12 ფაქტი, რომლითაც დაგვამახსოვრდა რეალი-პსჟ-ს მატჩი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

12 ფაქტი, რომლითაც დაგვამახსოვრდა რეალი-პსჟ-ს მატჩი


12 ფაქტი, რომლითაც დაგვამახსოვრდა რეალი-პსჟ-ს მატჩი

პლეი-ოფის ყველაზე ვარსკვლავურმა წყვილმა ითამაშა მატჩი, რომელმაც გულშემატკივრებს დაუტოვა სხვადასხვანაირი შთაბეჭდილებები და რამდენიმე კითხვაზეც გასცა პასუხი. განვიხილოთ დეტალურად მადრიდულ-პარიზული დაპირისპირება. რის ხარჯზე მოიგო "ბლანკოსმა" და რა დააკლდა "პსჟ"-ს წარმატების მისაღწევად?

1. მატჩი ფავორიტის გარეშე

12 ფაქტი, რომლითაც დაგვამახსოვრდა რეალი-პსჟ-ს მატჩი

"რეალი" არის ყველაზე არაპროგნოზირებადი ტოპ-კლუბი მსოფლიოში. ერთი თვის განმავლობაში "ბლანკოსმა" გაანადგურა "ვალენსია", "დეპორტივო" და "სოსიედადი", მაგრამ ამავდროულად მადრიდელებმა წააგეს "ლეგანესსა" და "ვილიარეალთან". კიდევ იყო ფრე "ლევანტესა" და "ნუმანსიასთან". "რეალის" შედეგები ლოგიკას არ ექვემდებარება.

"პსჟ" კი დიდი მატჩების დეფიციტს განიცდის. პარიზელები ლიდერობენ ლიგა 1-ს, თუმცა ამას ისინი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ახერხებენ. მიმდინარე სეზონში ფრანგულ კლუბს მხოლოდ ერთი რეალურად რთული მეტოქე ჰყავდა, მიუნხენის "ბაიერნი". "პსჟ"-მ მოუგო კრიზისში მყოფ ანჩელოტის გუნდს, მაგრამ პარიზელებმა ვერაფერი მოუხერხეს ჰაინკესის ქმნილებას.

2. ნაჩო ნეიმარის წინააღმდეგ

"პსჟ"-ს ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი "რეალის" სათადარიგო სკამის წევრის პირისპირ. ნაჩოს სასტარტოში დაყენება კარვახალის დისკვალიფიკაციით იყო გამოწვეული, ეს გარემოება კი "მადრიდელებისთვის" დამატებითი სტრესი უნდა ყოფილიყო.

რეალურად, ნეიმარის მთავარი მეურვე ლუკა მოდრიჩი იყო. ხორვატი შუახაზელი ყველგან დაყვებოდა ბრაზილიელ შემტევს, ცენტრშიც და ფლანგზეც. "ბლანკოსის" ფეხბურთელების მხრიდან ზედმეტი ყურადღების გამო, ნეიმარმა ნერვიულობაც დაიწყო. ერთ-ერთ მომენტში თავის დასაძვრენად ბრაზილიელმა ითამაშა ხელით, შემდეგ კი იუხეშა ნაჩოზე.

3. კიმპემბეს ყოფნა სილვას ნაცვლად დანაკლისი არ იყო

დიახ, ბრაზილიელი უფრო გამოცდილი და დახვეწილია, თუმცა სანამ ტიაგო ტრავმის შემდეგ ფორმაში ჩადგომას ცდილობს, კიმპემბეე ძალიან კარგად ახერხებს მის შეცვლას. ბოლო პერიოდში ფრანგმა შესანიშნავად გაუგო მარკინიოსს, რის გამოც უნაი ემერიმ გაბედა და არ დაშალა ახალგაზრდული დუეტი.

4. რა სჭირდა მარსელოს?

12 ფაქტი, რომლითაც დაგვამახსოვრდა რეალი-პსჟ-ს მატჩი

"რეალის" მარცხენა მცველი შეხვედრის მე-9 წუთზე დანი ალვეშს შეეჯახა და დაზიანება მიიღო. მარსელოს რეაქციიდან გამომდინარე ისე სჩანდა, რომ ტრავმა მართლაც სერიოზული იყო. საბედნიეროდ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, ბრაზილიელმა მალევე მოახერხა თამაშში დაბრუნება. რაც შეეხება ყვირილის მიზეზს, მარსელოს უბრალოდ ის ხელი ეტკინა, რომელზეც დაეცა ალვეშთან დუელის დროს.

5. "პსჟ"-ს გოლი მოდრიჩის ბრალია

შეტევის დაგვირგვინების დროს პარიზელთა ტრიომ გენიალურად ითამაშა, თუმცა საწყის ეტაპზე ყველაფერი საკმაოდ პრიმიტიულად წარიმართა. რაბიოს მოდრიჩი მეურვეობდა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ხორვატი უბრალოდ აღარ გაჰყვა ფრანგს უკან. როდესაც ადრიენი "რეალის" საჯარიმოსთან იმყოფებოდა, მოდრიჩი უკვე 10 მეტრით იყო ჩამორჩენილი, შესაბამისად ფრანგმა შუახაზელმა დიდი მანძილი გაიარა ისე, რომ თავისუფალ ზონაში იმყოფებოდა.

იყო თუ არა პენალტი, როდესაც რამოსს ხელზე მოხვდა ბურთი?


6. რაბიო შეტევაში თამაშობდა

12 ფაქტი, რომლითაც დაგვამახსოვრდა რეალი-პსჟ-ს მატჩი

ადრიენი უფრო ხშირად ეხებოდა ბურთს სხვის ნახევარზე, ვიდრე თავისაზე, ის ერთადერთი "პსჟ"-ს ფეხბურთელია მსგავსი მაჩვენებლით. ხშირად რაბიო მბაპეზე მაღლაც კი იყო განლაგებული. ბევრს მიაჩნია, რომ ემერიმ სპეციალურად აწია წინ ადრიენი, მსგავსი განლაგებით "რეალის" დაულაგებელი ცენტრი უფრო ნაკლებ პრობლემას შეუქმნიდა ფრანგს.

7. კაზემირო რომ არა, "რეალი" უარესად დაასრულებდა პირველ ტაიმს

ბრაზილიელი ფაქტიურად მარტოდ იბრძოდა მოედნის ცენტრში. პირველ ტაიმში კაზემიროს ანგარიშზე 10 ართმევა იყო, მოდრიჩმა და კროოსმა ერთად კი მხოლოდ 3-ჯერ ჩაშალეს მეტოქის შეტევა. მეორე ტაიმში ბრაზილიელი ჩვეულ რიტმში ირჯებოდა, ის ხშირად ნაჩოსაც აზღვევდა. ერთ-ერთ ეპიზოდში "რეალის" ჩამშლელი ნეიმარსაც კი დაეწია და წესების დარღვევის გარეშე წაართვა ბურთი. ჯამში 13 ართმევა მთლიან მატჩში.

8. ლო ჩელსო მატჩის ყველაზე ცუდი ფეხბურთელია

საკუთარ საჯარიმოსთან უაზრო პასი ქუსლით, რასაც მოჰყვა წესების დარღვევა და სახიფათო ჯარიმა. ამის გარდა, ბურთის გაჩერება დიდი ხნით და შემდგომში მისი დაკარგვა. რამდენიმე ეპიზოდში მეტოქისთვის პოზიციის დათმობა. ეს არ არის ლო ჩელსოს ცოდვების სრული ჩამონათვალი. ტიაგო მოტა უკვე 35 წლის არის, მაგრამ მისი შემცვლელი გუნდში არ არის. გუშინდელ მატჩში ეს პრობლემა კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნათლად.

9. კავანის შეცვლა მენიეთი არ იყო მიმართული დაცვის გასაძლიერებლად

ტომასი არის შემტევი განაპირა მცველი და მისი ალვეშთან ერთ ფლანგზე ყოფნა მეტოქისთვის სერიოზული პრობლემაა. ბელგიელის შემოსვლით ბრაზილიელმა ვინგერის პოზიციაზე გადაინაცვლა, მბაპე კი ცენტრში შეიწია. "პსჟ"-ს არ გადაუხვევია თავისი საფირმო 4-3-3-სგან. შეტევაში მყოფმა ალვეშმა შეჭამა მარსელო, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ექს-"ბარსელონელმა" კინაღამ გოლიც გაიტანა.

10. "პსჟ" დაულაგებელი გუნდია

12 ფაქტი, რომლითაც დაგვამახსოვრდა რეალი-პსჟ-ს მატჩი

პარიზელებს აკლიათ ტაქტიკური ოსტატობა და კრეატიულობა. ფრანგული კლუბის შემტევები საერთოდ არ ეხმარებიან უკანა ხაზს, დაცვითი ფუნქციებით კი დანარჩენი 7 მოთამაშეა დაკავებული. ეს პრობლემა კავანის გასვლის შემდეგაც გამოჩნდა, როდესაც ალვეშმა შეტევაში აიწია, მას მომენტალურად დაავიწყდა თუ რა არის დაცვა.

11. ზიდანმა აჯობა ემერის

12 ფაქტი, რომლითაც დაგვამახსოვრდა რეალი-პსჟ-ს მატჩი

ფრანგი მარტივად მიხვდა თავისი ვიზავის ჩანაფიქრებს მეორე ტაიმში და გონივრული ცვლილებები განახორციელა. ასენსიო თავის ფლანგზე მეფობდა, სწორედ მის გარღვევას მოჰყვა რონალდუს გოლი, ამის გარდა, საგოლე გადაცემა მარსელოზე ისევ და ისევ ასენსიომ გააკეთა. შეხვედრის უკანასკნელ 10 წუთში განსაკუთრებით მკვეთრად გამოჩნდა ზიდანის გუნდის დომინირება ემერისაზე.

12. ნეიმარი ზედმეტად დიდხანს იჩერებს ბურთს

12 ფაქტი, რომლითაც დაგვამახსოვრდა რეალი-პსჟ-ს მატჩი

ბრაზილიელმა 13-ჯერ მოატყუა მეტოქე გუნდის ფეხბურთელები. ეს ძალიან კარგი შედეგია, თუმცა ნეიმარის ფინტებს არანაირი სასარგებლო შედეგი არ მოჰყოლია. სანამ "პსჟ"-ს ათიანი შოუს დადგმას ცდილობდა, "რეალის" მოთამაშეები მარტივად ახერხებდნენ თავისუფალი ზონების შევსებას.

რონალდუს მსგავსი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მან 2 გოლი გაიტანა. დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მთავარი შედეგია. "რეალის" შემადგენლობაში აღმოჩნდა ფეხბურთელი, რომელმაც დუბლის გაფორმება შეძლო, "პსჟ"-ში არა.

ასევე, იხილეთ - გუშინდელ მატჩში ნეიმარმა მსაჯს ტრავმა მიაყენა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები