ტოტიმ აღიარა: "რეალს უარი ვუთხარი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტოტიმ აღიარა: "რეალს უარი ვუთხარი"


ტოტიმ აღიარა:

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა და თავდამსხმელმა, ფრანჩესკო ტოტიმ, თავის კარიერაზე ისაუბრა და გაიხსენა პერიოდი, როდესაც მადრიდის "რეალისგან" რეალური შემოთავაზება მიიღო.

"ყველაზე კონკრეტული წინადადება 2003-04 წლების სეზონში მადრიდის "რეალისგან" მივიღე.

სწორედ იმ დროს კარიერაში ყველაზე სწორი ნაბიჯი გადავდგი და ზუსტი არჩევანი გავაკეთე: დიდებული შემოთავაზების მაგივრად მთელი ცხოვრება ერთ კლუბში დარჩენა ვამჯობინე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო.

საბოლოო ჯამში კი მივიღე ყველაფერი, რაც მინდოდა: სიყვარული და გრძნობა, რომლებიც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ტიტულები. "რომას" მაისურით 101%-თ ვიხარჯებოდი, ვინაიდან ეს კლუბი ჩემზე, ჩემს მიზნებსა და პირად ცხოვრებაზე მაღლა დავაყენე. "რომა" ჩემთვის ყველაფერი იყო.

ერთადერთი რამ, რაც ნამდვილად მაკლია, ოქროს ბურთია. ვიცოდი, რომ რომში ამის შანსი გაცილებით ცოტა მექნებოდა, ვიდრე "რეალში", "იუვენტუსსა" ან "მილანში". მათ უფრო მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი ჰქონდათ.

"რომასთან" ერთად სკუდეტო, იტალიის სუპერთასი და კოპა იტალია მაინც მოვიგე, მაგრამ ეს არ მაყენებს დიდი მოთამაშეების გვერდით, რომელთაც წლების განმავლობაში უამრავი გუნდური და ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვეს", - განაცხადა "იმპერატორმა".

ჩესკომ მთელი თავისი 25 წლიანი კარიერა რომაულ კლუბში გაატარა და ფეხბურთიდან გასული წლის ზაფხულში წავიდა. მან "რომას" მაისურით 786 თამაშში 307 ბურთი გაიტანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალირომა ფრანჩესკო ტოტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები