» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

"თბილისის დინამოში დამიწუნეს და კალათბურთის თამაში მირჩიეს," - საბა კვერკველიას ისტორია



საბა კვერკველია - ორჯერ ზედიზედ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და რუსეთის ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო მცველი მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობით. "ლოკომოტივის" ცენტრალური მცველის მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული მაჩვენებელი 73-ს შეადგენს, ამაზე მეტი რუსეთში არავის აქვს. მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის, რა თქმა უნდა ეს უმთავრესი კრიტერიუმია.

კვერკველია არ არის სტერეოტიპული ქართველი მოთამაშე, რომელიც ფეხბურთის თამაშთან ერთად არც ქეიფსა და დროსტარებას იკლებს. პირიქით, საბა საოცრად კონცენტრირებული, მოტივირებული და თავდაჯარებულია. რუსებმა მას შეარქვეს "გიგანტი, რომელიც მუდამ ფხიზლადაა".

"თბილისის დინამოში დამიწუნეს და კალათბურთის თამაში მირჩიეს," - საბა კვერკველიას ისტორია

აღსანიშნავია, რომ რუსეთში საბას გვარს შეცდომით წარმოთქვავენ. საქმე იმაშია, რომ მეპასპორტემ თავის დროზე კვირკველიას ნაცვლად კვერკველია ჩაწერა, რის შემდეგაც საფეხბურთო სამყაროსთვის ქართელი მცველი ცნობილი გახდა სწორედ როგორც კვერკველია.

მამამისი თავის დროზე სამტრედიის "ლოკომოტივის" დიდი გულშემატკივარი იყო, მის მეგობარს კი გახსნილი ჰქონდა საფეხბურთო სკოლა სახელად "გლორია". საბა მანდ 8 წლის ასაკში მოხვდა, 5 წლის შემდეგ კი ის გაემგზავრა თბილისში, სადაც ჯერ "დინამოში" ივარჯიშა, მერე კი "თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში".

"თბილისის დინამოში დამიწუნეს და კალათბურთის თამაში მირჩიეს," - საბა კვერკველიას ისტორია

საბამ ვერ მოახერხა "დინამოში" თავის მოწონება სელექციონერებისთვის, ის გაუშვეს სიტყვებით: "კალათბურთის თამაში ხომ არ გეცადა? სიმაღლეც ხელს გიწყობს,"

კვერკველიას მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებდა. იმ დროს ის უკვე "მილანს" გულშემატკივრობდა, მისი კუმირები კი კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკო იყვნენ.

"კალაძის კარიერა არის ყველა ქართველი ბავშვისთვის მაგალითი იმისა, რომ შრომისა და მონდომების საფუძველზე, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. მე დღემდე იმ ოცნებით ვცოცხლობ, რომ მისნაირი ვიყო. კახას გარდა კიდევ შევჩენკოზეც ვგიჯდებოდი, უკრაინელი ნამდვილი სუპერ-ფორვარდი იყო, დღემდე მაქვს მისი პოსტერი ოთახში,"

"თბილისის დინამოში დამიწუნეს და კალათბურთის თამაში მირჩიეს," - საბა კვერკველიას ისტორია

17 წლის ასაკში კვერკველია შენიშნა რევაზ ჩელებაძემ. ექს-ფეხბურთელი შეპირდა პატარა საბას, რომ კარგი გუნდის მოძებნაში დაეხმარებოდა მას. რევაზმა თავდაპირველად დონეცკის "შახტარში" გაუშვა ქართველი მცველი სინჯებზე, თუმცა დონბასელებმა დაიწუნეს საბა, მიზეზად კი დაასახელეს არასაკმარისი ტექნიკურობა.

"შახტარის" შემდეგ, ჩელებაძემ "ზენიტის" დუბლში მოაწყო კვერკველია. თავდაპირველად საბას ძალიან უჭირდა ადაპტაცია, რადგან მან საერთოდ არ იცოდა რუსული ენა, თუმცა სამი თვის მერე ქართველი უკვე თავისუფლად ეკონტაქტებოდა თანაგუნდელებს. პეტერბურგულ კლუბში საბა ვარჯიშობდა ბრუნო ალვეშის, მატეა კეჟმანისა და ანატოლი ტიმოშიუკის გვერდით.

"თბილისის დინამოში დამიწუნეს და კალათბურთის თამაში მირჩიეს," - საბა კვერკველიას ისტორია

კვერკველია დიდხანს არ გაჩერებულა "ზენიტში", რადგან ერთ-ერთი მატჩის დროს, რომელიც "რუბინის" წინააღმდეგ იყო, ის ძალიან მოეწონა ყაზანური კლუბის სელექციონერებს, რომლებიც მზად იყვნენ კონტრაქტის გასაფორმებლად. საბას დიდხანს არ უფიქრია, მან მალევე მიიღო ყაზანელთა წინადადება.

ნახევარი წლის შემდეგ, კვერკველია მოედანზე შეხვდა თავის კუმირს - ანდრეი შევჩენკოს. ქართველმა ერთ-ერთ მომენტში ბურთიც კი წაართვა უკრაინელ ლეგენდას, მისმა "რუბინმა" კი გამოთიშა კიევის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევიდან.

"თბილისის დინამოში დამიწუნეს და კალათბურთის თამაში მირჩიეს," - საბა კვერკველიას ისტორია

სამწუხაროდ, არასაკმარისი გამოცდილების გამო, კვერკველიას რამდენიმე წარუმატებელი მატჩიც ჰქონდა "რუბინში". ყველაზე ავად გასახსენებელი შეხვედრა ისევ და ისევ ჩემპიონთა ლიგაზე იყო "ლიონის" წინააღმდეგ, რომელშიც საბამ გომისის გადაცემა ჩაჭრა საკუთარ კარში.

სათამაშო პრაქტიკის შესაძენად, "რუბინმა" კვერკველია იჯარით "ნეფტეხიმიკში" გაუშვა, რომელშიც ქართველმა ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი. საბას უშუალო მონაწილეობით, ამ კლუბმა რუსეთის მეორე დივიზიონში სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. იმ დროს "რუბინი" დატოვა სალვატორე ბოკეტიმ, მის შემცვლელად კი ყაზანელებმა სწორედ კვერკველია დაიბრუნეს.

"თბილისის დინამოში დამიწუნეს და კალათბურთის თამაში მირჩიეს," - საბა კვერკველიას ისტორია

საბა უფრო დაღვინებული დაბრუნდა "რუბინში", თუმცა ამჯერად უკვე სხვა პრობლემამ იფეთქა. საქმე იმაში იყო, რომ გუნდი დატოვა ყურბან ბერდიევმა, მის ნაცვლად კი მოვიდა ესპანელი ხავი გარსია, რომლის სამწვრთნელო მეთოდები რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც "რუბინს" ბერდიევმა შეაჩვია.

კვერკველიას თავიდანვე ვერ აეწყო ურთიერთობა გარსიასთან. ესპანელმა პირდაპირ განუცხადა ქართველს, რომ გუნდში მისი ადგილი არ იყო, მაგრამ ამავდროულად გარსია არც სხვა კლუბში გადასვლის ნებას აძლევდა საბას.

"გარსია ნამდვილი მასხარა იყო, ძალიან ვნანობ, რომ მხოლოდ ამ სიტყვით შემოვიფარგლე, როდესაც საუბარი მასზე ჩამოვარდა,"

"თბილისის დინამოში დამიწუნეს და კალათბურთის თამაში მირჩიეს," - საბა კვერკველიას ისტორია

კვერკველიას კარიერის გადამრჩენელად იური სიომინი მოევლინა, რომელმაც 2017 წელს მაინც დააღწევინა თავი "რუბინის" გამოქვაბულიდან საბას. სიომინს მუდამ განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა ქართველ ფეხბურთელებთან. მის ხელში "ლოკომოტივში" თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებდნენ ზაზა ჯანაშია, მალხაზ ასათიანი და მიხეილ აშვეთია.

საბამ მალევე გამონახა საერთო ენა იური პავლოვიჩთან და სადებიუტო სეზონშივე ქართველი რუსეთის თასის მფლობელი გახდა. ჩორლუკას ტრავმის შემდეგ კი კვერკველია საბოლოოდ გაშინაურდა "ლოკომოტივის" ძირითადში.

"თბილისის დინამოში დამიწუნეს და კალათბურთის თამაში მირჩიეს," - საბა კვერკველიას ისტორია

მიმდინარე სეზონში ქართველმა "რკინიგზელთა" 20-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინტერნეტ-გამოცემა "Who Scored"-მა ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა საბა და შემდეგნაირად დაახასიათა იგი:

"კვერკველიას არ გააჩნია გამოკვეთილად სუსტი წერტილები, ბურთის ართმევის მაჩვენებლით კი ის საერთოდ საუკეთესოა ჩემპიონატში. ამის გარდა, საბა შესანიშნავად ფლობს ბურთს და თავის მთავარ კოზირს - სიმაღლეს, იდეალურად იყენებს"

"თბილისის დინამოში დამიწუნეს და კალათბურთის თამაში მირჩიეს," - საბა კვერკველიას ისტორია

აღსანიშნავია, რომ როდესაც რუსეთის ნაკრების სათავეში ფაბიო კაპელო იყო, მისი სელექციონერები აქტიურად იწვევდნენ კვერკველიას ეროვნულ გუნდში, თუმცა საბამ არც კი განიხილა ეს შემოთავაზება და თავისი სამშობლოს ერთგული დარჩა. თანამედროვე ფეხბურთში მსგავსი საქციელი მართლაც დასაფასებელია, რადგან მოთამაშეები ადრეული ასაკიდანვე იცვლიან მოქალაქეობას იმისთვის, რომ ძლიერ ნაკრებში ითამაშონ.

"მხოლოდ და მხოლოდ საქართველო! ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო. საყვარელი ქალაქი კი თბილისია, მაგრამ პირველ რიგში მცხეთის მონახულებას გირჩევთ, რადგან იქ უამრავი ისტორიული ტაძარი და ულამაზესი ბუნებაა,"

"თბილისის დინამოში დამიწუნეს და კალათბურთის თამაში მირჩიეს," - საბა კვერკველიას ისტორია

საბა არის სამაგალითო მეოჯახე. მას არ უყვარს დალევა და იგი თავისუფალ დროს მეუღლესა და შვილებთან ერთად ატარებს. სხვადასხვა სპორტულ გამოცემებში რეგულარულად იწერება, რომ კვერკველიათი ევროპული კლუბები ინტერესდებიან. ქართველის გარშემო არც მეტი არც ნაკლები "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" სახელები ფიგურირებს.

"თბილისის დინამოში დამიწუნეს და კალათბურთის თამაში მირჩიეს," - საბა კვერკველიას ისტორია

ვნახოთ, მიაღწევს თუ არა საბა პრემიერ ლიგის დონეს, იქამდე კი ქართველ გულშემატკივრებს შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან ჩვენს ნაკრებს უკვე ახლა ჰყავს ერთ პოზიციაზე მაინც საიმედო მოთამაშე.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

განახლებადი: ჩემპიონთა ლიგა, დღე 2! - ყველაფერი დღევანდელ მატჩებზე

ყველაფერი, რაც დღევანდელი მატჩების შესახებ უნდა იცოდე, აქ გელოდება!

დღეს, 10:54

ოფიციალურად: იუვენტუსის მწვრთნელი პირლო იქნება

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო იქნება.

დღეს, 22:17

ვარანის კოშმარი გრძელდება - ანტი-რეკორდი: პირველად 2016 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" კარში "მანჩესტერ სიტის" მიერ გატანილი ორივე გოლი რაფაელ ვარანის შეცდომებს მოჰყვა.

დღეს, 21:47

სიტიმ რეალს ლივერპულთან 0:5 გაახსენა - პირველად 2009 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" ორი შეხვედრის ჯამში გამოვარდა.

დღეს, 21:31

რამდენი ბურთით უსწრებს რონალდუ ლეოს ჩემპიონთა ლიგაზე საერთო გოლების რაოდენობით?

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე საერთო ჯამში 130 გოლი დაუგროვდა.

დღეს, 21:16

პეპმა რეალთან მატჩების საუკეთესო მოთამაშე დაასახელა: "ორივე შეხვედრაში საოცარი იყო"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდის "რეალთან" ორრაუნდიანი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა:

დღეს, 21:02

რა შემთხვევაში წავა ზიდანი? - ფრანგის პასუხი

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც მას კლუბიდან წასვლა შეუძლია:

დღეს, 20:49

სარის პირველი კომენტარი იუვენტუსიდან დათხოვნის შემდეგ

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ, მაურიციო სარიმ პირველი კომენტარი გააკეთა:

დღეს, 20:34

რამოსი: "უცნაური და მძიმე სეზონი როგორც იქნა დასრულდა"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა თავისი გუნდის აწი უკვე ყველა ფრონტზე დასრულებული სეზონი შეაჯამა:

დღეს, 20:20

ჩემპიონთა ლიგის წინ - ტუხელმა პსჟ-ს ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, წერს კლუბის პრესსამსახური.

დღეს, 19:13

იუვენტუსს სარისთან კონტრაქტის გაწყვეტა სერიოზული თანხა უჯდება

"იუვენტუსი" ვალდებულია მაურისიო სარის კონტრაქტის გაწყვეტისთვის სერიოზული თანხა გადაუხადოს.

დღეს, 19:04

ლეო მესის ანტიკორონავირუსულ მატრასზე სძინავს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ იპოვნა გზა, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი კორონავირუსისგან.

დღეს, 18:38

იუვენტუსმა შეთავაზება გააკეთა, ზიდანის პასუხმა არ დააყოვნა

"იუვენტუსი" გუნდში "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის მიწვევას ცდილობს.

დღეს, 18:18

ვინ შეცვლის სარის? - იუვენტუსში მორიგი კანდიდატი შეარჩიეს

მოგეხსენებათ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "იუვენტუსმა" მაურისიო სარი გაათავისუფლა.

დღეს, 17:55

სარის შემდეგ, იუვენტუსმა შესაძლოა სპორტული დირექტორიც გაუშვას

"იუვენტუსის" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი შესაძლოა გაათავისუფლონ, წერს Sky Sport Italia.

დღეს, 17:51

შეთავაზება გაკეთდა, იუვენტუსმა სარის შემცვლელს უკვე მიაგნო?!

მოგეხსენებათ, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ მაურისიო სარის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 17:44

მესი: "ცვლილებებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაპოლის ვერ დავამარცხებთ"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.

დღეს, 17:36

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ", - მატეის დე ლიგტი

"იუვენტუსის" მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 17:24

დეპაიმ ჩემპიონთა ლიგაზე ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა

"ლიონის" თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "იუვენტუსის" (1:2) კარის აღება მოახერხა.

დღეს, 17:18

ოფიციალურად: იუვენტუსმა მაურისიო სარი გაათავისუფლა

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

დღეს, 17:10

"ვიცოდით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო", - ლიონის გოლკიპერი

"ლიონის" გოლკიპერმა, ანტონი ლოპეშმა ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 16:51

GOAL.COM: იუვენტუსმა მაურისიო სარი გაუშვა

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი ძალიან მალე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

დღეს, 16:28

ლამპარდი ჩელსიდან ვილიანის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა გუნდიდან თავდამსხმელ ვილიანის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:15

შეთანხმება მიღწეულია, დავიდ სილვა ახალ კლუბს უახლოვდება

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ კარიერა შეიძლება იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

დღეს, 15:17

კოუტინიო არსენალის სავარჯიშო ბაზაზე შეამჩნიეს

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო "არსენალის" სავარჯიშო ბაზას ეწვია.

დღეს, 15:07

ლიგაზე გატანილი გოლებით, რონალდუ ატლეტიკოს გაუთანაბრდა

პორტუგალიელის შედეგიანობა ჩემპიონთა ლიგაზე უბრალოდ შთამბეჭდავია.

დღეს, 13:03

ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, ვარანზე დაბალი შეფასება მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო

ფრანგმა მცველმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის შედეგად, ძალიან დაბალი შეფასება მიიღო.

დღეს, 13:00

"გააზიარეთ, თუ დახმარება შეგიძლიათ", - სტერლინგი რეალის დამარცხებას ხუმრობით გამოეხმაურა

„მანჩესტერ სიტის" შემტევი, რაჰიმ სტერლინგი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლას იუმორით გამოეხმაურა.

დღეს, 12:56

უეფამ გუშინდელი მატჩების საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

უეფამ მერვედფინალების პირველი დღის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

დღეს, 12:53

გატუზო: "მოსაგებად, ნაპოლის ევერესტის დალაშქვრა მოუწევს"

„ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, „ბარსელონასთან" მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:36
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10