დი მარიას ბარსელონაში გადასვლა უნდა? - არგენტინელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დი მარიას ბარსელონაში გადასვლა უნდა? - არგენტინელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა


დი მარიას ბარსელონაში გადასვლა უნდა? - არგენტინელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ თქვა, რომ "ბარსელონაში" გადასვლის წინააღმდეგი არ გახლავთ.

"გულწრფელად ვამბობ, მიუხედავად "რეალში" ჩემი წარსულისა, არ ვფიქრობ, რომ ჩემთვის "ბარსელონაში" თამაში პრობლემა იქნებოდა".

"რეალთან" ჩემი ურთიერთობა და დრო ძალიან ადრე დასრულდა. ერთადერთი კლუბი, სადაც გადასვლას ვერ შევძლებ "ნიუელს ოლდ ბოისია", რადგან "როსარიო სენტრალის" ფანი ვარ", - თქვა დი მარიამ Mundo Deportivo-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, დი მარია "ბარსელონას" მთავარი კონკურენტის, "რეალის" ღირსებას 2010 წლიდან 2014 წლამდე იცავდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები