ვალენსია - ბარსელონა: ბარსა ზედიზედ მეხუთე ფინალს უმიზნებს


ვალენსია - ბარსელონა: ბარსა ზედიზედ მეხუთე ფინალს უმიზნებს

დღეს ღამით "მესტალიაზე" ესპანეთის სამეფო თასის მეორე განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება და ფინალში "სევილიას" მეტოქე გაირკვევა.

მეორე ფინალისტის ვინაობა "ვალენსიასა" და "ბარსელონას" უაღრესად საინტერესო თამაშში გახდება ცნობილი.

ჩემპიონატი: ესპანეთის თასი, 1/2 ფინალი
დაწყების დრო: 00:30 საათი
სტადიონი: "მესტალია", ვალენსია
პირველი მატჩის შედეგი: ბარსელონა 1:0 ვალენსია

კატალონიურ დერბიში, საშინელი პირობების ფონზე, საკმაოდ მძიმე ბრძოლის შემდეგ "ბარსელონა" ხასიათის გამოსწორებას და ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ზედიზედ მეხუთედ გასვლას შეეცდება.

ვალენსია - ბარსელონა: ბარსა ზედიზედ მეხუთე ფინალს უმიზნებს

ერნესტო ვალვერდეს გუნდმა პირველი თამაში ლუის სუარესის გოლით მშრალად მოიგო და "მესტალიაზე" "ბლაუგრანას" მთავარი მიზანი გოლის გატანა იქნება, რის შემდეგაც "ღამურების" ამოცანა ძალიან რთული გახდება.

"ბარსელონამ" მიმდინარე სეზონში ერთადერთი თამაში წააგო და ეს კოპა დელ რეის წინა ეტაპზე "ესპანიოლთან" გასვლით შეხვედრაში მოხდა, ამიტომ სტუმრებს მაქსიმალური კონცენტრაცია და ყურადღება მართებთ.

"ვალენსიას" ურთულესი კალენდარი აქვს - ორი კვირის განმავლობაში მარსელინიო ტორალის გუნდი "რეალს", "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" მიყოლებით შეხვდა, ახლა კი კატალონიურ გრანდს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება.

ვალენსია - ბარსელონა: ბარსა ზედიზედ მეხუთე ფინალს უმიზნებს

"კამპ ნოუზე" ვალენსიური კლუბი ცუდად არ გამოიყურებოდა და მიუხედავად მშრალი მარცხისა, "ღამურებს" შანსები ჯერ კიდევ აქვთ და საკუთარ მოედანზე არაფერს დათმობენ.

მძიმე თამაშების გამო "ვალენსიას" წაგებები დაუგროვდა და ნეგატიური განწყობის შესაცვლელად ესპანური ფეხბურთის გიგანტის დამარცხება, თუნაც ფინალში ვერ გასვლის შემთხვევაში, დადებითი ფსიქოლოგიური ბიძგი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

"ვალენსიას" გონსალო გედეში სავარაუდოდ კვლავ ვერ დაეხმარება, ვინაიდან პორტუგალიელი 100%-თ არ არის მზად. გარდა ამისა, გუნდს ანდრეას ფერეირაც აკლია, რომელმაც ამ გუნდების პირველ თამაშში, სერხი რობერტოსთან შეჯახების შემდეგ, მიიღო დაზიანება.

"ბარსელონას" კი კვლავ უსმან დემბელე აკლია. გუნდის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ხერარდ პიკემ მუხლის ტრავმა მიიღო, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს განცხადებით, ესპანელმა შესაძლოა ითამაშოს. თუ პიკე არ იქნება, მაშინ შანსი ახალგაზრდა კოლუმბიელ მცველს, იერი მინას, მიეცემა, ვინაიდან ტომას ვერმალენიც ლაზარეთშია.

ვალენსია: ხაუმე; მონტოია, გაბრიელი, გარაი, გაია; სოლერი, პარეხო, კონდოგბია, ლატო; მინა, როდრიგო.

ბარსელონა: სილესენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, პაულინიო, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი.

საინტერესო ფაქტები

კატალონიის "ბარსელონა" კოპა დელ რეის ზედიზედ მეხუთე ფინალს უმიზნებს. წინა 4 შემთხვევიდან "ბლაუგრანამ" სამჯერ ტიტული მოიპოვა, თანაც ზედიზედ.

"ვალენსია" კი ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ბოლოს 2008 წელს გავიდა, როდესაც გადამწყვეტ ბრძოლაში "ხეტაფე" 3:1 დაამარცხა და ტურნირიც მოიგო.

ვალენსია - ბარსელონა: ბარსა ზედიზედ მეხუთე ფინალს უმიზნებს

"ბარსელონა" და "ვალენსია" ესპანეთის სამეფო თასზე ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან. წინა სამი შემთხვევიდან სამივე პაექრობა 1/2 ფინალურ ეტაპზე შედგა.

2015/16 წლების სეზონში "ბარსამ" ვალენსიური კლუბი ორი მატჩის ჯამში 8:1 გაანადგურა, 2012/13 წლების სეზონში კი 3:1 დაამარცხა. საბოლოოდ, კატალონიელებმა ორივე სეზონში ესპანეთის სამეფო თასი მოიპოვეს.

2007/08 წლების სეზონში კი გამარჯვება უკვე "ვალენსიამ" მოიპოვა (4:3) და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

"ვალენსიას" ესპანეთის თასზე ბოლო 22 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული (14 მოგება, 7 ფრე).

"ბარსელონამ" კი კოპა დელ რეის მიმდინარე სეზონში სამი გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (1 ფრე, 1 წაგება).

"ბლაუგრანას" ვალენსიური კლუბი "მესტალიაზე" ესპანეთის თასის ეგიდით არასოდეს დაუმარცხებია - 2 ფრე, 1 მარცხი.

ვალენსია - ბარსელონა: ბარსა ზედიზედ მეხუთე ფინალს უმიზნებს

ლეო მესიმ "მესტალიაზე" "ვალენსიას" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში 9 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კუმანმა ახსნა, თუ რატომ ვერ დამკვიდრდა დეპაი მანჩესტერში

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, მემფის დეპაის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 17:25

"არ ვიცი, ეყოფათ თუ არა მათ ძალები", - იტალიელმა ლეგენდამ იუვესა და ინტერს შორის არჩევანი გააკეთა

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, დინო ძოფმა ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი" შეადარა:

დღეს, 17:14

რაკიტიჩმა იუვენტუსი აირჩია!

Sport.es-ის ცნობით, ივან რაკიტიჩმა "იუვენტუსს", "ატლეტიკოსა" და "ინტერს" შორის არჩევანი გააკეთა.

დღეს, 17:06

ნიკა ამაშუკელი: "დიდი პატივია, როდესაც 139-წლიანი ისტორიის მქონე გუნდის თამაშს მსაჯობ"

გუშინ ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო.

დღეს, 16:41

"ნეიმარის დაბრუნების ვარიანტს მართლაც განვიხილავთ", - აბიდალმა დაადასტურა

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, ნეიმარის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 16:27

მიზეზი, რის გამოც ბეილის ჩინეთში გადასვლა გარდაუვალია

As-ის ცნობით, გარეტ ბეილი მადრიდის "რეალის" დატოვებასთან ახლოს იმყოფება.

დღეს, 16:19

რედნაპი: "იანვრამდე უნდა დავიცადოთ და შემდეგ ერიქსენის გაყიდვა ვცადოთ, მაგრამ ალბათ უარს იტყვის"

„ტოტენჰემის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა, გუნდს იანვარში კრისტიან ერიქსენის გაყიდვა ურჩია.

დღეს, 14:54

პერესი: "ამ გუნდმა ყველაფერი მოიგო, მისი ფეხბურთელები კი - ლეგენდები არიან"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა გუნდის ფასეულობებზე და პერსპექტივებზე ისაუბრა.

დღეს, 14:51

"შეიძლება ბოლო სეზონიც იყოს", - პიკე კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

„ბარსელონას“ მცველი, ჟერარ პიკე, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყოფნის პერიდოს არ ივიწყებს.

დღეს, 14:47

ბაიერნში წამსვლელი სანეს შემცვლელი სიტიმ ბაიერნშივე იპოვნა

„მანჩესტერ სიტი“ გერმანელი შემტევის წასვლისთვის ემზადება.

დღეს, 14:41

კროოსი: "გერმანიას ევრო 2020-ს ფავორიტად არ მოვიაზრებ"

გერმანიის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ტონი კროოსი, თავის გუნდს ევრო 2020-ს ერთ-ერთ ფავორიტად არ მოიაზრებს.

დღეს, 14:38

დანილო: "რონალდუ ხუმრობს, რომ მასთან ერთად ბრაზილიას ხუთჯერ მეტი მსოფლიო ექნებოდა მოგებული"

„იუვენტუსის“ განაპირა მცველმა, დანილომ, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

დღეს, 14:35

კრაუჩი: "მესი - ცოცხალი ძეგლია. შვილიშვილებს მოვუყვები, რომ მოედანზე მასთან ერთად ვიყავი"

„ლივერპულის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, პიტერ კრაუჩმა, ლეო მესიზე ისაუბრა.

დღეს, 14:30

ვიტსელი: "ევროზე შესაძლოა სიურპრიზი ვიხილოთ და რუსეთის ნაკრები ფინალში გავიდეს"

ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა, აქსელ ვიტსელმა, რუსეთთან გამარჯვებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:59

აზარი: "უნდა ვაღიარო, რუსეთმა კარგად ითამაშა, უბრალოდ ცოტა არ გაუმართლა"

ბელგიის ნაკრების ლიდერმა, ედენ აზარმა, რუსეთთან მოპოვებული გამარჯვება (4:1) შეაფასა.

დღეს, 13:56

აბიდალი: "მესის და ფატის კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხს ვაგვარებთ"

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, ანსუ ფატის და ლეო მესის შესაძლო ახალ კონტრაქტებზე ისაუბრა.

დღეს, 13:55

რეალში კვლავ ცვლილებები იგეგმება! პერესი ოთხ ფეხბურთელს აკვირდება

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი სატრანსფერო სამიზნეებზე ფიქრს არ წყვეტს.

დღეს, 13:50

კოსოვოს მწვრთნელი:" სტერლინგის შესაჩერებლად შეგვიძლია მას ფეხი მოვტეხოთ"

კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარ შალანდმა, ინგლისთან მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.

დღეს, 13:47

რონალდუს ტრავმის სიყალბის სამედიცინო მტკიცებულება - რატომ იტყუება სარი?

ტურინის "იუვენტუსის" უკანასკნელ ორ შეხვედრაში ვხედავთ უცნაურ სურათს - კრიშტიანუ რონალდუს თამაშიდან დროზე ადრე ხსნიან.

დღეს, 13:45

ნაპოლის პრეზიდენტი საკუთარ ფეხბურთელებზე სასამართლოში ჩივილს აპირებს

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, საკუთარი გუნდის ფეხბურთელებზე სასამართლოში ჩივილს აპირებს, იტყობინება იტალიური Tuttosport.

დღეს, 13:43

ასეც ხდება 2.0 - იტალიური საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი 27:0-ს მოგების გამო გააგდეს

იტალიური „ინვიკტასაუროს“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი, „მარინ კალჩოს“ 27:0-ს დამარცხების შემდეგ გაათავისუფლეს.

დღეს, 13:38

დიდი 10: ქამბექების შაბათი თბილისში

შაბათს დიდი 10-ის მერვე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივეში საოცარი ფინიში ვიხილეთ.

დღეს, 13:33

რივალდომ ტიტე 10-ნომრიანი მაისურის პაკეტასთვის მიცემის გამო გააკრიტიკა, პოსტი ნეიმარმა მოიწონა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რივალდომ, ტიტეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელმაც არგენტინასთან მატჩში ათნომრიანი მაისური ლუკას პაკეტას ჩააცვა.

დღეს, 13:31

ჩელენჯ თასი: ყაულაშვილის ბორდომ ჟვანიას უოსპსი დაამარცხა

შაბათს ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 12:59

ლივერპულის მორიგი უნიკალური მიღწევა პრემიერ ლიგაში

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპული" პრემიერ ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს.

დღეს, 11:53

"იუვეს წარმომადგენლები წლების წინ ორ ტრაქტორს შემპირდნენ, მაგრამ მათ არაფერი უჩუქებიათ", - კინის მამა

მოიზე კინის მამამ, ჟანმა, ტურინის "იუვენტუსთან" დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა:

დღეს, 11:44

მანჩესტერი სანჩოსთვის ბრძოლას გამოეთიშა

The Mirror-ის ცნობით, ჯეიდონ სანჩოს ერთით ნაკლები ტოპ-მსურველი გაუხდა.

დღეს, 11:32

"თამაში და ტიტულების მოგების სურვილი, ბარსაში დარჩენაზე მაღლა დგას", - რაკიტიჩი

"ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა საინტერესო და გულახდილი განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:24

"მესი ბუნებრივად არის ასეთი, რონალდუს კი ბევრი შრომა სჭირდება", - იტალიის ექს-მწვრთნელი

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა:

დღეს, 11:13

"რთულია 185-დან ერთის ამორჩევა", - სუარესმა ბარსას რიგებში თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი დაასახელა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა კატალონიელთა რიგებში თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი დაასახელა:

დღეს, 11:03

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10