უილშირი მზადაა არსენალში ხელფასის შემცირებას დათანხმდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უილშირი მზადაა არსენალში ხელფასის შემცირებას დათანხმდეს


უილშირი მზადაა არსენალში ხელფასის შემცირებას დათანხმდეს

"არსენალის" ნახევარმცველი, ჯეკ უილშირი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

The Telegraph-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელმა წინადადება მიიღო, მიუხედავად ყოველკვირეული ხელფასის 90 ათას ფუნტ სტერლინგამდე შემცირებისა.

თუმცა, ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, თუ ბონუსებს გავითვალისწინებთ, ზემოთაღნიშნული თანხა შეიძლება 110 ათასამდე გაიზარდოს. ფეხბურთელს ესმის, რომ ტრავმებისკენაა მიდრეკილი.

ამ სეზონში ჯეკმა ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. თუმცა, 2011/12 წლების სეზონიდან მოყოლებული უილშირს სხვადასხვა ტრავმის გამო მხოლოდ 81 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები