Goal.Ge

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს


ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება, მათ შორის მთავარი დაპირისპირება - "პარი სენ ჟერმენი" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

"სამეფო კლუბისა" და პარიზელების შეხვედრას მთელი მსოფლიო სულმოუთმენლად ელოდება. ტურნირის ორი ფავორიტი ერთმანეთს ნაადრევ სტადიაზე შეხვდა, თანაც ამ ბრძოლის მოგება ორივე გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რეალი - პსჟ

დაწყების დრო: 23:45 საათი
სტადიონი: "სანტიაგო ბერნაბეუ", მადრიდი
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი

მადრიდის "რეალისთვის" ჩემპიონთა ლიგა მიმდინარე სეზონის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა, ამიტომ "სამეფო კლუბისთვის" პარიზელებთან ორი მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება. ზინედინ ზიდანმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოიგო და ხსნა კვლავ ფინალისკენ მიმავალი გზაა, რომელიც ამჯერად კიევში მიდის.

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

"ბლანკოსმა" "პსჟ-სთან" პირველი მატჩის წინ კარგი ფორმა აკრიფა და მიუხედავად თასიდან გამოვარდნისა და "ლევანტესთან" ფრისა, მოიგო სამი თამაში, რომლებშიც სულ 16 გოლის გატანა მოახერხა. გასულ უქმეებზე მადრიდელებმა შინ "რეალ სოსიედადი" 5:2 გაანადგურეს და კრიშტიანუ რონალდუმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

ჯგუფურ ეტაპზე "რეალმა" არადამაჯერებელი ფეხბურთი აჩვენა და "ტოტენჰემთან" ლონდონში მარცხის გამო მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა ესპანურ გრანდს ამ სეზონში ტიტულის მოგების ერთადერთი შანსი აქვს და ეს ამ კლუბის საყვარელი ტურნირი ჩემპიონთა ლიგაა.

მადრიდის "რეალი" სეზონის გადარჩენას ეცდება, ხოლო "პარი სენ ჟერმენი" - უსერიოზულესი განაცხადის გაკეთებას. პარიზელები მიმდინარე სეზონში ყველაფრის მოგებას აპირებენ და იმ გუნდის დამარცხება, რომელმაც ბოლო 4 წელიწადში ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო, გადამწყვეტი გასროლა იქნება, რომელიც ფრანგებს უდიდეს რწმენასა და ენერგიას მისცემს.

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

უნაი ემერის გუნდი დიდებულ ფორმაშია და 6 მატჩიანი გამარჯვებების სერია აქვს. გასულ უქმეებზე "პსჟ-მ" გაჭირვებით, მაგრამ ნეიმარის გოლით "ტულუზა" 1:0 დაამარცხა და ეროვნულ ჩემპიონატში უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა.

"პსჟ-ს" უბრალოდ ფენომენალური შეტევითი ხაზი ჰყავს: მბაპე-კავანი-ნეიმარის სამეულის გარდა ემერის განკარგულებაში ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ანხელ დი მარია და იულიან დრაქსლერიც არიან. პარიზული კლუბისთვის ეს უნიკალური შანსია იმისათვის, რომ საკუთარი ძალები საბოლოოდ განიმტკიცოს.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

მადრიდულ გრანდს დღეს დისკვალიფიკაციის გამო ესპანელი მარჯვენა მცველი, დანი კარვახალი, დააკლდება. ეს კი სერიოზული დანაკლისია - მის ადგილს ნაჩო ფერნანდესი დაიკავებს. კარვახალის გარდა, "რეალს" ხესუს ვალიეხოც (ბარძაყი) ვერ დაეხმარება, მაგრამ ეს პრობლემა არ არის.

"პარი სენ ჟერმენს" კი მხოლოდ ვეტერანი საყრდენი ნახევარმცველი, ტიაგო მოტა, არ ეყოლება. მოსალოდნელია, რომ მოედნის ცენტრში რაბიოსა და ვერატისთან ერთად ზამთრის ახალწვეული, ლასანა დიარა, ითამაშებს და ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება.

რეალი: ნავასი; ნაჩო, რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ბეილი, რონალდუ, ბენზემა.

პსჟ: არეოლა; ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ბერჩიჩე; ვერატი, დიარა, რაბიო; მბაპე, კავანი, ნეიმარი.

საინტერესო ფაქტები

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგა 2015/16 წლების სეზონში გაიმართა. ჯგუფურ ეტაპზე პარიზში უგოლო ფრე დაფიქსირდა, მადრიდში კი ესპანელებმა ნაჩოს გოლით 1:0 იმარჯვეს. საბოლოოდ, "რეალმა" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პარიზელებს 3 ქულით გაასწრო.

"პსჟ-ს" მადრიდული გრანდი ევროთასებიდან ზედიზედ ორ სეზონში ჰყავს გამოგდებული: 1992/93 წლების უეფას თასის მეოთხედფინალში (1:3 გასვლა, 4:1 სახლი) და 1993/94 წლების უეფას თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში (1:0 გასვლა, 1:1 სახლი).

"სამეფო კლუბი" ეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მერვედ გავიდეს. მერვეფინალში "რეალის" სტატისტიკა არც ისე სახარბიელოა: 8 მოგება, 6 მარცხი. ეს 6 მარცხი "სამეფო კლუბმა" 2005-2010 წლებში ერთმანეთის მიყოლებით განიცადა.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო 39 საშინაო თამაშიდან "სამეფო კლუბმა" მხოლოდ 1 წააგო და 33 გამარჯვება მოიპოვა.

მადრიდის "რეალს" ფრანგულ კლუბებთან 9 მატჩიანი წაუგებელი სერია (6 მოგება, 3 ფრე) აქვს. ამ პერიოდში მათ 15 გოლი გაიტანეს და არცერთი არ გაუშვიათ.

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

ბოლო ფრანგული გუნდი, რომელმაც "რეალი" დაამარცხა, ლიონის "ოლიმპიკი" იყო და ეს 2009/10 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, მოხდა. ლიონელებმა შინ 1:0 იმარჯვეს, სტუმრად ფრეს (1:1) მიაღწიეს და "რეალი" ტურნირიდან გამოაგდეს.

მადრიდულმა გრანდმა საკუთარ მოედანე ფრანგული კლუბების წინააღმდეგ მხოლოდ 1 მატჩი წააგო (10 მოგება, 3 ფრე) და ეგეც 1994 წელს "პსჟ-სთან".

"პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ზედიზედ მეექვსედ გავიდა. პირველ ოთხ შემთხვევაში ფრანგებმა ეს სტადია წარმატებით გადალახეს, მაგრამ გასულ სეზონში "ბარსელონასთან" დრამატულად დამარცხდნენ (4:0 შინ და 1:6 გასვლაზე).

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

პარიზულ კლუბს ესპანეთში ბოლო 4 თამაში აქვს წაგებო, საერთო ჯამში კი 4 მოგება, 2 ფრე და 7 მარცხი აქვს.

"პსჟ-ს" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე პირველი მატჩი არასოდეს წაუგია: 4 მოგება და 1 ფრე.

ანხელ დი მარია და ლასანა დიარა თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდებიან. არგენტინელი "რეალის" ღირსებას 2010-2015 წლებში იცავდა, ხოლო ფრანგი - 2008-2013 წლებში.


მეორე თამაში "დრაგაოზე" გაიმართება - პორტუგალიას იურგენ კლოპის ენერგიული და შემტევი "ლივერპული" ეწვევა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში 9 წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს.

პორტუ - ლივერპული

დაწყების დრო: 23:45 საათი
სტადიონი: "დრაგაო", პორტუ
მთავარი მსაჯი: დანიელე ორსატო

"პორტუ" პორტუგალიის ეროვნულ ჩემპიონატში დაუმარცხებელია და 55 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. სერჟიო კონსეისაოს გუნდი მშვენიერ ფორმაშია და "ლივერპულთან" პირველ მატჩს ზედიზედ სამი გამარჯვებით ხვდება.

"დრაკონების" შემადგენლობაში გამორჩეული ვარსკვლავები ან ტალანტები არ არიან, მაგრამ "პორტუს" აფრიკელი შემტევები: ბრაიმი, მარეგა და აბუბაქარი ჩინებულ ფორმაში არიან. "პორტუ" საკმაოდ მებრძოლი და საინტერესო გუნდია, რომელიც საკუთარ მოედანზე ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო.

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

"ლივერპულმა" ჯგუფურ ეტაპზე ძალიან მხიარული თამაში აჩვენა და ახლა ეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგის გიჟური საღამოები უკვე ფლეი-ოფის ეტაპზე მოაწყოს.

იურგენ კლოპის გუნდმა გასულ უქმეებზე "საუთჰემპტონი" ულამაზეს სტილში 2:0 დაამარცხა, ოთხეულში ადგილი გაიმყარა და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გადმოერთვება. მოჰამედ სალაჰი კვლავ ფენომენალურ ფორმაშია, რომელსაც ბოლო პერიოდში რობერტო ფირმინო შესანიშნავად უგებს და მერსესაიდელების მთავარი ძალა კვლავ შეტევითი ხაზია.

სავარაუდო შემადგენლობები

"პორტუს" პირველ თამაშში ორი უკანა ხაზელი დააკლდება: დისკვალიფიკაცირებული ცენტრალური მცველი ფელიპე და საყრდენი დანილო, რომელსაც ბარძაყის პრობლემები აქვს.

"ლივერპულს" დისკვალიფიკაციის გამო ემრე ჩანი ვერ დაეხმარება, ნათანიელ კლაინმა კი ძალები აღიდგინა და შესაძლოა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდეს.

პორტუ: ჟოზე სა; მაქსი ფერეირა, მარკანო, რეიესი, ალექს ტელესი; რიკარდო, ოლივეირა, ერერა; ბრაიმი, მარეგა, სოარეში.

ლივერპული: კარიუსი; ალექსანდრ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ჩემბერლენი, ჰენდერსონი, ვიინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე.

საინტერესო ფაქტები

"პორტუ" და "ლივერპული" აქამდე ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ და პორტუგალიელებს არცერთი გამარჯვება არ მოუპოვებიათ: 2 ფრე და 2 წაგება.

2000/01 წლების სეზონში "პორტუ" ჟერარ ულიეს ლეგენდარულმა "ლივერპულმა" უეფას თასის 1/4 ფინალში დაამარცხა: სტუმრად 0:0, შინ 2:0 და საბოლოოდ მერსესაილებმა ტურნირიც მოიგეს.

ბოლოს კი ამ გუნდების გზები 2007/08 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. პორტუში მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ლივერპულში კი მასპინძლებმა 4:1 იმარჯვეს.

"პორტუს" სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში უარყოფითია: 3 მოგება და 6 წაგება.

პორტუგალიური კლუბი შინ ინგლისური გუნდების წინააღმდეგ კარგად ასპარეზობს: 8 მოგება, 6 ფრე და 3 წაგება.

"პორტუმ" ევროთასებზე ბოლო 10 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო და 4 მარცხი განიცადა.

ჩემპიონთა ლიგა: რეალი სეზონის გადარჩენისთვის იბრძოლებს

მერსესაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში 2009 წლის შემდეგ პირველად გავიდა. მაშინ, 2008/09 წლების სეზონში, "წითლებმა" მადრიდის "რეალი" 5:0 (1:0 გასვლა, 4:0 სახლი) გაანადგურეს.

საერთო ჯამში "ლივერპულს" 1/8 ფინალურ ეტაპზე ხუთჯერ აქვს ნათამაშები და მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხა მომდევნო სტადიაზე გასვლა.

"ლივერპულს" პორტუგალიაში უარყოფითი ბალანსი აქვს: 2 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვინისიუსის ბრწყინვალე გოლი რეალის მეორე გუნდის რიგებში [VIDEO]

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა, მეორე გუნდი მარცხისგან ბრწყინვალე გოლით იხსნა.

დღეს, 18:25

რეალი კონტესთან მოლაპარაკებებს ცსკასთან მარცხის შემდეგ აწარმოებს?!

ხულენ ლოპეტეგის გათავისუფლების შემთხვევაში, მადრიდის "რეალი" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იტალიელ სპეციალისტს, ანტონიო კონტეს მოიაზრებს.

დღეს, 18:17

უგოლო ფრე დინამო არენაზე - დინამომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში გაიმაართა თბილისური დერბი "დინამოსა " და "ლოკომოტივს" შორის.

დღეს, 17:54

ცნობილი პორნოვარსკვლავი: "რონალდუ მონსტრი არ არის. არამგონია, მას ვინმეზე ეძალადა"

ცნობილმა პორნოვარსკვლავმა, როკო სიფრედიმ კრიშტიანუ რონალდუს მხარი საჯაროდ დაუჭირა.

დღეს, 17:25

მალკომს მორიგი მსურველი გამოუჩნდა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მალკომმა შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

დღეს, 16:18

ვალვერდემ ბარსელონადან შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 16:10

"ნეიმარი სრულიად განსხვავებულია", - ხავიმ ბრაზილიელი მესის შეადარა

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ნეიმარს საფეხბურთო სიმწიფე სჭირდება.

დღეს, 15:51

მარსიალისა და მოურინიოს კონფლიქტი? - ფეხბურთელმა ყველაფერს ფარდა ახადა

აქამდე არსებული ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელს, ვითომდა, მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს.

დღეს, 15:42

მარკინიოსი: "ბარსას და რეალს ნეიმარზე მხოლოდ ოცნება შეუძლიათ"

"პსჟ"-ს მცველმა, მარკინიოსმა განაცხადა, რომ ესპანეთში ნეიმარის დაბრუნების თაობაზე "რეალისა" და "ბარსელონას" შანსები მცირეა.

დღეს, 15:27

ყველაზე საშინელი სერია ისტორიაში - მთავარ როლებში: პერესი, ლოპეტეგი და VAR-ი

როდის მოიგო ბოლოს მადრიდის "რეალმა"? რამდენიმე თვის წინ ეს კითხვა იქნებოდა ალოგიკური და სასაცილოც კი,

დღეს, 15:21

მესიმ ინიესტას გადაასწრო, წინ ხავია

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კატალონიური გრანდის რიგებში 459-ე გამარჯვება მოიპოვა.

დღეს, 15:15

ვალვერდემ ლეგენდარულ კრუიფს გადაასწრო

"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში "სევილიას" მოუგო - 4:2.

დღეს, 15:03

როდის გაიმართა და რა შედეგით დასრულდა ბოლოს მესისა და რონალდუს გარეშე კლასიკო?

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში "რეალთან" გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

დღეს, 14:43

MARCA: რეალს ასენსიოს გაყიდვა უნდა, საქმეში სამი გრანდი ჩაერთო

"რეალის" თავდამსხმელმა, მარკო ასენსიომ შესაძლოა კლუბი დატოვოს.

დღეს, 14:33

ახალგაზრდა დინამოელის საოცარი ფინტი გიორგი ჩაკვეტაძის სტილში [VIDEO]

"ატეიტის თასზე" "დინამო თბილისის" 12 წლამდე გუნდი ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებულადაც.

დღეს, 14:07

"გასაკვირია, რომ ეს მათი პირველი ჩხუბია", - პოლ პირსი რონდოსა და პოლის ინციდენტს ეხმაურება

"ბოსტონის" ექს-ვარსკვლავმა განაცხადა, რომ რეჟონ რონდოსა და კრის პოლის კონფლიქტი დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო.

დღეს, 13:54

პოლი ირწმუნება, რომ რონდომ მას სახეში შეაფურთხა [VIDEO]

როგორც კრის პოლი ირწმუნება, "ლეიკერსთან" შეხვედრაში ჩხუბი იმის გამო დაიწყო, რომ რეჟონ რონდომ მას სახეში შეაფურთხა.

დღეს, 13:40

პიკე: "მესი - მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ..."

"ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ, "სევილიასთან" მოგებული (4:2) მატჩის შემდეგ, ლეო მესის ტრავმაზე ისაუბრა, რომელიც დაახლოებით 3 კვირას გამოტოვებს.

დღეს, 12:29

ხაბიბი - კონორის შესაძლო დაღესტანში ჩამოსვლაზე: "ჭიდაობის დარბაზს ვაჩვენებთ, მან ჭიდაობა არ იცის"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კონორ მაკგრეგორის შესაძლო დაღესტანში ჩამოსვლაზე ისაუბრა.

დღეს, 12:19

მარადონა: "არასდროს მითქვამს, რომ მატჩამდე, მესი საპირფარეშოში 20-ჯერ შედის"

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, დიეგო მარადონამ, გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

დღეს, 12:07

"მატჩის მსგავსი სცენარი ოცნების დებიუტს არ ჰგავს" - ტიერი ანრიმ პირველი შეხვედრა შეაფასა

"მონაკოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ტიერი ანრიმ, "სტრასბურგთან" მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი დებიუტი შედგა.

დღეს, 12:03

სიმეონე: "ეს ესპანეთის ყველაზე კონკურენტუნარიანი სეზონია, რაც კი მინახავს"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, "ვილიარეალთან" მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

დღეს, 11:59

ემერი: "ამ ფეხბურთელის შეძენა პსჟ-ში მისვლისთანავე მსურდა"

"არსენალის" მთვარი მთწვრთნელის აღიარება.

დღეს, 11:55

ლანგლე: "ამის გაკეთება მესის გარეშეც შეგვიძლია!"

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, კლემან ლანგლემ, "სევილიასთან" განვლილი შეხვედრა შეაფასა და ლეო მესის ტრავმაზე ისაუბრა.

დღეს, 11:51

პოლი, რონდო და ინგრამი პარკეტიდან გააძევეს! - ხელჩართული ჩხუბი სტეიპლს ცენტრში [VIDEO]

"ლეიკერსსა" და "ჰიუსტონს" შორის "სტეიპლს ცენტრში" გამართული შეხვედრის კალათბურთელებმა იჩხუბეს.

დღეს, 11:14

NBA. ფაჩულიას მორიგი გამარჯვება, ლეიკერსი კვლავ დამარცხდა, ბოსტონმა ნიუ იორკს მოუგო [VIDEO]

ღამით NBA-ს 2018/19 წლების სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში 10 შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 09:50

ჩემპიონთა თასი: გოგიჩაშვილის და კაკოვინის რასინგ 92-მა ალსტერი დაამარცხა [VIDEO]

ფრანგულმა კლუბმა შინ ირლანდიური მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხა.

დღეს, 05:19

სიმეონე: "ლა ლიგისთვის კარგია, რომ მესი - რონალდუს დუელი დასრულდა"

"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე თვლის, რომ მესისა და რონალდუს კონკურენციის დასრულება ლა ლიგისთვის უკეთესია.

დღეს, 03:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები