რატომ უშვებდა რეალი დი სტეფანოს მანჩესტერ იუნაიტედში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რატომ უშვებდა რეალი დი სტეფანოს მანჩესტერ იუნაიტედში?


რატომ უშვებდა რეალი დი სტეფანოს მანჩესტერ იუნაიტედში?

დღეს მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის არც თუ ისე კარგი ურთიერთობაა. "სამეფო კლუბი" რეგულარულად სთავაზობს "მანკუნიანელთა" საუკეთესო ფეხბურთელებს ისეთს პირობებს, რომელზეც ისინი უარს ვერ ამბობენ და "ბლანკოსში" გადმოდიან. ამის გარდა, "რეალი" სისტემატურად ჯობნის "იუნაიტედს" სხვადასხვა მოთამაშეების ყიდვაში.

რატომ უშვებდა რეალი დი სტეფანოს მანჩესტერ იუნაიტედში?

სერ ალექს ფერგიუსონმა თავის დროზე თქვა: "მადრიდულ კლუბს შხამსაც კი აღარ მივყიდი," დავიდ დე ხეას "რეალში" ტრანსფერის შემთხვევაში კი უარყოფითი დამოკიდებულება თავის პიკს მიაღწევს. არადა ერთ დროს "სამეფო კლუბი" და "იუნაიტედი" კარგი მეგობრები იყვნენ, ამაში უდიდესი წვლილი სანტიაგო ბერნაბეუსა და მეტ ბასბის მიუძღვოდა.

ეს ამბავი ძალიან კარგად არის ასახული ჯონ ლადენის წიგნში "ორი ქალაქის ისტორია: მანჩესტერი და მადრიდი 1957-1968". მწერალი გაკვირვებულია იმ დაძაბული ურთიერთობით, რომელიც ამ ორ გრანდს შორის სუფევს, რადგან ლადენის თქმით, "რეალი" თავის დროზე" მნიშვნელოვნად დაეხმარა "მანჩესტერს", როდესაც კლუბში ურთულესი პერიოდი იყო.

რატომ უშვებდა რეალი დი სტეფანოს მანჩესტერ იუნაიტედში?

ყველაფერი 1957 წლის აპრილში დაიწყო. "ბლანკოსმა" ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალში მოუგო "იუნაიტედს". პირველი მატჩი 3:1 დასრულდა, აი "ოლდ ტრაფორდზე" კი საბრძოლო ფრე დაფიქსირდა 2:2. ბერნაბეუ აღფრთოვანებული დარჩა მანჩესტერელი ახალგაზრდების ოსტატობითა და ბასბის მუშაობით. სანტიაგომ მეტს სამსახური შესთავაზა "რეალში", თუმცა ბასბის მხოლოდ "იუნაიტედი" აინტერესებდა.

9 თვის შემდეგ, "მანჩესტერის" ოქროს თაობა "მიუნხენის ტრაგედიამ" იმსხვერპლა, რის შედეგად ბასბის საჩემპიონო ოცნებები იმ მომენტში არარეალური ჩანდა. კატასტროფიდან 3 თვის შემდეგ, "იუნაიტედმა" ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალში "მილანთან" წააგო, თავად "როსონერი" კი ფინალში "რეალთან" დამარცხდა. ბერნაბეუმ მოგებული ტიტული "მანჩესტერს" მიუღძვნა და თასიც შესთავაზა ინგლისელებს, თუმცა "მანკუნიანელებმა" აღნიშნულ ჟესტს უარით უპასუხეს.

რატომ უშვებდა რეალი დი სტეფანოს მანჩესტერ იუნაიტედში?

ეს წინადადება სიმბოლური ხასიათის იყო, მაგრამ "რეალმა" სერიოზული დახმარებაც შესთავაზა "იუნაიტედს". "ბლანკოსი" ერთი წლით და სრულიად უფასოდ სჩუქნიდა "მანჩესტერს" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს - ალფრედო დი სტეფანოს.

"ბერნაბეუ ესაუბრა დი სტეფანოს და ალფრედო თანახმა იყო "იუნაიტედში" გადასვლაზე. ამის გარდა, ხელფასს არგენტინელი მაინც "რეალისგან" მიიღებდა. სამწუხაროდ, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ეს ტრანსფერი დაბლოკა, რადგან იმ დროს არსებობდა გამკაცრებული ლიმიტი ლეგიონერებზე," - ლადენი.

რატომ უშვებდა რეალი დი სტეფანოს მანჩესტერ იუნაიტედში?

"რეალი" აღნიშნულზე არ შეჩერებულა, გუნდმა გამართა რამდენიმე საქველმოქმედო მატჩი, შემოსული ფული კი "იუნაიტედში" იქნა გადარიცხული. ამის გარდა, ბერნაბეუმ გადარჩენილ ფეხბურთელებს მადრიდის საუკეთესო კლინიკებში შესთავაზა უფასო მკურნალობა.

ყველაფერთან ერთად, "ბლანკოსი" რეგულარულად მართავდა "წითელ ეშმაკებთან" საკონტროლო მატჩებს იმ დრომდე, სანამ "მანჩესტერი" ევროთასებისთვის მოძლიერდებოდა. ერთი სიტყვით, იმ პერიოდში, "რეალი" უფროს ძმად ევლინებოდა "იუნაიტედს". ბერნაბეუ შემდეგნაირად ახასიათებდა ბასბის: "ყველაზე მამაცი და დიადი პიროვნება, რომელიც ფეხბურთში შემხვედრია,"

რატომ უშვებდა რეალი დი სტეფანოს მანჩესტერ იუნაიტედში?

პირველი ამხანაგური მატჩი 6:1 დასრულდა "რეალის" სასარგებლოდ. შემდეგ იყო ფეერიული 6:5, რომელშიც კვლავ მადრიდელებმა იმარჯვეს. "სამეფო კლუბმა" კიდევ ერთხელ მოიგო, ამჯერად უკვე 3:2. "იუნაიტედი" მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებდა და 1961 წლის დეკემბერში, "წითელმა ეშმაკებმა" საწადელს მიაღწიეს და ორჯერ დაამარცხეს სახელოვანი მეტოქე, 3:1 სახლში და 2:0 სტუმრად.

იმ წელს "მანჩესტერმა" ინგლისის თასიც მოიგო, რასაც შემდეგ მოჰყვა ორი ჩემპიონობა. 1968 წელს კი ბასბიმ ოცნება აისრულა და ჩემპიონთა თასს დაეუფლა, 1/2 ფინალში დამარცხებული იქნა ისევ და ისევ "რეალი".

რატომ უშვებდა რეალი დი სტეფანოს მანჩესტერ იუნაიტედში?

ბერნაბეუ ამბობდა: "ყველაზე მეტად ამ ტიტულს სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედი" იმსახურებს. ძალიან მიხარია, რომ ისინი დაბრუნდნენ," ახლა ამის შესახებ ბევრს არ ახსოვს ან უბრალოდ არ იციან, მაგრამ "რეალი" არის ის კლუბი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "წითელი ეშმაკების" აღზევებაში.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები