ინგლისურ ფეხბურთში დისკრიმინაცია 32%-ით გაიზარდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინგლისურ ფეხბურთში დისკრიმინაცია 32%-ით გაიზარდა


ინგლისურ ფეხბურთში დისკრიმინაცია 32%-ით გაიზარდა

ცნობილი ბრიტანული გამოცემები ორგანიზაცია Kick It Out-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით, ინგლისურ ფეხბურთში დისკრიმინაციაზე წერენ.

გასულ სეზონთან შედარებით, მიმდინარე სეზონში ინგლისის რანგით 4 ყველაზე მაღალ ლიგაში (პრემიერ ლიგა, ჩემპიონშიფი, ლიგა 1, ლიგა 2) დისკრიმინაციის ფაქტები 32%-ით გაიზარდა.

2017-2018 წლების სეზონში, სტატისტიკა ასეთია:

რასიზმი - 151 ფაქტი

ჰომოფობია (ანტი-LGBT) - 63 ფაქტი

ანტი-სემიტიზმი (ებრაელების შეურაცხყოფა, ან მათი რელიგიის) - 25 ფაქტი

შშმ პირთა უფლებების დარღვევა - 19 ფაქტი

სექსიზმი - 17 ფაქტი

ანტი-ისლამური - 7 ფაქტი

რაც შეეხება ფოტოს, რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერის" ფანების მხრიდანვე გახდა რასიზმის მსხვერპლი. მას სიმღერა დაუწერეს, რაზეც თავადვე განაცხადა, რომ არ სიამოვნებდა, რადგან რასიზმის ნიშნებს ხედავდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები