» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ბარსელონა - ვალენსია: პირველი ნაბიჯი კოპას ფინალისკენ


ბარსელონა - ვალენსია: პირველი ნაბიჯი კოპას ფინალისკენ

ესპანეთის სამეფო თასზე უკვე 1/2 ფინალური ეტაპი დაიწყო და დღეს ერთანეთს ტურნირის ორი მთავარი ფავორიტი დაუპირისპირდება - "ბარსელონა" და "ვალენსია".

ერნესტო ვალვერდეს გუნდი ორრაუნდიანი პაექრობის პირველ მატჩს "კამპ ნოუზე" ჩაატარებს და ძალიან საინტერესო თამაში არის მოსალოდნელი.

ჩემპიონატი: ესპანეთის სამეფო თასი, 1/2 ფინალური ეტაპი
დაწყების დრო: 00:30 საათი
სტადიონი: "კამპ ნოუ", ბარსელონა

კატალონიის "ბარსელონა" ფანტასტიკური ფეხბურთის ჩვენებას აგრძელებს, ფილიპე კოუტინიომ კი ძირითადში თავისი პირველი მატჩი გასულ უქმეებზე ჩაატარა.

"დეპორტივო ალავესის" წინააღმდეგ ერნესტო ვალვერდეს გუნდს ცოტათი გაუჭირდა, მაგრამ ლიონელ მესიმ კვლავ შექმნა განსხვავება და "ბლაუგრანას" მორიგი გამარჯვება მოუტანა.

ბარსელონა - ვალენსია: პირველი ნაბიჯი კოპას ფინალისკენ

"ბარსას" ლა ლიგაში კომფორტული უპირატესობა აქვს, ამიტომ შეუძლია, რომ სამეფო თასზე სრული მობილიზება და კონცენტრაცია მოახდინოს, თანაც "ვალენსია" საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეა.

გასულ უქმეებზე მარსელინიო ტორალის გუნდმა მადრიდის "რეალთან" მწარე მარცხი (1:4) განიცადა და ახლა მორიგ ესპანურ გიგანტს დაუპირისპირდება. "ღამურები" ეცდებიან, რომ "ბარას" წინააღმდეგ შედარებით უკეთ იასპარეზონ.

"ვალენსიამ" მეოთხედფინალში "დეპორტივო ალავესთან" სერიოზული ბრძოლა გადაიტანა და მომდევნო ეტაპის საგზური მხოლოდ პენალტების სერიის შედეგად მოიპოვა.

ბარსელონა - ვალენსია: პირველი ნაბიჯი კოპას ფინალისკენ

მარსელინიოს სიმპათიური და მხიარული გუნდი ჰყავს, რომელიც კოპა დელ რეიზე ბოლომდე იბრძოლებს და ეცდება, რომ საპასუხო მატჩისთვის შანსები დაიტოვოს.

სავარაუდო შემადგენლობები

კატალონიის "ბარსელონას" მხოლოდ უსმან დემბელე დააკლდება. საეჭვოა თომას ვერმალენის თამაშიც, მაგრამ გუნდს სამუელ უმტიტი უკვე დაუბრუნდა, ამიტომ ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს.

"ვალენსიას" რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ გაბრიელ პაულისტა დაუბრუნდა და დიდი ალბათობით, დღეს "კამპ ნოუზე" ითამაშებს. ეს კი "ღამურებისთვის" კარგი სიახლეა, ვინაიდან ორი ცენტრალური მცველი, ეზიკილ გარაი და ჯეისონ მურილიო, ჯერ ბოლომდე არ არიან გამოჯანმრთელებულები.

ბარსელონა: ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, პაულინიო, ბუსკეტსი, ინიესტა; სუარესი, მესი.

ვალენსია: ნეტო; მონტოია, ვეზო, გაბრიელი, ლატო; სოლერი, პარეხო, კონდოგბია, გაია; მინა, როდრიგო.

საინტერესო ფაქტები

კატალონიის "ბარსელონას" კოპა დელ რეიზე 19 მატჩიანი დაუმარცხებელი საშინაო სერია (18 მოგება, 1 ფრე) აქვს.

"ბარსელონა" და "ვალენსია" ესპანეთის სამეფო თასზე ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან. წინა სამი შემთხვევიდან სამივე პაექრობა 1/2 ფინალურ ეტაპზე შედგა.

2015/16 წლების სეზონში "ბარსამ" ვალენსიური კლუბი ორი მატჩის ჯამში 8:1 გაანადგურა, 2012/13 წლების სეზონში კი 3:1 დაამარცხა. საბოლოოდ, კატალონიელებმა ორივე სეზონში ესპანეთის სამეფო თასი მოიპოვეს.

2007/08 წლების სეზონში კი გამარჯვება უკვე "ვალენსიამ" მოიპოვა (4:3) და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

კატალონიურმა გრანდმა კოპა დელ რეი ზედიზედ სამჯერ მოიგო, ხოლო ფინალში უკვე 4 წელია რეგულარულად გადის.

"ვალენსია" კი ესპანეთის თასის ფინალში ბოლოს 2008 წელს გავიდა და "ხეტაფე" 3:1 დაამარცხა.

ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებაში ყველა ტურნირზე ერთად 35 გოლი გავიდა ანუ მატჩში საშუალოდ 3,5.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდში ვთამაშობ", - ფერნანდეში

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა თავისი გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 15:58

"ჩემპიონთა ლიგას ორი ფავორიტი ჰყავს", - ბერბატოვი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა ჩემპიონთა ლიგის ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა:

დღეს, 15:48

ფაულერი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტის შესახებ: "მათ არავისი ეშინიათ"

"ლივერპულის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, რობი ფაულერმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა:

დღეს, 15:18

"ნეიმარი უნიკალური მოთამაშეა, თუმცა მან არჩევანი ბარსას საწინააღმდეგოდ გააკეთა", - ალბა

"ბარსელონას" მარცხენა მცველი, ხორდი ალბა ნეიმარის თავის გუნდში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.

დღეს, 15:08

ოფიციალურად: ტოდიბოს მომავალი გაირკვა

გელზენკირხენის "შალკე 04"-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ კლუბმა ჟან-კლერ ტოდიბო არ გამოისყიდა.

დღეს, 14:57

"მანჩესტერს ახალი რონალდუ ეყოლება", - ბრაუნი იუნაიტედის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, უეს ბრაუნმა "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი პოტენციური შენაძენის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:41

მორატი ლაუტაროს ბარსაში შესაძლო გადასვლის შესახებ: "მისი დაკავება ცუდი იდეა იქნება"

მილანის "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი, მასიმო მორატი ლაუტარო მარტინესის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა:

დღეს, 14:27

"მიხარია, რომ ლამპარდის ყურადღება დავიბრუნე", - ჟირუ

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ თავისი გუნდიდან შესაძლო წასვლის მომენტი კიდევ ერთხელ გაიხსენა:

დღეს, 14:16

"ამ ფეხბურთელმა ლივერპული ახალ საფეხურზე აიყვანა", - რობერტსონი

"ლივერპულის" მარცხენა მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა თავის გუნდთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:05

"ბარსელონა და რეალი რომ არა, მანჩესტერი 5-6 ტიტულს მოიგებდა", - სქოულზი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:58

კლოპი: "ჩემპიონობის აღნიშნვის დროს, სოციალურ დისტანციას არ დავარღვევთ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი გუნდის შესაძლო ჩემპიონობის აღნიშნვის

დღეს, 12:45

ლივერპული თუ მანჩესტერი? ჰამანმა ჰავერცს გუნდი ურჩია

"ლივერპულის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა ლევერკუზენის "ბაიერის" შემტევ ნახევარმცველს,

დღეს, 12:28

ვილიანი რეალში? მადრიდელთა პოზიცია ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" შემტევს, ვილიან და სილვას არაერთი საკმაოდ სერიოზული მსურველი ჰყავს.

დღეს, 12:19

კოშტას იუვენტუსიდან წასვლა ერთ ტრანსფერზეა დამოკიდებული

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" შემტევი, დუგლას კოშტა კლუბის გამოცვლასთან საკმაოდ ახლოს არის.

დღეს, 12:02

პედრო ცალი ფეხით ახალ გუნდშია

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, ლონდონის "ჩელსის" შემტევი, პედრო როდრიგესი კლუბის გამოცვლასთან ძალიან ახლოს არის.

დღეს, 11:53

მანჩესტერი ხიმენესისთვის ბრძოლას გამოეთიშა

The Independent-ის ცნობით, "ვულვერჰემპტონის" თავდამსხმელს, რაულ ხიმენესს ერთი მსურველით ნაკლები ჰყავს.

დღეს, 11:45

"ჩელსიში მუშაობის პერიოდში კოუტინიოს ყიდვას ვცდილობდი, თუმცა ინტერმა დამასწრო", - როჯერსი

"ლესტერ სიტის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა გაიხსენა ისტორია,

დღეს, 11:29

ბერგკამპმა დაასახელა საუკეთესო ფორვარდი, ვის გვერდითაც უთამაშია

ლონდონის "არსენალის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, დენის ბერგკამპმა თავისი კარიერა გაიხსენა და საუკეთესო მეწყვილე დაასახელა:

დღეს, 11:17

ვერნერისთვის ბრძოლაში ფავორიტი ხდება ჩელსი და არა ლივერპული

ESPN-ის თანახმად, "ლაიპციგის" ლიდერის, ტიმო ვერნერისთვის ბრძოლაში ახალი ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 10:57

არსენალთან კონტრაქტის გახანგრძლივება? ობამეიანგის პოზიცია ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალმა" თავის ფორვარდს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს ახალი კონტრაქტი შესთავაზა.

დღეს, 10:47

ბარსელონას ბოლო შანსი და წინადადება, ინტერი დაფიქრდა

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, მილანის "ინტერმა" "ბარსელონას" ლაუტარო მარტინესის

დღეს, 10:34

მიზეზი, რის გამოც ჩელსი ვილიანს ვერ უთანხმდება

Sky Sports-ის თანახმად, ლონდონის "ჩელსი" ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე ვერ უთანხმდება თავის შემტევს,

დღეს, 10:26

დი მარიას მეუღლე: "ანხელს დეპრესია აქვს და ის ზომბივით იქცევა"

GFFN-ს თუ დავუჯერებთ, "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი, ანხელ დი მარია მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.

დღეს, 10:15

"5 წლის ვიყავი, როცა 30 წუთი წყლით სავსე ხეობაში გავატარე" - ქეცბაია საინტერესო ისტორიას იხსენებს

"ანორთოსისის" ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსულ პრესასთან საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 02:48

მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების შანსები შეაფასა

მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო, ევროპის ჩემპიონატი გადაიდო და ის 2021 წელს ჩატარდება.

დღეს, 02:36

ჩელსისა და იუვენტუსს შორის ფეხბურთელების გაცვლა ახლოვდება

იტალიური პრესის ცნობით, "ჩელსისა" და "იუვენტუსს" შორის, ფეხბურთელების გაცვლა ახლოვდება.

დღეს, 02:32

ტიმო ვერნერის მორიგი ბრწყინვალე შედეგი გერმანიაში

მიმდინარე სეზონში, "ლაიფციგის" თავდამსხმელი ტიმო ვერნერი საოცარ ფორმაშია და დიდი ალბათობით, მალე "ლივერპულში" გადავა.

დღეს, 02:18

უჩვეულო ფაქტი ბუნდესლიგაში - პირველად მიმდინარე სეზონში

ბუნდესლიგის გასულ ტურში "კიოლნი" შინ "ლაიფციგს" დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.

დღეს, 02:14

ჩელსის მოთხოვნა პრემიერ ლიგას: გაიზარდოს ფეხბურთელთა რაოდენობა

პრემიერ ლიგა ოფიციალურად 17 ივნისიდან განახლდება და გუნდები მზადებას უკვე შეუდგნენ.

დღეს, 02:06
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10