Goal.Ge

მარტვილში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა


მარტვილში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, ოთარ დანელია, თბილისის „დინამო“-ს პრეზიდენტი რომან ფიფია, ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანი და მომავალი ფეხბურთელები დაესწრნენ.

მარტვილის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის შექმნა რეგიონში ახალგაზრდა ფეხბურთელების ფორმირებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და სამეგრელოში ფეხბურთის განვითარებას ემსახურება. აკადემია სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მუშაობის შედეგად შეიქმნა. მხოლოდ 2018 წელს მარტვილის საფეხბურთო აკადემია 180 ბავშვს მოამზადებს.

გახსნის საზეიმო ღონისძიების პარალელურად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მარტვილის საფეხბურთო აკადემიასა და ფეხბურთის კლუბ თბილისის „დინამო“-ს შორის, რომლის თანახმად, აკადემიაში 8-13 წლამდე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 6 ასაკობრივი ჯგუფი იფუნქციონირებს. ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის საწვრთნელი პროცესი დინამოს პროგრამით ჩატარდება და ამასთან, დინამო თბილისი მათ ტრანსპორტირებას, ეკიპირებასა და სხვა საჭიროებებს უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ფეხბურთელები სრულიად უფასოდ მოემზადებიან.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. სამუშაობზე სულ 2,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, აქედან: ადგილობრვი მუნიციპალიტეტიდან 183 000 ლარი, შენობის რეაბილიტაცია 728 000 ლარი (მგფ - EIB) და მოედნის მშენებლობა 1 300 000 ლარი (მგფ - EIB).

საფეხბურთო სკოლის გახსნის ცერემონიალზე ლევან კობიაშვილმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მარტვილის სკოლის ხელმძღვანელებს, აკადემიის მშენებლობაში ჩართულ ადამიანებს, ინვესტორს - თბილისის დინამოს და წარმატებები უსურვა. გახსნის ცერემონიას დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელები - ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ძოძუაშვილი, დავით მუჯირი, ვახტანგ ქორიძე და ლევან ნოდია ესწრებოდნენ.

GFF

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ხამესის, ბაიერნისა და რეალის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიგეგმა - ცნობილია თარიღიც და მიზეზიც

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველს. ხამეს როდრიგესს, ზაფხულში მადრიდის "რეალში" სურს დაბრუნება.

დღეს, 12:52

პიონტეკის 26 გოლი 27 შეხვედრაში - წინ მხოლოდ ლეო მესია

"მილანის" თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, დიდებული შედეგიანობით გამოირჩევა.

დღეს, 12:48

კანტონა: "სოლსკიაერი - ფერგიუსონის სულიერი შვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელმა, ერიკ კანტონამ, ოლე-გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა.

დღეს, 12:44

კლოპი: "ზოგი კომენტარი ზედმეტად ძვირი მიჯდება"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ინგლისის საფეხბურთო ფედერაციის ჯარიმებზე ისაუბრა.

დღეს, 12:37

ბერბატოვი: "რატომღაც, რეალში ყველაფერი ბეილს ბრალდება, ეს უსამართლობაა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" და "ტოტენჰემის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, გარეტ ბეილზე ისაუბრა.

დღეს, 12:14

გვარდიოლა: "ჩემი და სარის სიტუაცია განსხვავებულია, სიტის ჩემში ეჭვი არასდროს ეპარებოდა"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მაურიციო სარის "ჩელსიდან" შესაძლო გათავისუფლებაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

დღეს, 12:11

კლოპი: "სოლსკიაერს საჭირო დროს უმართლებს, მაგრამ მის დარჩენაში დარწმუნებული ვარ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, "იუნაიტედთან" მატჩის წინ, ოლე-გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა.

დღეს, 12:04

ლივერპულთან მატჩის წინ, ფერგიუსონი სამოტივაციო სიტყვით წარსდგება?

ოლე-გუნარ სოლსკიაერმა "წითელი ეშაკების" ლეგენდას ფეხბურთლების წინაშე სიტყვით წარსდგენა შესთავაზა.

დღეს, 12:00

კორონას მწვრთნელი: "ვატო არველაძემ გუნდი გამოაფხიზლა, ის მხოლოდ 20 წლისაა"

პოლონეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი "კორონასა" და "პოგონს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 03:36

კახა კალაძე მილანის გუშინდელ მატჩს დაესწრო

გუშინ გამართული მატჩი "მილანსა" და "ემპოლის" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

დღეს, 03:23

სარიმ მანჩესტერ სიტისთან შანსები შეაფასა

ინგლისის თასის ფინალში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:13

ვალვერდე: "ბარსელონა გოლების გატანას მალე დაიწყებს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე გუნდის უგოლო სერიას ეხმაურება.

დღეს, 03:08

გატუზოს კომენტარი ზედიზედ მესამე მოგების შემდეგ

იტალიის ჩემპიონატში "მილანმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და "ემპოლი" 3:0 დაამარცხა.

დღეს, 03:03

პიონტეკის საოცარი სტატისტიკა - ერთადერთი ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში

"მილანის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა კშიშტოფ პიონტეკმა ამ გუნდის მაისურით თავი კვლავ გამოიჩინა.

დღეს, 02:57

მილანმა ცუდი სერია შეწყვიტა - პირველად 2014 წლის შემდეგ

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "მილანმა" "ემპოლის" უმასპინძლა და უშანსოდ, 3:0 დაამარცხა.

დღეს, 02:53

ევროპა ლიგის მატჩებში არსენალს ფორვარდი დააკლდება

ევროპა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს ლონდონის "არსენალი" და "რენი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:50

ვიდიჩი: "ვერ ვიტყვი, რომ ვან დეიკი მანჩესტერის რომელიმე მცველს ჯობია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ნემანია ვიდიჩი ამ გუნდის მცველებს ვირჯილ ვან დეიკს ადარებს.

დღეს, 02:47

მანჩესტერ სიტის ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გაახანრგძლივა

ცოტა ხნის წინ დადასტურებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.

დღეს, 02:43

ჩიჩარიტომ პრემიერ ლიგაში საიუბილეო გოლი გაიტანა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში გამართული მატჩი "ვესტ ჰემსა" და "ფულჰემს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

დღეს, 02:41

პიონტეკს ვერ აჩერებენ - მილანმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურში ერთმანეთს "მილანი" და "ემპოლი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:25

სადებიუტო გოლი - ვატო არველაძემ პოლონეთში ჯარიმა გაიტანა! [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ერთმანეთს "კორონა" და "პოგონი" უპირისპირდებიან.

დღეს, 01:19

შემდეგი რამოსი იქნება? ვალენსიას მოთამაშე განზრახ მიღებული ყვითელის გამო დაისაჯა

"ვალენსიას" ცენტრალური ნახევარმცველი, ჟოფრი კონდოგბია, საკუთარ გუნდს ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ვერ დაეხმარება.

გუშინ, 23:08

მანჩესტერის ლეგენდა: "ვან დეიკი მანჩესტერის მცველებს ვერ ჯობია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, ლეგენდარულმა ნემანია ვიდიჩმა, ვირჯილ ვან დეიკს "წითელი ეშმაკების" მცველები შეადარა.

გუშინ, 22:55

სოლსკიაერი: "პოგბასნაირი ნახევარმცველი არ არსებობს!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, პოლ პოგბას თამაში დადებითად შეაფასა.

გუშინ, 22:52

გვარდიოლამ მსოფლიოში საუკეთესო ფლანგის მოთამაშე დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, საკუთარი გუნდის ერთ-ერთი შემტევის სათამაშო პოზიცია განიხილა.

გუშინ, 22:49

ვალვერდე: "საჩემპიონო რბოლა ჯერ არ დასრულებულა"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "სევილიასთან" მოახლოვებული თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:44

მაქსი ლოპესი იკარდის ირგვლივ აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა

ცნობილი არგენტინელი თავდამსხმელი მაქსი ლოპესი მილანის "ინტერის" კაპიტნისა და ფორვარდის, მაურო იკარდის, მილანურ კლუბთან კონფლიქტს გამოეხმაურა.

გუშინ, 22:41

მანე - ლივერპულის თვის საუკეთესო მოთამაშე

"ლივერპულის" სენეგალელი თავდამსხმელი, სადიო მანე, გასულ თვეში წარმატებული თამაშისთვის დაჯილდოვდა.

გუშინ, 22:32

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები