ავტორიზაცია

10 საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში

10 საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში
თარიღი 11 Feb 2018, 18:48
"პარი სენ-ჟერმენი" - ალბათ ყველაზე ახალგაზრდა ტოპ-კლუბი ფეხბურთის ისტორიაში. პარიზული გუნდი სულ რაღაც 47 წელია, რაც არსებობს. ამ დროის განმავლობაში "დედაქალაქელებმა" 6-ჯერ მოიგეს საფრანგეთის პირველობა, 11-ჯერ დაეუფლნენ ქვეყნის თასს, 7-ჯერ ლიგის თასსა და ამდენჯერვე სუპერთასს. რაც შეეხება ევრო-სარბიელს, "პსჟ"-ს კოლექციაშია თასების მფლობელთა თასი.

პარიზული კლუბის აღმავლობა სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ფრანგული გუნდი ნასერ ელ-ხელაიფმა იყიდა. აღსანიშნავია, რომ "პსჟ"-ში ყატარელ ბიზნესმენამდეც თამაშობდნენ გამოჩენილი ფეხბურთელები, თუმცა იმ დროს თვითონ გუნდს არ გააჩნდა მაღალი ამბიციები. გავიხსენოთ პარიზული კლუბის ყველაზე შედეგიანი, ტიტულოვანი, ცნობილი და გავლენიანი მოთამაშეები.

10. მაქსველი

10 საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში

წლები პსჟ-ში: 2012-2017
სტატისტიკა: 202 მატჩი, 14 გოლი
ტიტულები: 4 ლიგა 1, 3 საფრანგეთის თასი, 4 ლიგის თასი, 3 სუპერთასი, 3-ჯერ ლიგა 1-ის სიმბოლური გუნდის წევრი

9. კლოდ მაკელელე

10 საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში

წლები პსჟ-ში: 2008-2011
სტატისტიკა: 118 მატჩი, 1 გოლი
ტიტულები: საფრანგეთის თასი

8. ტიაგო სილვა

10 საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში

წლები პსჟ-ში: 2012-დღემდე
სტატისტიკა: 221 მატჩი, 15 გოლი
ტიტულები: 4 ლიგა 1, 3 საფრანგეთის თასი, 4 ლიგის თასი, 3 სუპერთასი, 5-ჯერ ლიგა 1-ის სიმბოლური გუნდის წევრი, ლიგა 1-ის თვის ფეხბურთელი

7. რაი

10 საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში

წლები პსჟ-ში: 1993-1998
სტატისტიკა: 217 მატჩი, 74 გოლი
ტიტულები: თასების თასი, თასების თასის ფინალისტი, ლიგა 1, 2 საფრანგეთის თასი, სუპერთასი, ლიგის თასი

6. პედრო პაულეტა

10 საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში

წლები პსჟ-ში: 2003-2008
სტატისტიკა: 212 მატჩი, 109 გოლი
ტიტულები: 2 საფრანგეთის თასი, ლიგის თასი, 2-ჯერ ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი, ლიგა 1-ის წლის ფეხბურთელი, 2-ჯერ ლიგა 1-ის სიმბოლური გუნდის წევრი

5. ჯეი ჯეი ოკოჩა

10 საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში

წლები პსჟ-ში: 1998-2002
სტატისტიკა: 103 მატჩი, 15 გოლი
ტიტულები: სუპერთასი, ინტერტოტოს თასი

4. ედინსონ კავანი

10 საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში

წლები პსჟ-ში: 2013-დღემდე
სტატისტიკა: 230 მატჩი, 158 გოლი
ტიტულები: 3 ლიგა 1, 3 საფრანგეთის თასი, 4 ლიგის თასი, 3 სუპერთასი, 2-ჯერ ლიგა 1-ის სიმბოლური გუნდის წევრი, ლიგა 1-ის წლის ფეხბურთელი, ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი, 2-ჯერ ლიგა 1-ის თვის ფეხბურთელი, ლიგა 1-ის წლის უცხოელი ფეხბურთელი, პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

3. ჯორჯ ვეა

10 საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში

წლები პსჟ-ში: 1992-1995
სტატისტიკა: 138 მატჩი, 55 გოლი
ტიტულები: ლიგა 1, 2 საფრანგეთის თასი, ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ოქროს ბურთი, ფიფას წლის ფეხბურთელი

2. რონალდინიო

10 საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში

წლები პსჟ-ში: 2001-2003
სტატისტიკა: 86 მატჩი, 25 გოლი
ტიტულები: ინტერტოტოს თასი, ლიგა 1-ის წლის გოლის ავტორი

1. ზლატან იბრაჰიმოვიჩი

10 საუკეთესო ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში

წლები პსჟ-ში: 2012-2016
სტატისტიკა: 180 მატჩი, 156 გოლი
ტიტულები: 4 ლიგა 1, 2 საფრანგეთის თასი, 3 ლიგის თასი, 3 სუპერთასი, 6-ჯერ ლიგა 1-ის თვის ფეხბურთელი, 3-ჯერ ლიგა 1-ის წლის ფეხბურთელი, 4-ჯერ ლიგა 1-ის სიმბოლური გუნდის წევრი, 3-ჯერ ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი, წლის გოლის ავტორი, ლიგა 1-ის წლის გოლის ავტორი



აგრეთვე გამოსარჩევია: დომინიკ როშტო, საფეტ სუსიჩი, იური ჯორკაეფი, დავიდ ჟინოლა, კარლოს ბიანკი, ლუის ფერნანდესი, პოლ ლე გუენი, მაურისიო პოჩეტინო, ტიაგო მოტა, ბლეს მატუიდი, ნიკოლა ანელკა, ეზეკილ ლავესი, ლუდოვიკ ჯიული, გაბრიელ ჰაინცე, მიკელ არტეტა, ლეონარდო