Goal.Ge

7 წლის წინ ის ქარხანაში მუშაობდა, ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავია - ტომას მუნიეს ისტორია


7 წლის წინ ის ქარხანაში მუშაობდა, ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავია - ტომას მუნიეს ისტორია

სენტ-ოდსა და ბასტონს შორის 16 კილომეტრია. ტომას მენიესთვის ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა ძალიან მძიმე იყო, რადგან მას 15 წლის ასაკში მოუწია ახალი ცხოვრების დაწყება. იმ დროს ბელგიელს ჰყავდა არასრულფასოვანი ოჯახი და დიდი ფეხბურთი მხოლოდ ტომასის ოცნებებში თუ იარსებებდა.

მენიეების ოჯახში მუდამ ჩხუბის ხმა ისმოდა, მშობლებმა ვერ გაძლეს ერთმანეთის გვერდიგვერდ და განქორწინება გადაწყვიტეს. ტომასი დედას გაჰყვა ბასტონში, მისი და კი მამასთან დარჩა სენტ-ოდში.




"ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანი არის დედა. სწორედ ის მედგა ყოველთვის გვერდში, მათ შორის მაშინაც, როდესაც ფეხბურთზე უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული,"

7 წლის წინ ის ქარხანაში მუშაობდა, ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავია - ტომას მუნიეს ისტორია

მენიე ორი წელი ლიეჟის "სტანდარტის" აკადემიაში ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ ხშირი ტრავმიანობის გამო, ტომასი გუნდიდან გაუშვეს. ბელგიელი შოკში იყო, მას ეგონა, რომ გზა დიდ ფეხბურთამდე სამუდამოდ დაიკეტა. 15-წლის მენიე იმდენად განიცდიდა მომხდარს, რომ ის ქუჩაშიც აღარ აგორებდა ბურთს. დედამ მალევე გამოაცოცხლა შვილი, მან ბელგიის მე-3 დივიზიონის ბინადარ კლუბ "ვირტონში" დარეკა და ტომასის სინჯებზე მოყვანაზე შეთანხმდა.

მენიემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ის გუნდში დატოვეს. იყო ერთი პრობლემა, ტომასსა და დედამისს ფინანსურად ძალიან უჭირდათ, ამიტომ იგი დამატებითი შემოსავლის შოვნის გამო 18 წლის ასაკში ქარხანაში წავიდა სამუშაოდ.

"ჩემი მეგობარი ავტო-ნაწილების ქარხანაში მუშაობდა, მოგვიანებით მეც შევუერთდი მას, რადგან საარსებოდ ფული მჭირდებოდა," - იხსენებს ადამიანი, რომელიც ახლა 60 000 ევროს შოულობს კვირაში.

7 წლის წინ ის ქარხანაში მუშაობდა, ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავია - ტომას მუნიეს ისტორია

სამწუხაროდ, მოგვიანებით მენიეს ცხოვრებაში კიდევ ერთმა მძიმე პერიოდმა იჩინა თავი. ის ვერ სცდებოდა მე-3 დივიზიონს, არადა უკვე 20 წლის იყო. ტომასი ნელ-ნელა ივიწყებდა თავის ოცნებას და ბუღალტერულ კურსებზე იწყებდა ფიქრს. ბელგიის ნაკრები ღირებულ ფეხბურთელს დაკარგავდა რომ არა "ბრიუგე". სწორედ "შავ-ლურჯებმა" აღმოაჩინეს მენიე ფსკერზე და გაუფორმეს მას კონტრაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ტომასი ბავშვობაში "ანდერლეხტს" გულშემატკივრობდა, ის უმალვე დათანხმდა ბელგიის 14-გზის ჩემპიონის წინადადებას.

"მენიემ გაგვაოცა. ისედაც ვიცოდით, რომ ის კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა მისმა პროგრესმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ტომასმა ძალიან მოკლე დროში აითვისა ის, რასაც სხვები წლებს ანდომებენ. რაც მთავარია, მისი ტრანსფერი მხოლოდ 200 000 ევრო დაგვიჯდა," - იხსენებს "ბრიუგეს" ყოფილი მწვრთნელის თანაშემწე რუდი ვერკემპინკი.

7 წლის წინ ის ქარხანაში მუშაობდა, ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავია - ტომას მუნიეს ისტორია

აღსანიშნავია, რომ მენიე თავიდან ფორვარდად თამაშობდა, თუმცა ერთ დღეს "შავ-ლურჯებს" ყველა მარჯვენა მცველი დაემტვრათ, ტომასი ავანტიურაზე წავიდა და მათი ადგილი დაიკავა. სწორედ ამ პოზიციაზე გაიხსნა ბელგიელი ყველაზე კარგად. იმის შემდეგ, მენიე შეუცვლელი ფიგურა იყო "ბრიუგეს" დაცვაში, ტომასმა ეროვნულ ნაკრებშიც კი დაიმსახურა მოწვევა. ევრო 2016-ის მერე კი ბელგიელმა საბოლოოდ შეაბიჯა დიდ ფეხბურთში, მენიე "პსჟ"-ში გადავიდა.

7 წლის წინ ის ქარხანაში მუშაობდა, ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავია - ტომას მუნიეს ისტორია

პარიზელებმა 6 მილიონ ევროდ იყიდეს ის, 475 ათასი კი "ვირტონში" ჩაირიცხა. ახლა მენიე "პარკ დე პრენსზე" დამსწრე პუბლიკის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშეა. ტომასი არც გოლების გატანას ივიწყებს, გასული წლის აგვისტოში მან ჰეტ-ტრიკი შეასრულა გიბრალტარის ნაკრების კარში. ბელგიელზე ფიქრობენ "რეალი" და "იუვენტუსი", ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" კი მენიემ უკვე უთხრა უარი. ცნობისთვის "წითელი ეშმაკები" ჯერ კიდევ "ბრიუგეში" ყოფნის დროს აკვირდებოდნენ ტომასს.



ესეთია ფეხბურთელის ისტორია, რომელიც12 წლის წინ გაუშვეს "სტანდარტის" აკადემიიდან. მენიე თამაშობდა ბელგიის მე-3 დივიზიონში, მუშაობდა ქარხანაში, ორჯერ დანებდა, მაგრამ მან მაინც აისრულა ოცნება. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტომასი დღეს დანი ალვეშის კონკურენტი იქნებოდა "პსჟ"-ში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რონალდომ ახალი გუნდით, რეალს ლა ლიგის ცხრილში გადაასწრო

2018 წელს, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდომ "ვალიადოლიდი" შეიძინა და მისი გუნდი ლა ლიგაში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს.

დღეს, 00:43

იკარდიმ მილანს 92-ე წუთზე გაუტანა და ინტერს 3 ქულა მოუტანა [VIDEO]

სერია A-ს მე-9 ტურის მატჩში "ინტერმა" "მილანი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს, 00:39

MARCA-ს გამოკითხვა - უნდა გაათავისუფლონ თუ არა ლოპეტეგი?

ლა ლიგის გასული ტურის მატჩში "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ლევანტე" მიიღო და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 00:02

"ახლა ბარსელონაში ვარ", - ნეიმარი ტრანსფერს გამოეხმაურა [VIDEO]

გასულ კვირაში, ესპანური პრესა წერდა, რომ ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.

დღეს, 00:00

"რეალსა და ბარსელონას წარმატებებს ვუსურვებ", - მარკინიოსი ნეიმარის ტრანსფერზე

"პარი სენ ჟერმენის" მცველმა მარკინიოსმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 23:57

ბარსელონამ ბიუჯეტი დაამტკიცა - 929 მილიონი ევრო

ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ "ბარსელონამ" 2018-2019 წლების სეზონისთვის ბიუჯეტი დაამტკიცა - 929 მილიონი ევრო.

გუშინ, 23:54

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა!

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.

გუშინ, 23:51

ანრიმ მონაკოსთან ერთად ისტორიაში რიგით მე-2 ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა

ტიერი ანრი "მონაკოს" მთავარი მწვრთნელი გახდა და მან პირველი მატჩი უკვე ჩაატარა.

გუშინ, 23:49

სარი: "ჩვენი მხარე მართალი არ იყო"

"ჩელის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ "მანჩესტერთან" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

გუშინ, 23:46

ლოპეტეგიმ შესაძლო გათავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ შესაძლო გათავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 23:40

პერესმა თურქეთში დარეკა - ლოპეტეგის შემცვლელი გზაშია

ცნობილი ესპანური გამოცემა AS წერს, რომ ფლორენტინო პერესმა ხულენ ლოპეტეგის შემცვლელზე მუშაობა უკვე დაიწყო.

გუშინ, 23:38

ვინიციუსი ელ კლასიკოში ვერ ითამაშებს - ბრაზილიელმა წითელი მიიღო [VIDEO]

მომდევნო კვირას, ელ კლასიკო გაიმართება, სადაც ლიონელ მესი მონაწილეობას ვერ მიიღებს

გუშინ, 23:34

საბა კვერკველია რუსეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

კვერკველია რუსეთში გამოარჩიეს და მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

გუშინ, 23:32

პიკემ მესი გაამხნევა

"ბარსელონას" მცველი ხერარდ პიკე ლიონელ მესის ტრავმას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:31

ბარსელონამ 20 წლის ამერიკელისთვის სკაუტები მეორედ გაგზავნა

"ბარსელონამ" "რივერ პლეიტისა" და "გრემიოს" მატჩზე სკაუტები გაგზავნა, რათაც არგენტინული კლუბის ახალგაზრდა მოთამაშისთვის თვალი ედევნებინათ.

გუშინ, 23:28

"ნეიმარი და რონალდუ? ზაას შეჩერება უფრო რთულია", - ლივერპულის მცველი

20 წლის ფეხბურთელი მერსისაიდულ გუნდში 2016 წელს გადავიდა და ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა.

გუშინ, 23:23

FA დისკვალიფიკაციისთვის ემზადება

"ჩელსისა" და "მანჩესტერის" მატჩში, როს ბარკლიმ გოლი 95-ე წუთზე გაიტანა, მაურისიო სარის ასისტენტმა მარკო იენიმ კი გოლი პირდაპირ ჟოზე მოურინიოს წინ აღნიშნა.

გუშინ, 23:19

ჩელსის დირექტორები მწვრთნელის წინააღმდეგ

ინფრომაციას Sky Sports თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუშინ, 23:16

Sky Sports: რეალი ლოპეტეგის ათავისუფლებს

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sky Sports თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფლორენტინო პერესი მალე ხულენ ლოპეტეგის გაათავისულებს.

გუშინ, 23:12

ჩაკვეტაძეს ვერც ბელგიაში აჩერებენ - ქართველმა ტალანტმა გენტის მაისურით გაიტანა [VIDEO]

ქართველმა ტალანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად, მან თავი "გენტში" გამოიჩინა.

გუშინ, 21:29

Marca: ლოპეტეგი რეალში უკანასკნელ საათებს ითვლის, მისი შემცვლელიც პრაქტიკულად ცნობილია

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, დიდია იმის ალბათობა, რომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი, დაკავებული თანამდებობიდან უკვე რამდენიმე საათში გაათავისუფლონ.

გუშინ, 21:21

მამუკა კობახიძემ ტორპედო სენსაციურ მარცხს გადაარჩინა [გოლები]

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში გაიმართა საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი "ტორპედოსა" და "რუსთავს" შორის.

გუშინ, 20:08

შეკითხვები, რომლებსაც, მიმდინარე სეზონის სტარტზე, ბარსელონა იწვევს

"სევილიასთან" შეხვედრაში, "ბარსელონას" მოუვიდა უარესი, რაც კი შეიძლებოდა, რომ მოსვლოდა...

გუშინ, 19:28

დიდი 10: ლელო სარასენსმა არმიას ბონუსით სძლია, ხარებმა არმაზს აჯობეს

დღეს დიდი 10-ის მეშვიდე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

გუშინ, 19:19

ვინისიუსის ბრწყინვალე გოლი რეალის მეორე გუნდის რიგებში [VIDEO]

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა, მეორე გუნდი მარცხისგან ბრწყინვალე გოლით იხსნა.

გუშინ, 18:25

რეალი კონტესთან მოლაპარაკებებს ცსკასთან მარცხის შემდეგ აწარმოებს?!

ხულენ ლოპეტეგის გათავისუფლების შემთხვევაში, მადრიდის "რეალი" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იტალიელ სპეციალისტს, ანტონიო კონტეს მოიაზრებს.

გუშინ, 18:17

უგოლო ფრე დინამო არენაზე - დინამომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში გაიმაართა თბილისური დერბი "დინამოსა " და "ლოკომოტივს" შორის.

გუშინ, 17:54

ცნობილი პორნოვარსკვლავი: "რონალდუ მონსტრი არ არის. არამგონია, მას ვინმეზე ეძალადა"

ცნობილმა პორნოვარსკვლავმა, როკო სიფრედიმ კრიშტიანუ რონალდუს მხარი საჯაროდ დაუჭირა.

გუშინ, 17:25

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები