ტოტი: "ამჟამინდელი ფასების მიხედვით 200 მილიონი ევრო ვეღირებოდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტოტი: "ამჟამინდელი ფასების მიხედვით 200 მილიონი ევრო ვეღირებოდი"


ტოტი:

"რომას" ექს-თავდამსხმელმა, ფრანჩესკო ტოტიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ დარჩა კარიერის ბოლომდე რომაული კლუბის ერთგული.

გარდა ამისა, ლეგენდარულმა იტალიელმა ის თანხაც დაასახელა, რაც თანამედროვე ფეხბურთში მისი სატრანსფერო ღირებულება იქნებოდა.

"ყველაზე კონკრეტული წინადადება მათ შორის, რაც მქონია, "რეალისგან" 2003-2004 წლებში იყო. კარიერის ბოლომდე ერთ კლუბში დარჩენა მტკიცედ გადავწყვიტე, ბევრი ტიტულის მოგების შესაძლებლობაზე ვთქვი უარი. კარიერის ბოლოს კი მქონდა ის, რაც მინდოდა - სიყვარული და ვნება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა ადგილებში ტიტულები".

"ერთადერთი რაღაც, რაც დამაკლდა - "ოქროს ბურთი". ვიცოდი, რომ "რომაში" "რეალის", "იუვენტუსის" ან "მილანის" ფეხბურთელებზე ნაკლები შანსი მექნებოდა".

"რამდენი ვეღირებოდი ამჟამინდელი ფასების მიხედვით? 200 მილიონი ევრო", - ციტირებს ტოტის სიტყვებს Football Italia.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები