კოუტინიომ საკუთარ თავზე, ოქროს ბურთზე, ნეიმარზე, პსჟ-სა და რეალზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კოუტინიომ საკუთარ თავზე, ოქროს ბურთზე, ნეიმარზე, პსჟ-სა და რეალზე ისაუბრა


კოუტინიომ საკუთარ თავზე, ოქროს ბურთზე, ნეიმარზე, პსჟ-სა და რეალზე ისაუბრა

"ბარსელონას" ჰავბეკმა, ფილიპე კოუტინიომ ესპანურ გამოცემა Sport-თან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

– ნეიმარმა "ბარსა" "ოქროს ბურთის" გამო დატოვა. გაქვს შენ ასეთი მოტივაცია?

– ყველა ფეხბურთელს უნდა "ოქროს ბურთის" მოგება, თუ ეს შესაძლებელია. თუმცა, მე ტიტულების მოგებაზე უფრო მეტს ვფიქრობ. აი ეს მმატებს მოტივაციას.

ყველა დანარჩენი ამას მოჰყვება, თუ კარგ სეზონს ატარებ და ტიტულებს იგებ. ახლა "ბარსელონასთან" ერთად გამარჯვების მოტივაცია გამაჩნია.

– რას ფიქრობ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალისა" და "პსჟ"-ს დაპირისპირების თაობაზე?

– შესანიშნავი მატჩები იქნება.

– როგორ ფიქრობ, საბოლოო ჯამში, ნეიმარი გადავა მადრიდში?


– არ ვიცი და მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია. ამის შესახებ უნდა დაფიქრდეს. მე მხოლოდ "ბარსელონაზე" ვფიქრობ, - თქვა ნახევარმცველმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები