რონალდუს 2012 წელს პსჟ-ში გადასვლა უნდოდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუს 2012 წელს პსჟ-ში გადასვლა უნდოდა


რონალდუს 2012 წელს პსჟ-ში გადასვლა უნდოდა

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს 2012 წელს "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა უნდოდა.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, France Football-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რონალდუ რამდენიმე წლის წინ "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესითა და მასთან ურთიერთობით უკმაყოფილო იყო.

პორტუგალიელი მიიჩნევდა, რომ კლუბი მას საკმარისად არ უჭერდა მხარს და მეგობართან მიმოწერისას "პსჟ"-ში გადასვლის სურვილი გამოთქვა.

"პსჟ"-ში ნამდვილად შემიყვარებენ. ფრანგები ბედნიერები იქნებიან, რომ მათ ჩემპიონატში გადავედი და პრესა "ოქროს ბურთის" მოგებისთვის ბრძოლაში დამეხმარება", - შემდეგი შეტყობინება გაუგზავნა რონალდუმ მეგობარს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები