ავტორიზაცია

ვოლფსბურგს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ვოლფსბურგს ახალი მწვრთნელი ჰყავს
თარიღი 20 თებ 2018, 16:29
ცნობილია იმ მწვრთნელის ვინაობა, რომელიც "ვოლფსბურგის" თავკაცის პოსტზე მარტინ შმიდტს შეცვლის.

ასე და ამგვარად, "მგლებს" ბრუნო ლაბადია უხელმძღვანელებს, რომელმაც კლუბთან ნახევარწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, იტყობინება გერმანული კლუბის ოფიციალური საიტი.

ბოლოს ლაბადია ასევე გერმანულ "ჰამბურგს" ედგა სათავეში.

შეგახსენებთ, შმიდტი "ვოლფსბურგს" გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული წვრთნიდა. 23 ტურის შემდეგ, "მგლები" გერმანიის ჩემპიონატში 24 ქულით მე-14 ადგილს იკავებენ.