედრაში ჰეთ-თრიქი გაიფორმა. თუმცა გასულ უქმეებზე "ვალენსია" სტუმრად "ლას პალმასთან" დამარცხდა (1:2), ხოლო ოთხშაბათს ესპანეთის თასზე "დეპორტივო ალავესთან" უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა.

ვალენსია - რეალი: მადრიდელებს "მესტალიაზე" 2013 წლის შემდეგ არ მოუგიათ

"ვალენსიამ" კოპა დელ რეიზე პენალტების სერიაში იმარჯვა და ნახევარფინალში "ბარსელონას" დაუპირისპირდება. მანამდე კი მარსელინიო ტორალის გუნდს "რეალთან" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის.

"დეპორტივოს" 7:1 გაცამტვერების შემდეგ მადრიდის "რეალმა" მორიგი ჩავარდნა შემოგვთავაზა, საკუთარ მოედანზე "ლეგანესთან" 1:2 დამარცხდა და ესპანეთის თასის გათამაშებას 1/4 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

ახლა "სამეფო კლუბს" "პსჟ-სთან" ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს თამაშამდე ეროვნულ ჩემპიონატში 3 თამაში აქვს დარჩენილი და მადრიდული გრანდი მაქსიმალურად კარგი ფორმის აკრეფვას უნდა შეეცადოს, ვინაიდან "ბლანკოსი" ახლა, როგორც მორალური, ისე სპორტული თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

ვალენსია - რეალი: მადრიდელებს "მესტალიაზე" 2013 წლის შემდეგ არ მოუგიათ

ზინედინ ზიდანის გუნდი 35 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს და "ვალენსიას", რომელიც ერთი ადგილით ზევითაა, 5 ქულით ჩამორჩება. ასე, რომ მადრიდელებისთვის დღეს გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება უაღრესად მნიშვნელოვანია.

სავარაუდო შემადგენლობები

"ვალენსიას" დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ხოსე გაია და კაპიტანი დანი პარეხო უბრუნდებიან. სამაგიეროდ, ამავე მიზეზით მატჩს რუბენ ვეზო და გაბრიელ პაულისტა გამოტოვებენ. ჯეისონ მურილიო და ხავი ხიმენესი კი ტრავმირებულნი არიან.

"სამეფო კლუბს" კაპიტანი და დაცვის ლიდერი სერხიო რამოსი კვლავ ვერ ეხმარება. გარდა ამისა, "ვალენსიასთან" მატჩს ვალიეხო, სებალიოსი და ისკოც გამოტოვებენ.

ვალენსია: ნეტო; მონტოია, კოკლენი, გარაი, გაია; მაქსიმოვიჩი, კონდოგბია, პარეხო, გედეში; მინა, როდრიგო.

რეალი: ნავასი; კარვახალი, ნაჩო, ვარანი, მარსელო; მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო; ბეილი, ბენზემა, რონალდუ.

საინტერესო ფაქტები

მადრიდის "რეალს" ესპანეთის ჩემპიონატში "ვალენსიას" წინააღმდეგ "მესტალიაზე" ზედიზედ 3 თამაში არ მოუგია (1 ფრე, 2 წაგება). მადრიდელებმა "ღამურები" სტუმრად ბოლოს 2013 წლის დეკემბერში 3:2 დამარცხეს.

"რეალისა" და "ვალენსიას" ბოლო 10 დაპირისპირებაში ესპანეთის ლა ლიგის ეგიდით 40 გოლი გავიდა ანუ მატჩში საშუალოდ ზუსტად 4.

ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან ეროვნულ ჩემპიონატში 10-ვე თამაშში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

"მესტალიაზე" კი 2007 წლიდან მოყოლებული "ვალენსია" და "რეალი" ლა ლიგაში ერთმანეთს 10-ჯერ დაუპირისპირდნენ. ყოველ შეხვედრაში მინიმუმ 3 ბურთი გავიდა, ხოლო საერთო ჯამში - 52 ანუ მატჩში საშუალოდ 5.2, რაც ფენომენალური მაჩვენებელია.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" (57) შემდეგ ყველაზე მეტი გოლი "ვალენსიას" (41) გააქვს. მადრიდის "რეალი" ამ მაჩვენებლით მესამეა - 39 ბურთი.

მარსელინიოს გუნდმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე მხოლოდ 1 მატჩი წააგო (7 მოგება, 2 ფრე).

მადრიდის "რეალს" ლა ლიგაში 4 მატჩიანი მოუგებელი გასვლითი სერია (3 ფრე, 1 წაგება) აქვს. მსგავსი შედეგი "სამეფო კლუბს" ბოლოს 2008/09 წლების სეზონში ჰქონდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პოგბა: "ვეღარ ვითმენ და არც მოვითმენ, ეს დღესვე უნდა დასრულდეს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, პოლ პოგბა, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის პოლიციის მიერ მკვლელობას გამოეხმაურა.

დღეს, 22:25

ბრეშიას პრეზიდენტი: "ბარსა 65 მილიონსა და 2 ფეხბურთელს მთავაზობდა, პსჟ-ს პრეზიდენტი კი დღესაც მწერდა"

„ბრეშიას“ პრეზიდენტმა, მასიმო ჩელინომ, ევროპული კლუბების სანდრო ტონალისადმი ინტერესზე წერს.

დღეს, 22:19

ჯანო ანანიძე დინამო თბილისში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა

დღეს, ტრანსფერმარკეტმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე "დინამო თბილისში" გადაიყვანა.

დღეს, 22:05

რამდენიმე რეალური ტრანსფერი და ერთი - სენსაციური: მანჩესტერის სატრანსფერო სამიზნეები

„მანჩესტერ იუნაიტედი“ სატრანსფერო სამიზნეებთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბდა.

დღეს, 21:41

"ლა ლიგას იდეალურად მოერგებოდა", - ტერ შტეგენმა თანამემამულე შეაქო

„ბარსელონას“ გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, თანამემამულე, მარიო გიოტცე შეაქო.

დღეს, 21:31

12 მარტის შემდეგ პირველად - რეალმა გუნდურად ივარჯიშა

ლა ლიგის სეზონის განახლების მოახლოვებასთან ერთად, „რეალი“ სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა.

დღეს, 21:19

მესის მეშვიდე, რონალდუს მეექვსე თუ...? ბუკმეიკერებმა ოქროს ბურთის ფავორიტები დაასახელეს

მიუხედავად იმისა, რომ ტოპ-ფეხბურთი ჯერ პრაქტიკულად მთლიანად შეჩერებულია, ბუკმეიკერებმა უკვე ოქროს ბურთის ფავორიტის გამოვლინება დაიწყეს.

დღეს, 21:12

ბარსელონას უმტიტი დაუბრუნდა

ორშაბათს, 1 ივნისს, „ბარსელონა“ ჯგუფურ ვარჯიშს დაუბრუნდა, რომელზეც სამუელ უმტიტიც გამოჩნდა.

დღეს, 20:15

იკარდის გამოსყიდვის შემდეგ, პსჟ-მ ორი სხვა ტრანსფერიც დაგეგმა

ფრანგული გუნდი „ლაციოს“ ორი ფეხბურთელით იჩენს ინტერესს.

დღეს, 20:13

პრემიერ ლიგის აუთსაიდერები გაფიცვისთვის ემზადებიან - ინგლისში სკანდალი მწიფდება

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის დაბრუნების რიცხვი უკვე დათქმულია, აუთსაიდერები პროტესტს მაინც ამზადებენ.

დღეს, 20:02

ჯორჯ ფლოიდის საპატივცემლოდ, ლივერპულის ფეხბურთელებმა მუხლი მოიდრიკეს [ფოტო]

დღევანდელი ვარჯიში „ლივერპულმა“ ამერიკაში მოკლული ჯორჯ ფლოიდის საპატივცემლოდ დაიწყო.

დღეს, 19:55

ფოტო: ვინისიუსის უცნაური გუნდი FIFA-ში

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა FIFA-ში თავისი ოცნების გუნდი წარადგინა.

დღეს, 16:33

რეალმა ვასკესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალმა" თავისი შემტევის, ლუკას ვასკესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 16:22

მანჩესტერმა ბარსელონას პასუხი შეუთვალა

როგორც მოგეხსენებათ, პრესა ვიქტორ ლინდელოფის "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შესაძლო წასვლის შესახებ სიგნალიზირებდა.

დღეს, 16:13

იუვენტუსი მანჩესტერს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

Daily Mail-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" სთავაზობს ფეხბურთელების საინტერესო ბარტერს.

დღეს, 16:01

ბარსელონას შავ სიაში 6 ფეხბურთელია

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონას" სატრანსფერო შავ სიაში ამ დროისთვის ექვსი ფეხბურთელი ფიგურირებს.

დღეს, 15:49

ბარსელონადან უფასოდ წასვლის პირობა გაუქმდა - მესი რჩება!

ESPN-ის თანახმად, "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ვეღარ დატოვებს.

დღეს, 15:41

ლოკომოტივის ყოფილი მწვრთნელი: "კვარაცხელია რომ წავიდა, ძალიან გამიკვირდა"

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის "ლოკომოტივი" გასულ წელს დატოვა და "რუბინში" გადავიდა.

დღეს, 15:00

უაიტმა დაადასტურა: კონორი ხაბიბი-გეიჯის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება

UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაიტმა დაადასტურა, რომ კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვი-ჯასტინ გეიჯის

დღეს, 14:59

ოფიციალურად: იგალოს მომავალი გაირკვა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ოდიონ იგალოს მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 14:48

ლივერპულმა ლოვრენთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" ცენტრალური მცველით, დეიან ლოვრენით სერია ა-ს რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.

დღეს, 14:39

მიზეზი, რის გამოც სანჩო დორტმუნდში დარჩება

The Athletic-ის თანახმად, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი, ჯეიდონ სანჩო უდიდესი ალბათობით

დღეს, 14:32

ბარსელონა პიანიჩისთვის ბრძოლაში მარცხდება

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონას" მირალემ პიანიჩისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

დღეს, 14:20

"აზარი ემზადებოდა ისე, თითქოს წინ ევრო 2020 ყოფილიყო", - ბელგიის ნაკრების ფიზიოთერაპევტი

ბელგიის ეროვნული ნაკრების ფიზიოთერაპევტმა, ლივენ მესხალკმა ედენ აზარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:09

რატომ უთხრა ტონალიმ უარი ბარსელონასა და პსჟ-ს?

Calciomercato-ს თანახმად, "ბრეშიას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა,

დღეს, 13:55

ჯონ ჯონსი უაიტს: "ეს ფული პირში შეიტენე და ჩემთან კონტრაქტი გაწყვიტე"

UFC-ის ჩემპიონი ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში, ჯონ ჯონსი დეინა უაიტს დაუპირისპირდა.

დღეს, 13:44

პსჟ-მ მუნიეს შემცვლელი უკვე შეარჩია

როგორც მოგეხსენებათ, "პარი სენ-ჟერმენის" მარჯვენა მცველი, ტომას მუნიე კლუბის გამოცვლასთან საკმაოდ ახლოს არის.

დღეს, 13:31

პსჟ-მ შეთავაზებული თანხა გაზარდა, ლაციო დაფიქრდა

როგორც მოგეხსენებათ, "პარი სენ-ჟერმენი" დაინტერესებულია რომის "ლაციოს" ცენტრალური ნახევარმცველით,

დღეს, 13:21
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10