ავტორიზაცია

ქართველი სპორტსმენების 23 კაციანი გუნდი იტალიაში მიემგზავრება! Adjarabet.com

ქართველი სპორტსმენების 23 კაციანი გუნდი იტალიაში მიემგზავრება! Adjarabet.com
თარიღი 01 Mar 2018, 13:11
WSOPc Italy Main Event-ზე სათამაშოდ ქართველი სპორტსმენების 23 კაციანი გუნდი დღეს იტალიაში მიემგზავრება.

Adjarabet.com-ზე 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ყოველღიური სატელიტები, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სულ გათამაშდა 23 WSOPc Italy Main Event-ის მთავარი ღონისძიების საგზური, რომელიც მარტში ჩატარდება იტალიაში.

WSOPc Italy Main Event-ს წელს CASINO CAMPIONE უმასპინძლებს. იტალიის ტერიტორიაზე მდებარე უნიკალური არქიტექტურის მქონე კაზინო, რომელსაც აქვს საერთაშორისო პოკერის ღონისძიებების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.

Adjarabet.com-ი არის WSOP Circuits-ის ოფიციალური რეგიონალური პარტნიორი, რაც საშუალებას აძლევს ქართველ პოკერის მოთამაშეებს, რომ აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო ღონისძიებებში!

WSOP არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პოკერის ტურნირების სერია.

1970 წლიდან მოყოლებული ამ ფორმატმა გააერთიანა საუკეთესო პოკერის მოთამაშეები და პოკერის პოპულარიზაციაში უდიდესი როლი ითამაშა.
WSOP Circuits ანუ შუალედური ტურნირები წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება და თითოეული მათგანის მინიმალური საპრიზო თანხა 1,000,000 ევროა!

Adjarabet.com მუდმივად ცდილობს პოკერის, როგორც სპორტის ხელშეწყობას და აქამდეც მრავალ ქართველ მოთამაშეს მისცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში WSOP Circuits-ის ტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა!

Adjarabet.com-ზე უკვე დაიწყო სატელიტები, რომლის გამარჯვებულებსაც ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ WSOPc Cannes-ზე საფრანგეთში.