ავტორიზაცია

ვოლფსბურგის მთავარმა მწვრთნელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა

ვოლფსბურგის მთავარმა მწვრთნელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა
თარიღი 19 თებ 2018, 23:12
"ვოლფსბურგის" თავკაცმა, მარტინ შმიდტმა კლუბი თავისი სურვილით დატოვა. "მგლების" ხელმძღვანელებმა 50 წლის შვეიცარიელი სპეციალისტის გადაწყვეტილება მიიღეს.

თავკაცს უნდა, რომ გუნდმა შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობა იპოვნოს, ამიტომაც წასვლა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, შმიდტი "ვოლფსბურგს" სათავეში გასული წლის სექტემბერში ანდრიეს იონკერის შემდეგ ჩაუდგა.

23 ტურის შემდეგ, "მგლები" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-14 ადგილს იკავებენ.