ავტორიზაცია

2017/18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბურთი წარადგინეს [ფოტო]

2017/18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბურთი წარადგინეს [ფოტო]
თარიღი 12 Feb 2018, 20:42
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ (FFU) სოციალურ ქსელში 2017/18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ოფიციალური ბურთის ფოტო გამოაქვეყნა.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა 26 მაისს, კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს შემდეგი წყვილები დაუპირისპირდებიან:

"იუვენტუსი" - "ტოტენჰემი" (13 თებერვალს - ტურინში, 7 მარტს - ლონდონში)
"ბაზელი" - "მანჩესტერ სიტი" (13 თებერვალს - ბაზელში, 7 მარტს - მანჩესტერში)
"რეალი" - "პსჟ" (14 თებერვალს - მადრიდში, 6 მარტს - პარიზში)
"პორტო" - "ლივერპული" (14 თებერვალს - პორტოში, 6 მარტს - ლივერპულში)
"ჩელსი" - "ბარსელონა" (20 თებერვალს - ლონდონში, 14 მარტს - ბარსელონაში)
"ბაიერნი" - "ბეშიქთაში" (20 თებერვალს - მიუნხენში, 14 მარტს - სტამბოლში)
"შახტარი" - "რომა" (21 თებერვალს - ხარკოვში, 13 მარტს - რომში)
"სევილია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (21 თებერვალს - სევილიაში, 13 მარტს - მანჩესტერში).

იხილეთ ფოტო


2017/18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბურთი წარადგინეს