კავანიმ მბაპე დაახასიათა და მისი თამაში შეაფასა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კავანიმ მბაპე დაახასიათა და მისი თამაში შეაფასა


კავანიმ მბაპე დაახასიათა და მისი თამაში შეაფასა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ ფორვარდ კილიან მბაპეს თამაში შეაფასა.

"ვფიქრობ, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ნიჭთან ერთად დაიბადნენ, რომლებსაც ღმერთის ხელი შეეხოთ, რომლებსაც ბავშვობიდანვე უმაღლესი კლასი აქვთ".

"არიან სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ამას ბევრი მუშაობის ხარჯზე აღწევენ. ყველას შეუძლია ვარსკვლავი გახდეს, მაგრამ იქამდე სხვადასხვა გზით მივიდნენ".

"მბაპე არარეალური პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, რომელიც უკვე ახლა იძენს გამოცდილებას. მსოფლიო ფეხბურთში უკვე მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა პროგრესირებას. ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მთელი მსოფლიო იცნობს".

"იმისათვის, რათა ცნობილი იყო, არამხოლოდ ტოპ-დონის ფეხბურთელობაა საჭირო, არამედ გარკვეული თვისებების მქონე პიროვნებაც. ასე კეთდება ყველაფერი. ეს საფეხბურთო ცხოვრებაა", - თქვა კავანიმ MARCA-სთან საუბრისას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები